სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი



     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი




ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში
მიმდინარე პროცესების მიმართ მათი დამოკიდებულების
                          შესწავლა
                    ანალიტიკური ანგარიში




                         ნოემბერი, 2011
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                               საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი




                                                                      სარჩევი




შემაჯამებელი დასკვნა ................................................................................................................................... 3

1.მეთოდოლოგია ............................................................................................................................................. 9

2. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება ...................................................................10

3. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება ......................................................................14

4. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები .........................................................................................17

5. პარტიული რეიტინგები ...........................................................................................................................19

6. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის
თამჯდომარის პოსტებზე.............................................................................................................................26

7. მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ .........................................................32

8. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება .................................................................37

9. ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინი ...................................41

10. მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობა ...............44




                                                                                                                                                           2
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი       საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



                               შემაჯამებელი დასკვნა


სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება

საქართველოში      მოქმედ      ინსტიტუტებს         შორის    ყველაზე       პოზიტიური         შეფასება,
ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ერგო, ხოლო ყველაზე
ნეგატიური (ასევე, ტრადიციულად) - საქართველოს სასამართლოს. პოზიტიური
შეფასების მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჯანდაცვის
სამინისტრო     უარყოფითად              შეფასებულ        სტრუქტურათა           სამეულში        მოექცა
(სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად); ეს უნდა აიხსნას ჯანდაცვის
გაჭიანურებული რეფორმის წარუმატებლობით (რაც თავად ხელისუფლებამ აღიარა) და
ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობით, რასაც საზოგადოება, დღესდღეობით,
ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემად მიიჩნევს.

რესპონდენტები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
190 დეპუტატამდე გაზრდას და, აგრეთვე, უარყოფითი შეფასებისკენ იხრებიან
პარლამენტის ქუთაიში გადატანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება ამომრჩეველთა უმრავლესობა
(56.3%). რაც შეეხება პოლიტიკაში ბ. ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს, მათი დადებითად
შემფასებელთა წილი შედარებით ნაკლებია (46.2%).                  ამ ორ შედეგს შორის 10%-იანი
სხვაობა მიუთითებს, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით გამოწვეული ეიფორია
რამდენადმე განელდა; თუმცა, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა ამ 10%-იანმა ნაწილმა
გადაინაცვლა არა ბ. ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ
ფრუსტრირებულთა           (უარყოფითად             შემფასებელთა),       არამედ        ნეიტრალურად
განწყობილთა (შეფასება: „არც დადებითად, არც უარყოფითად“) გუნდში. ეს ნიშნავს,
რომ ბ. ივანიშვილის საქმიანობა რეალურ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ძირითადად
ინარჩუნებს პოლიტიკაში მისი გამოჩენით გამოწვეულ პოზიტიურ ეფექტს.

ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები

ამომრჩეველი ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ
თანამშრომლობას       „თავისუფალ        დემოკრატებთან“         და    „რესპუბლიკელებთან“.            არ
არსებობს გამოკვეთილი მოლოდინი, რომ ეს თანამშრომლობა გაამართლებს და
წარმატებულ იქნება (თუმცა, არც პესიმისტური განწყობები ჭარბობს). ყველაფერი ეს
მიუთითებს, რომ დასახელებულმა პარტიებმა უნდა დაიწყონ ერთობლივი ფორმატით
                                                                                                    3
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი         საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


პოლიტიკური საქმიანობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა ამ
თანამშრომლობის შედეგები ამომრჩევლებისათვის ხელშესახები გახდეს.

პარტიული რეიტინგები

ქართულ        პოლიტიკურ          სივრცეში       ორი        პოლიტიკური          ცენტრი       გამოიკვეთა:
ნაციონალური მოძრაობა (36%) და ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა (32%). სხვა
პოლიტიკური          პარტიებიდან         მეტ-ნაკლებად            ანგარიშგასაწევი      „წონა“      მხოლოდ
ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს (4.3%).

ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგს სამი წყარო ქმნის: 1. ოპოზიციურად
განწყობილ       რესპონდენტთა          ის    ნაწილი,       რომელიც       პოლიტიკაში         ივანიშვილის
გამოჩენამდე ვერ ახდენდა საკუთარი პოზიციის ინსტიტუციონალიზაციას რომელიმე
ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიმართ მხარდაჭერით, ანუ თავის საპროტესტო
„ხმას“   არ    უკავშირებდა        რომელიმე          არასახელისუფლო           პარტიას,      მათ    მიმართ
უნდობლობის გამო. ეს ნაწილი შეკითხვაზე: „რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერთ
მხარს საპარლამენტო არჩევნებში?“ - პასუხობდა: „მიჭირს პასუხის გაცემა“ ან „არცერთს“.
ბ. ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა ფრუსტრირებული ოპოზიციური
ელექტორატის დაბრუნება ინსტიტუციურ სივრცეში. ასეთი ელექტორატის ხვედრითი
წილი დაახლოებით 13%-ია. 2. ბ. ივანიშვილი წარმატებით ახერხებს სხვა ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა გადმობირებას. პოლიტიკაში ბ. ივანიშვილის
მოსვლით       დაზარალდა          პრაქტიკულად              ყველა,     მეტ-ნაკლებად         რეიტინგული,
ოპოზიციური         პოლიტიკური          პარტია;       3.   ბ.    ივანიშვილის      პოლიტიკური             ძალა
მიმზიდველი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ჯერჯერობით მცირე
ნაწილისათვის. მართალია, ნაციონალური მოძრაობა არსებითად ინარჩუნებს მის
მხარდამჭერთა რაოდენობას (რომელიც ბოლო თვეებში 40%-ის ფარგლებში მერყეობს),
თუმცა, ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გაჩნდა პირველი ბზარი მმართველის
პარტიის ელექტორატში. ივანიშვილი ხელისუფლების ალტერნატივა გახდა (ხდება) არა
მხოლოდ ოპოზიციური ელექტორატის ერთ ფოკუსში მობილიზების თვალსაზრისით,
არამედ     სახელისუფლო           ელექტორატის          გადმობირების          თალსაზრისითაც.როგორც
გამოკითხვის         მონაცემებიდან          ირკვევა,        ამ     ეტაპზე,      ამომრჩეველთა             18%
გარანტირებულად „წაართვა“ ივანიშვილმა კონკურენტულ პოლიტიკურ პარტიებს,
ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით.

ამრიგად, ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა                            სინერგიულია (კრებსითია): ის
მიმზიდველი          ხდება      სხვადასხვა           პოლიტიკური         გემოვნების        (ორიენტაციის)
ამომრჩევლებისათვის.



                                                                                                           4
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


აღმოჩნდა, რომ დომინანტური პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერაზე
გავლენას ვერ ახდენს ისეთი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა
სქესი, ასაკი და განათლების მიღწეული დონე. მეორე მხრივ, გამოკითხვის შედეგები
ადასტურებს, რომ პოლიტიკურ რეიტინგებთან მჭიდრო კორელაციაშია დასაქმების
სექტორი და ეროვნება.           ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერები მნიშვნელოვანდ
უმრავლდება       (შესაბამისად,      უმცირდება      ბ.   ივანიშვილი        პოლიტიკურ          ძალას)
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და არაქართველთა შორის (კერძოდ, ქვემო
ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში). რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, მას
ელექტორალური ველი უფართოვდება თვითდასაქმებულებსა და კერძო სექტორში
დასაქმებულთა შორის.

კონკურენტული პოლიტიკური ძალების (ნაციონალური მოძრაობა, ბ. ივანიშვილის
პარტია) რეიტინგები განსვავებულად გამოიყურება რეგიონულ ჭრილშიც:
ა) მმართველი პარტიის უპირატესობა აშკარაა: სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და
ქვემო ქართლში; ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა გამოკვეთილი ლიდერია
იმერეთში, თბილისსა და მცხეთა–მთიანეთში;
ბ) კონკურენცია ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის                     მძაფრია დანარჩენ რეგიონებში:
აჭარაში, კახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და რაჭა–ლეჩხუმში.


კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის
თამჯდომარის პოსტებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძირითად კონკურენტებად ამომრჩევლებს
ბ. ივანიშვილი და მ. სააკაშვილი ესახებათ. ბ. ივანიშვილის კანდიდატურასთან ყველაზე
თავსებადი ი. ალასანიაა, ხოლო, ხოლო, მ. სააკაშვილისთვის - გ. უგულავა.
შესაბამისად, ბ. ივანიშვილი მხარდამჭერებს ყველაზე მეტად ი. ალასანიას ართმევს,
რაც, აგრეთვე, იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ფიგურა                     ამ პოსტზე ივანიშვილის
დამატებითი      „დონორია“;       იგივე      მიმართება   აქვს    სააკაშვილთან       გ.   უგულავას.
საინტერესოა, რომ        გ. თარგამაძე         „ზარალდება“ როგორც მ. სააკაშვილის, ისე ბ.
ივანიშვილის მიერ         (ანუ, გ. თარგამაძე ორივე კანიდიდატის მიმართ ასრულებს
„დონორის“ (თუმცა, შედარებით მცირემასშტაბიანი) როლს).

