1. The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მოდული 5
სასტარტო წერტილი ეკო-ინოვაციისთვის
ევროკომისიის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე პასუხისმგებლობას შინაარსზე, რომელიც ასახავს მხოლოდ ავტორისეულ ხედვას და კომისია არ შეიძლება იყოს
პასუხისმგებელი შიგნით მოყვანილი ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენებადობაზე.
3. სწავლის შედეგები
მოსწავლეს შეეძლება შექმნას ეკოლოგიაზე ორიენტირებული მარკეტინგული
სტრატეგიები, გამოიყენოს სუფთა ეკოლოგიური მასალები და ყურადღება
გაამახვილოს მწვანე ტურიზმზე.
4. ეკოლოგიური მარკეტინგის განმარტება:
მწვანე მარკეტინგი ეხება პროდუქტებისა და / ან მომსახურების გაყიდვის
პროცესს მათი ეკოლოგიური სარგებელის საფუძველზე. ასეთი პროდუქტი ან
მომსახურება შეიძლება იყოს ეკოლოგიური თავისთავად ან წარმოებული
ეკოლოგიური დამუშავების გზით. როგორიცაა:
მდგრადი სახით წარმოება
არ შეიცავს ტოქსიკურ მასალებს ან ოზონის გამანადგურებელ ნივთიერებებს
შესაძლებლობა გადამუშავებისა და/ან გადამუშავებული მასლებისგან
წარმოებისა.
შესრულებულია განახლებული მასალებისგან (როგორიცაა ბამბუკი და ა.შ.)
ზედმეტი შეფუთვის გარეშე
დაპროექტდეს ისე, რომ შესაძლებელიიყოს მისი განახლება და არა გადაგდება.
6. მწვანე მარკეტინგს ჩვეულებრივ იყენებენ ის კომპანიები, რომლებიც მზად არიან
მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისკენ.
მეტი ორგანიზაცია ცდილობს მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას, რადგან ისინი
აღიარებენ, რომ ამ გზით მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქტები უფრო მიმზიდველი
გახადონ მომხმარებლებისთვის და ასევე შეამცირონ ხარჯები, მათ შორის შეფუთვის,
ტრანსპორტირების, ენერგიის / წყლის გამოყენების და ა.შ..
კომპანიები უფრო და უფრო ხშირად ხვდებიან, რომ სოციალური პასუხისმგებლობის
მაღალი დონის დემონსტრირება შეიძლება გაზარდოს ბრენდის ერთგულება
სოციალურად ცნობიერ მომხმარებელთა შორის; მწვანე მარკეტინგის საშუალებით მათ
შეუძლიათ ამის გაკეთება.
მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის მთავარი ბარიერი, როგორიცაა მწვანე შესყიდვები, არის:
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხარჯები;
"გამწვანების" საფასური ხშირად არ ჯდება მოკლევადიან ბიუჯეტებში, რომლებიც არ
ასახავენ გრძელვადიან ჯამურ ხარჯებს.
მწვანე მარკეტინგი და მდგრადი განვითარება
7. პასუხისმგებელი მარკეტინგი :
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეხება მარკეტინგის ყველა სფეროში ეკოლოგიური ასპექტების
ინტეგრირებას.
ამის საფუძველია კლასიკური მარკეტინგული მიქსი მისი ოთხი მდგენელით, რომელსაც ასევე
უწოდებენ მარკეტინგის 4P- ს მათი აღნიშვნების გამო:
პროდუქტი
ფასი
ადგილი
ხელშეწყობა
თითოეული ინდივიდუალური ტერიტორია შეიძლება გამწვანდეს ეკოლოგიური მოთხოვნებიის
მიხედვით. ეს შესაძლებელია იყოს პროცესი დაწყებული მასალების გადამუშავების შედეგად
მიღებულ შეფუთვისა და ეკოლოგიურად სუფთა გამანაწილებელი არხებს მოდელებიდან
დამთავრებული კლასიკური გაყიდვებისაგან განსხვავებული ლიზინგით.
