ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
მზია ეგიაშვილის ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ
ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 26. 04. 2014წ.
სკოლა: ახალციხის 1-ლი საჯარო
კლასი: -IX-ბ
ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები: ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი,
სამოქალაქო განათლება- შორენა ხმალაძე
ძირითადი თემა: ქართული ლიტერატურა- ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა
თუთაშხიას” პერსონაჟის არქიფო სეთურის გასამართლება
სამოქალაქო განათლება- სასამართლო პროცესი
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს
სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
 პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს
კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
 იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან
ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
 მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული
ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს;
 ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და
ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო
არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
 წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს,
ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის
რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
მიმართულება: კითხვა
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-
გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
 კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ
გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ
დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
 აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და
გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
სამოქალაქო განათლება
მოქ.IX 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოქალაქის
კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და
პასუხისმგებლობები.
 ადარებს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და
თავისუფლებებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის
დებულებებს;
 მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე.
მოქ.IX 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს სახელმწიფო
მმართველობის სისტემა
ახასისთებს საქართველოს სახელმწიფოს მმართველობას, ადარებს სხვა დემოკრატიულ
სახელმწიფოს, ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, თუ რომელი სახელმწიფო
უფრო დემოკრატიულია.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
 კითხვა-პასუხის მეთოდი ( მოსწავლე- მართლმსაჯულებმა დაკითხეს
ბრალდებული, დაზარალებული, მოწმეები სამართლიანი განაჩენის გამოტანის
მიზნით)
 დისკუსიისა და კამათის სტრატეგიები ( ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელეს
ვერდიქტის გამოტანის შესახებ)
 სოკრატული მეთოდი (მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა საკუთარი
არგუმენტაციაზე დაყრდნობით, აკეთებენ პრეზენტაციას, მსჯელობენ
ბრალდებულის- არქიფო სეთურის თვისებებისა და დანაშაულის შესახებ)
 როლური თამაშის მეთოდი ( მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის,
პროკურორის, ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულის,
ბრალდებულის, მოწმეების როლები და ჩაერთვნენ იმიტირებულ სასამართლო
პროცესში)
ძირითადი სასწავლო რესურსები:
ტექნიკა- ინსტრუმენტები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, DVD
დისკი; ფორმატები; საწერი მასალები; სასამართლოს ატრიბუტიკის შესაბამისი
თვალსაჩინო სქემა და პლაკატი.
ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო.
ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო
ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. (გამომცემლობა ,,სწავლანი”
2008წ.)
სამოქალაქო განათლება IX კლასის სახელმძღვანელო.
ავტორ-შემადგენელნი: თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინე ჯალაღონია, მაია
გონაშვილი. დამხმარე სახელმძღვანელო: სამართებლივი კულტურა (PH International)
ავტორ-შემადგენელნი: ლიკა გიგაური, მაკა ფერაძე, გიორგი გახელაძე. პროგრამის
ხელმძღვანელი თინათინ ებანოიძე.
გაკვეთილის შედეგები
გაკვეთილი ჩავატარეთ ლიტერატურული სასამართლოს ფორმატით, რომელიც
შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა მოსაზრება დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ასევე
საშუალებას იძლევა კამათითა და არგუმენტირებული მსჯელობით მიღებულ იქნას
ადეკვატური გადაწყვეტილებანი. გაკვეთილი გავიტანეთ საკლასო გარემოს მიღმა და
ჩავატარეთ ჩვენი ქალაქის სასამართლოს ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში. რეალურ
სასამართლო დარბაზში გაკვეთილის ჩატარებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია,
პასუხისმგებლობა, ამ გაკვეთილზე მათ მიერ ჩასატარებელი აქტივობების უკეთ
მოსამზადებლად. მათ კარგად მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების,
ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულის, ბრალდებულის, მოწმეების როლები.
კლასის 27-ვე მოსწავლე იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. სასამართლო პროცესი
წარიმართა თანმიმდევრულად და გასამართლდა ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა
თუთაშხიას” პერსონაჟი არქიფო სეთური.
მოსწავლეები მსჯელობდნენ და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენდნენ სხვადასხვა
თვალსაზრისს სადავო და პრობლემურ საკითხებზე. მსჯელობას განამტკიცებდნენ
არგუმენტებით. კარგად გამოიყენეს დისკუსიისა და კამათის სტრატეგიები. შეძლეს
ტექსტის გააზრება-გააანალიზება, მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და ახსნა,
სამეტყველო ქცევის შეცვლა სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით.
მოსწავლეები გაეცვნენ მართლმსაჯულების სისტემას, მისი მოქმედების წესს. ჩაწვდნენ
სამართებლივ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების
აუცილებლობას, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებსა და
პასუხისმგებლობას.
გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარ-ჩვევები:
 ანალიტიკური აზროვნება;
 ადეკვატური ლექსიკის, მიმიკების, ჟესტიკულაციის, ინტონაციის უნარების
განვითარება;
 პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;
 შემოქმედებითი უნარი;
 როლური თამაშის უნარების განვითარება;
 არგუმენტირებული მსჯელობა;
 ორატორობის უნარ-ჩვევები;
გაკვეთილი იყო სამფაზიანი.
A ფაზა (გამოწვევა)
(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება)
მოსწავლე-მოსამართლე ხსნის სხდომას, ყველას ამცნობს, რომ ასამართლებენ ჭაბუა
ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” ერთ-ერთ პერსონაჟს- არქიფო სეთურს.
გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს.
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
შესავალი სიტყვით გამოდიან პროკურორი და დაცვის ადვოკატი; იკითხებიან
დაზარალებული, ბრალდებული, მოწმეები; საბოლოო სიტყვით გამოდიან დაცვის
ადვოკატი, პროკურორი და ბრალდებული.
C ფაზა (გამთლიანება)
ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას, გამოაქვთ ვერდიქტი და
აძლევენ მოსამართლეს. ვერდიქტზე დაყრდნობით მოსამართლე კითხულობს განაჩენს.
26. 04. 2014 წელი.

