1. მოდული 4 – ქსელის შექმნა
ქეისები
ევროკომისიის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე პასუხისმგებლობას შინაარსზე, რომელიც
ასახავს მხოლოდ ავტორისეულ ხედვას და კომისია არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი შიგნით მოყვანილი
ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენებაზე.
2. სასტუმროს მეპატრონეს სურს თავის საკუთრებაში
არსებულ მიწაზე განათავსოს საცხოვრებელი ობიექტი.
დაგეგმილია საცურაო აუზისა და სპორტული
ინფრასტრუქტურის მოწყობა 80 ნომრიან საცხოვრებელ
სივრცეში.
სოფლის მაცხოვრებლები, სადაც ეს მიწაა
განთავსებული, შიშობდნენ, რომ მშენებლობა
ნეგატიურ გავლენას მოახდენდა მათ სახნავ-სათესებზე
(აგრარულ მეურნეობებზე).
ქეისი #1
3. როგორც ამას ითვალისწინებს სოციალური კაპიტალის კონცეფცია,
სასტუმროს მეპატრონე თვლის, რომ ბიზნეს საქმიანობა არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს რეგიონში დაინტერესებული პირების
ინტერესებს, ამიტომ ცდილობს შექმნას ორივე მხარისთვის
მომგებიანი win-win ურთიერთობები.
საცხოვრებელი ობიექტი აშენებულია სოფლის ცხოვრების
კონცეფციის მიხედვით და ამიტომ, ისინი, ვინც აქ სახლდება,
ეწევიან სოფლის ცხოვრებას და სოფლის სამეურნეო მიწებზე
ზრუნავს.
შეთანხმებულია ეკოლოგიური სასტუმროს კონცეფცია. ამრიგად,
სოფლის მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგი არ არის,
პირიქით, მხარს უჭერს პროექტს, რადგან მიაჩნია, რომ პროექტი
გაზრდის მათ კომერციულ ინტერესებს. მაგალითად, სოფლის
მოსახლეობას შეეძლება საკუთარი ნატურალური პროდუქტის
გაყიდვა სასტუმროს სტუმრებისთვის.
4. ყოველდღიური სანაოსნო ტურების რაოდენობა სწრაფად იზრდება
და მათ მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო ტურიზმის განვითარებაში.
ამ მზარდი ინტერესის ფონზე, სასტუმროებმა დაიწყეს თავიანთი
მომხმარებლებისთვის ნავების ტურისტული სერვისების
შეთავაზება საკუთარი ტურისტული ნავების შეძენის გზით.
ზოგიერთ სასტუმროში საკუთარი ნავსადგომიც კი აშენდა. ამ
გაზრდილმა სიმძლავრეებმა შესაძლებელი გახადა საღამოს
ტურების შემოთავაზებაც. ნავები გადიან საღამოს 6:00 საათზე და
ბრუნდებიან სანაპიროზე საღამოს 11:00 საათზე. ამასთან,
დაფიქსირდა საღამოს ტურების ინტენსივობის ზრდა, რამაც
მნიშვნელოვნად გაზარდა ქვირითის სიკვდილიანობა
გამოწვეული ნავების ძრავის ხმაურით.
ქეისი # 2
5. თევზების სიკვდილიანობის ზრდამ ყურადღება მიიპყრო იმ
მეთევზეების მოსავლის შემცირებით, რომლებიც დილით ადრე
გამოდიოდნენ სათევზაოდ და ეს უნივერსიტეტის მკვლევარების
დასკვნებით გახდა ცნობილი. ეს სიტუაცია გამოცხადდა
სოციალური მედიის საშუალებით. ამის გამო, ჩვენმა სასტუმრომ
სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ დაიწყებს საღამოს ტურების
ორგანიზებას ელექტროძრავით, და რომ ეს ნავები, რომლებიც
მთლიანად ჩუმად მუშაობენ, ზიანს არ მიაყენებს თევზებს.
6. ქეისი # 3
სასტუმრო მთაზე აშენდება. გადაწყვეტილია, რომ ამ მთის
ბუტიკის ტიპის სასტუმროში, რომელშიც 20 ოთახია,
გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა გათბობის
სისტემები. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი არის გათბობის
ხარჯების შემცირება და მეორე ატმოსფეროში სათბურის
გაზების მავნე ზემოქმედების ეფექტის შემცირება. სასტუმროს
მთაზე, განლაგებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა, რომ
შესაძლებელია ოთახების მშენებლობაში ხის მასალის
გამოყენებით დღისით მზის სხივების მნიშვნელოვანი ნაკადის
აკუმულირება.
7. სასტუმროს ოპერაციულმა მენეჯერმა გაითვალისწინა დღის
განმავლობაში ოთახების მზის ენერგიით გათბობის
პროდუქტიულობა და ამ მიზნით გაზარდა ფანჯრები სიგანეში.
მან მიმართა კითხვით Can-ს, რომელიც ფლობს შუშის ერთ – ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან ქარხანას რეგიონში და არის მისი
მეგობარი ჩოგბურთის კლუბიდან, შეეძლო თუ არა მინის
წარმოება, რომელიც ამის უზრუნველყოფას შესძლებდა. Can-მა
თქვა, რომ ისინი ამზადებენ მინას, რომელიც მაქსიმალურად
უზრუნველყოფს მზის სხივებით გათბობის ეფექტს, და ისინი
ასეთ სამუშაოს დიდი შეკვეთების შემთხვევაში ასრულებენ, თუმცა
მეგობრისთვის ის გამონაკლისს გააკეთებდა. სასტუმროს
ოპერაციულმა მენეჯერმა შესძლო ეკო-ინოვაციური
გადაწყვეტილების პოვნა, რომლის განხორციელება არსებული
ბაზრის პირობებში შეუძლებელი ჩანდა. ვუმადლოდეთ მისი
კავშირების ფართო ქსელს.