3
Most read
8
Most read
16
Most read
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.
განვითარების მაღალ დონეს აღწევს
 მიწათმოქმედება
 მესაქონლეობა
 მეთუნეობა.
ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია.
ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია
 თხის ყალიბები
 ქურის ნაშთები.
საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება
გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან
ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ
მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების
გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ.
მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება,
მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-
ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს.
მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
 ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს
იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნამოსახლარები
აღმოჩენილია როგორც ბარში, ასევე, მთის ზოლში. კიდევ
უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი,
კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად
გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში
კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის
სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს
აღწევს ოქრომჭედლობა. აღმოჩენილია ოქროსა და
ვერცხლის მძივები, მილაკები. წნორის ყორღანში ნაპოვნია
ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის
განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო
ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ
იყო.
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის
დამახასიათებელია დიდი ყორღანების არსებობა. ყორღანების
სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა.
ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი
დარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის
საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამ
კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და
ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი
(ტომის ბელადები, ცალკეული გვარის წინამძღოლები)
იკრძალებოდნენ. წესად იყო მიღებული მიცვალებულის კრემაცია
და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება.
ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა
ნივთები:
 ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები,
 კერამიკული ნაწარმი,
 ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები,
 სასმისები.
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
 ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველ
ნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში
ვითარდება აღმოსავლურ–ქართული და დასავლურ–
ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურები.
საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ბრინჯაოს
ცულები. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის
დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების
მწვერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის
მეტალურგიაც. რკინის ფართო გავრცელება ძველი
წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
 მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნული თემის დაშლას იწვევს.
ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად
გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს
შეუძლიათ ცალკე გავიდნენ და თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ.
მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ
ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე
დროს ჩნდება კერძო საკუთრება. მეურნეობის განვითარების მაღალი დონე
საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ
ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი
იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო
საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს
უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება. ღარიბი
იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს.
წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე,
ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით
შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის
წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს
იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს
იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა.
იქმნება ტომთა კავშირები.
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

More Related Content

PPTX
აქემენიანთა სპარსეთი
PPTX
georgia - country presentation .pptx
PPTX
პრეზენტაცია (2)
PPT
პირველი მსოფლიო ომი
PPTX
სამოქალაქო ომი ამერიკაში....
PPTX
ნაპოლეონი
PPTX
9 აპრილი
PPTX
თამარ მეფე
აქემენიანთა სპარსეთი
georgia - country presentation .pptx
პრეზენტაცია (2)
პირველი მსოფლიო ომი
სამოქალაქო ომი ამერიკაში....
ნაპოლეონი
9 აპრილი
თამარ მეფე

What's hot (20)

PPTX
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
PPTX
ხალხთა დიდი გადასახლება
DOCX
დავითიანის გაშინაარსება
PPTX
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
PPTX
თურქ-სელჩუკები და საქართველო
PPTX
თერგდალეულთა მოძრაობა
PPTX
ვახტანგ I გორგასალი
PPTX
პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
PPT
კიურების ოჯახი და მათი მეცნიერული აღმოჩენები (4)
PPTX
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
PPTX
ქვის ხანა
PPTX
ფრაზეოლოგიზმები
PDF
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
PPTX
უძველესი ადამიანები
PPTX
ძველი ეგვიპტე
PPTX
ფეოდალიზმი
PPTX
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ხალხთა დიდი გადასახლება
დავითიანის გაშინაარსება
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თერგდალეულთა მოძრაობა
ვახტანგ I გორგასალი
პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
კიურების ოჯახი და მათი მეცნიერული აღმოჩენები (4)
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ქვის ხანა
ფრაზეოლოგიზმები
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
უძველესი ადამიანები
ძველი ეგვიპტე
ფეოდალიზმი
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
Ad

More from fiqria sidamonize (20)

PPTX
ვიკიპედია სასწავლო პროცესში
PPTX
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
PPTX
მე და ვიკიპედია
PPTX
ნორმანები
PPTX
ფინიკია
PPTX
არქეოლოგია
PPTX
წყაროთმცოდნეობა
PPTX
ფინიკია
PPTX
ფეოდალიზმი
PPTX
პერიოდიზაციის პტოლემაიოსის სისტემა
PPTX
ისტორიის პერიოდიზაციის სათავეებთან
PPTX
ისტორიის პერიოდიზაცია
PPTX
ვახუშტი ბაგრატიონი
PPTX
ფარსადან გორგიჯანიძე
PPTX
ახალი ქართლის ცხოვრება
PPTX
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
PDF
ბაგრატიონთა შტოები
PPTX
ქართლის ცხოვრება
PPTX
ფეოდალური ხანის სომხური ისტორიოგრაფია
PPTX
ბიზანტიური ისტორიოგრაფია
ვიკიპედია სასწავლო პროცესში
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
მე და ვიკიპედია
ნორმანები
ფინიკია
არქეოლოგია
წყაროთმცოდნეობა
ფინიკია
ფეოდალიზმი
პერიოდიზაციის პტოლემაიოსის სისტემა
ისტორიის პერიოდიზაციის სათავეებთან
ისტორიის პერიოდიზაცია
ვახუშტი ბაგრატიონი
ფარსადან გორგიჯანიძე
ახალი ქართლის ცხოვრება
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
ბაგრატიონთა შტოები
ქართლის ცხოვრება
ფეოდალური ხანის სომხური ისტორიოგრაფია
ბიზანტიური ისტორიოგრაფია
Ad

ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

  • 3. ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. განვითარების მაღალ დონეს აღწევს  მიწათმოქმედება  მესაქონლეობა  მეთუნეობა. ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია  თხის ყალიბები  ქურის ნაშთები. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ- ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.
  • 6.  ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში, ასევე, მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის მძივები, მილაკები. წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ იყო.
  • 8. შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ყორღანების არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი დარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი (ტომის ბელადები, ცალკეული გვარის წინამძღოლები) იკრძალებოდნენ. წესად იყო მიღებული მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება. ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთები:  ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები,  კერამიკული ნაწარმი,  ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები,  სასმისები.
  • 13.  ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველ ნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლურ–ქართული და დასავლურ– ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურები. საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ბრინჯაოს ცულები. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც. რკინის ფართო გავრცელება ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.
  • 16.  მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნული თემის დაშლას იწვევს. ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ ცალკე გავიდნენ და თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე დროს ჩნდება კერძო საკუთრება. მეურნეობის განვითარების მაღალი დონე საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება. ღარიბი იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. იქმნება ტომთა კავშირები.