More Related Content

DOCX
ინტ.გაკ გეგმა(სამოქ.გან)
DOCX
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
DOCX
პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
DOCX
ლელა თამარაძის გეგმა
DOCX
პროექტ გაკვ.გეგმა
DOCX
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
DOCX
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის ანგარიში
DOCX
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტ.გაკ გეგმა(სამოქ.გან)
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
ლელა თამარაძის გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმა
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის ანგარიში
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)

What's hot (17)

DOC
Maias gakv.gegma
DOCX
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის - სამოდელო გაკვეთილის ანგარიში
DOCX
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
DOCX
ანგარიში თორნიკე ერისთავი
PPTX
ჯრუჭის ოთხთავი
DOCX
Ang. integr.me 8kl.
PPTX
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
DOCX
ანგ.გაკვ.მოგზაურ. აფრიკაში
PPT
მაია არსენაძე
PPTX
ვეფხისტყაოსნის სამყაროში
PPT
Nino Nozadze
PPTX
1 პროექტი–''ჰაერობუსი''
DOCX
6კლ თემატური ახალი
PPT
sankt peterburgi
PPT
თავისუფალი გაკვეთილი1-წიგნიერება
DOCX
10 კლ.თემატური
DOCX
X(სv)vi
Maias gakv.gegma
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის - სამოდელო გაკვეთილის ანგარიში
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
ანგარიში თორნიკე ერისთავი
ჯრუჭის ოთხთავი
Ang. integr.me 8kl.
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ანგ.გაკვ.მოგზაურ. აფრიკაში
მაია არსენაძე
ვეფხისტყაოსნის სამყაროში
Nino Nozadze
1 პროექტი–''ჰაერობუსი''
6კლ თემატური ახალი
sankt peterburgi
თავისუფალი გაკვეთილი1-წიგნიერება
10 კლ.თემატური
X(სv)vi
Ad

Similar to ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.) (11)

DOCX
ანგ.გამოცდ. გაზიარება(ინტ.გაკვ.2014)
DOCX
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
DOCX
ანგარიში ემიგრანტები
DOC
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
DOCX
ისტორია გეოგრაფია
DOCX
,,ბოშები” გაკვეთლის ანგარიში
DOCX
ანგ.გაკვ.მოგზაურ. აფრიკაში
DOCX
Saganmanatleblo proeqtis gegma
DOC
მოხსენება კონფერენციისთვის
DOC
საინფორმაციო ტექნოლოგიები
PPTX
მეფე ფარნავაზი
ანგ.გამოცდ. გაზიარება(ინტ.გაკვ.2014)
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
ანგარიში ემიგრანტები
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
ისტორია გეოგრაფია
,,ბოშები” გაკვეთლის ანგარიში
ანგ.გაკვ.მოგზაურ. აფრიკაში
Saganmanatleblo proeqtis gegma
მოხსენება კონფერენციისთვის
საინფორმაციო ტექნოლოგიები
მეფე ფარნავაზი
Ad

More from mziaegiashvili (20)

DOCX
სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
DOCX
პროექტ გაკვ.გეგმა
DOCX
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
DOCX
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
DOCX
ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
PPTX
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
DOCX
Damrigeblis portfolio
DOCX
Isg blogis tvis
DOCX
Isg 2014 2015
DOCX
Damrigeblis portfolio
DOCX
Damrigeblis portfolio
სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
პროექტ გაკვ.გეგმა
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
Damrigeblis portfolio
Isg blogis tvis
Isg 2014 2015
Damrigeblis portfolio
Damrigeblis portfolio

ანგ. ინტ.გაკვ.(სამოქ.გან.)