8. მწვანე მარკეტინგის განხორციელება და უპირატესობები
კომპანიაში მწვანე მარკეტინგის დამყარების სხვადასხვა გზა არსებობს. ისინი დაფუძნებულია იმაზე, თუ
რამდენად ძლიერად სურს კომპანიას პოზიციონირება და რა (ფინანსური და პერსონალის) ძალისხმევა
შეიძლება გაკეთდეს :
პასიური: ხორციელდება მხოლოდ მოქმედი კანონები და დებულებები
შერჩევითი: ეკოლოგიური ზომების შერჩევა ემყარება კონკურსს და მათი საქმიანობიდან მინიმალურად ცდება
მის ფარგლებს
შიდა: მწვანე მარკეტინგი ყურადღებას ამახვილებს კომპანიის შიდა პროცესებზე, როგორიცაა განვითარება და
წარმოება.
ინოვაციური: შემუშავდება ყოვლისმომცველი ეკო-სტრატეგია, არა მხოლოდ უკვე ცნობილი და
დადასტურებული მეთოდების საფუძველზე, არამედ მიიღებს ინოვაციურ გზებს გარემოს დაცვისა და
მდგრადობის სფეროში. მიზანია ახალი სტანდარტების დაწესება და მაგალითის შექმნა.
9. დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორიენტაციით აირჩევთ, მწვანე მარკეტინგი შეიძლება აისახოს
კლასიკური 4P მარკეტინგის მიქსში შემდეგნაირად:
პროდუქტის პოლიტიკა პროდუქტი უნდა შედგებოდეს ბუნებრივი ან მინიმუმ ეკოლოგიური მასალისაგან.
უკეთეს შემთხვევაში, ეს არა მხოლოდ ბუნების დაცვას უწყობს ხელს, არამედ ხელს უწყობს არსებულ
გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას.
განფასების პოლიტიკა: ეკოლოგიური ასპექტების ორიენტაციით გამოწვეული დამატებითი ხარჯები
შეიძლება გარკვეულწილად აისახოს ფასში. თუ ფასების ზრდა ხდება კომერციულად გამჭვირვალედ და
მიზანშეწონილად, ბევრი მომხმარებელი მზად არის გადაიხადოს უფრო მაღალი ფასი მდგრადი
წარმოების საქონელში. თუ ეს შესაძლებლობა გაჩნდა, ასევე შესაძლებელია ლიზინგის ან გაზიარების
ვარიანტები, რომელსაც ერთდროულად გააჩნია რესურსების დაზოგვისა და სოციალური ზემოქმედების
კომპონენტები.
განაწილების პოლიტიკა: პროდუქტის ეკოლოგიური კვალი გადამწყვეტია საწარმოო ციკლის ფარგლებში,
აგრეთვე სადისტრიბუციო არხებიც გასათვალისწინებელია. ამიტომ ისინი უნდა იყვნენ ორგანიზებულნი
რაც შეიძლება ეკოლოგიურად და რაც შეიძლება რესურსების დაზოგვით. ამის მიღწევა შესაძლებელია,
მაგალითად, რეგიონული ნედლეულის გამოყენებით.
კომუნიკაცია: ერთის მხრივ, ეს ეხება რაც შეიძლება მაქსიმალურად ეკოლოგიურად გაკეთებულ რეკლამას.
მაგალითად. ბროშურების გამოყენების თავიდან აცილება, რომლებიც ხშირად ხანმოკლე გამოყენების ს
შემდეგ ნაგავში იყრება. თავის მხრივ, უნდა შეიქმნას კომუნიკაციის სტრატეგია კომპანიის საკუთარი
გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის.
10. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საწარმოს გარე
კომუნიკაციისთვის
არამედ შინაგანი კომუნიკაციისთვისაც
- ხელს უწყობს კონტრიბუციას/დისკუსიას
თანამშრომლებთან თემაზე „გარემოს დაცვა და ჩემი
კომპანია “
- მენეჯმენტი დაინტერესებულია წაიკითხოს
გარემოსდაცვითი ანგარიშები (სხვა) კომპანიებისგან.
გარემოსდაცვითი ანგარიში
11. ტენდენცია გარემოსდაცვითი ანგარიშიდან მდგრადობის დასკვნამდე
გარემოს დაცვა მდგრადი განვითარების განზომილებაა
გარემოსდაცვითი საკითხების მჭიდრო კავშირი ეკონომიკურ და
სოციალურ ასპექტებთან.
პასუხისმგებელი მეწარმეობა ეკონომიკური, სოციალური და
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებში
გარემოსდაცვითი ანგარიშიდან
მდგრადობის ანგარიშამდე