  • 1. ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ეგიაშვილის ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 26. 04. 2014წ. სკოლა: ახალციხის 1-ლი საჯარო კლასი: -IX-ბ ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები: ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, სამოქალაქო განათლება- შორენა ხმალაძე ძირითადი თემა: ქართული ლიტერატურა- ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” პერსონაჟის არქიფო სეთურის გასამართლება სამოქალაქო განათლება- სასამართლო პროცესი მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.  პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;  იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);  მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს;  ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით. ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.  წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.; მიმართულება: კითხვა
  • 2. ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება- გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.  კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;  აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები; სამოქალაქო განათლება მოქ.IX 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.  ადარებს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დებულებებს;  მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე. მოქ.IX 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა ახასისთებს საქართველოს სახელმწიფოს მმართველობას, ადარებს სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს, ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, თუ რომელი სახელმწიფო უფრო დემოკრატიულია. საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:  კითხვა-პასუხის მეთოდი ( მოსწავლე- მართლმსაჯულებმა დაკითხეს ბრალდებული, დაზარალებული, მოწმეები სამართლიანი განაჩენის გამოტანის მიზნით)  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიები ( ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელეს ვერდიქტის გამოტანის შესახებ)  სოკრატული მეთოდი (მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა საკუთარი არგუმენტაციაზე დაყრდნობით, აკეთებენ პრეზენტაციას, მსჯელობენ ბრალდებულის- არქიფო სეთურის თვისებებისა და დანაშაულის შესახებ)  როლური თამაშის მეთოდი ( მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულის, ბრალდებულის, მოწმეების როლები და ჩაერთვნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში) ძირითადი სასწავლო რესურსები:
  • 3. ტექნიკა- ინსტრუმენტები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; ფორმატები; საწერი მასალები; სასამართლოს ატრიბუტიკის შესაბამისი თვალსაჩინო სქემა და პლაკატი. ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. (გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.) სამოქალაქო განათლება IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინე ჯალაღონია, მაია გონაშვილი. დამხმარე სახელმძღვანელო: სამართებლივი კულტურა (PH International) ავტორ-შემადგენელნი: ლიკა გიგაური, მაკა ფერაძე, გიორგი გახელაძე. პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ ებანოიძე. გაკვეთილის შედეგები გაკვეთილი ჩავატარეთ ლიტერატურული სასამართლოს ფორმატით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა მოსაზრება დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ასევე საშუალებას იძლევა კამათითა და არგუმენტირებული მსჯელობით მიღებულ იქნას ადეკვატური გადაწყვეტილებანი. გაკვეთილი გავიტანეთ საკლასო გარემოს მიღმა და ჩავატარეთ ჩვენი ქალაქის სასამართლოს ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში. რეალურ სასამართლო დარბაზში გაკვეთილის ჩატარებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, პასუხისმგებლობა, ამ გაკვეთილზე მათ მიერ ჩასატარებელი აქტივობების უკეთ მოსამზადებლად. მათ კარგად მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, დაზარალებულის, ბრალდებულის, მოწმეების როლები. კლასის 27-ვე მოსწავლე იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. სასამართლო პროცესი წარიმართა თანმიმდევრულად და გასამართლდა ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” პერსონაჟი არქიფო სეთური. მოსწავლეები მსჯელობდნენ და აუდიტორიის წინაშე წარმოადგენდნენ სხვადასხვა თვალსაზრისს სადავო და პრობლემურ საკითხებზე. მსჯელობას განამტკიცებდნენ არგუმენტებით. კარგად გამოიყენეს დისკუსიისა და კამათის სტრატეგიები. შეძლეს ტექსტის გააზრება-გააანალიზება, მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და ახსნა, სამეტყველო ქცევის შეცვლა სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით. მოსწავლეები გაეცვნენ მართლმსაჯულების სისტემას, მისი მოქმედების წესს. ჩაწვდნენ სამართებლივ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების აუცილებლობას, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებსა და
  • 4. პასუხისმგებლობას. გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარ-ჩვევები:  ანალიტიკური აზროვნება;  ადეკვატური ლექსიკის, მიმიკების, ჟესტიკულაციის, ინტონაციის უნარების განვითარება;  პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;  შემოქმედებითი უნარი;  როლური თამაშის უნარების განვითარება;  არგუმენტირებული მსჯელობა;  ორატორობის უნარ-ჩვევები; გაკვეთილი იყო სამფაზიანი. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) მოსწავლე-მოსამართლე ხსნის სხდომას, ყველას ამცნობს, რომ ასამართლებენ ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიას” ერთ-ერთ პერსონაჟს- არქიფო სეთურს. გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს. B ფაზა (შინაარსის რეალიზება) შესავალი სიტყვით გამოდიან პროკურორი და დაცვის ადვოკატი; იკითხებიან დაზარალებული, ბრალდებული, მოწმეები; საბოლოო სიტყვით გამოდიან დაცვის ადვოკატი, პროკურორი და ბრალდებული. C ფაზა (გამთლიანება) ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას, გამოაქვთ ვერდიქტი და აძლევენ მოსამართლეს. ვერდიქტზე დაყრდნობით მოსამართლე კითხულობს განაჩენს. 26. 04. 2014 წელი.