საპრეზიდენტო კანდიდატებში გამოკვეთილი ლიდერი ბ. ივანიშვილია. მ. სააკაშვილს
ამ   პოსტზე,      ჯერჯერობით,          არ     გამოუჩნდა     მეტ-ნაკლებად         თანაბარწონიანი
ჩამნაცვლებელი მმართველი პარტიის გუნდიდან. გ. უგულავა, რომელიც რეიტინგით
მეორეა, მხოლოდ 12.7%-ს აგროვებს. (ამის მიზეზი ისიცაა, რომ თავად მ. სააკაშვილს
საჯაროდ არ დაუსახელებია თავისი შემცვლელი). საინტერესოა, რომ თითქმის ყოველ

                                                                                                  5
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


მეოთხე რესპონდენტს გაუჭიდა პრეზიდენტობის სასურველი კანონდატის დასახელება.
ეს ძირითადად მ. სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფია, რომელმაც, ჯერჯერობით, ვერ
იპოვა სააკაშვილის ღირსეული შემცვლელი ამ პოსტზე. მოსალოდნელია, რომ როგორც
კი სააკაშვილი დაასახელებს თავის შესაძლო შემცვლელს მმართველი გუნდიდან
პრეზიდენტის პოსტზე, ამ ეტაპზე თავშეკავებულ პროსახელისუფლოდ განწყობილთა
ხმები ამ კანდიდატისკენ გადაინაცვლებს და ბ. ივანიშვილს გაუჩნდება გაცილებით
წონიანი კონკურენტი პრეზიდენტის პოსტზე.                    ი. ალასანია და, ნაწილობრივ, გ.
თარგამაძე პრეზიდენტობის კანდიდატების ამპლუაშიც კარგავენ მხარდამჭერებს ბ.
ივანიშვილის სასარგებლოდ და ასრულებენ ანგარიშგასაწევი „დონორის“ ფუნქციას ბ.
ივანიშვილისთვის.

მომავალი      პარლამენტის        თავმჯდომარეობა         ის     პოსტია,      რომელიც         ყველაზე
დივერსიფიცირებულია - ამ პოსტზე რესპონდენტებმა ვერ                         გამოკვეთეს        ლიდერი
(ყველაზე რეიტინგული კანდიდატი - დ. ბაქრაძე - 10.2%-ს აგროვებს). მეტიც: ყოველ
მეოთხე რესპონდნეტს საერთოდ გაუჭირდა პარლამენტის სასურველი თავმჯდომარის
დასახელება.      როგორც       ჩანს,     საზოგადოებაში        აღნიშნული         პოსტი      ნაკლებად
პერსონიფიცირებულია. საინტერესოა, რომ არც მ. სააკაშვილი და არც ბ. ივანიშვილი არ
მოიაზრებიან პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის შესაფერის კანდიდატებად, რაც
გვაფიქრებინებს, რომ ეს თანამდებობა ნაკლებად გავლენიანად ითვლება ქართულ
პოლიტიკაში.

მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპონდენტთა მონაწილეობის მზაობა ძალზე
მაღალია (78% აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო
კიდე 11%-ის პოზიციაა, რომ ალბათ მიიღებს). არჩევნებში მონაწილეობის მზაობა
კორელაციაშია ამომრჩეველთა უმრავლესობის (60%-მდე) პოზიციასთან, რომ მომავალი
არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, რაც, თავის მხრივ, კავშირშია იმასთან, რომ
რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (80%-ზე მეტს) თავისი არჩევანი ამა თუ იმ
პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ამ ეტაპზე, განსაზღვრული აქვს.

ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა გარკვეულ ნაწილს (საშუალოდ 10%)
მიაჩნია,   რომ     მომავალ       არჩევნებში       მოსახლეობის       უმრავლესობა           ახლანდელ
ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ან კიდევ მეტი: გამარჯვება ნაციონალურ მოძრაობას
დარჩება. ასეთ განწყობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ა) ოპოზიციურად
განწყობილ რესპონდენტთა ნაწილს ჰგონია, რომ ხელისუფლების არმოწონებაში ისინი
ამომრჩეველთა       უმრავლესობის           რეპრეზენტატორები          არ    არიან      და     დინების
საწინააღმდეგოდ მოძრაობენ (აქ უთუოდ იგრძნობა ნაციონალური ტელეარხებით

                                                                                                   6
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


პროსახელისუფლო           პროპაგანდის         კვალი    მმართველი         პარტიის       საყოველთაო
მხარდაჭერის შესახებ, მისი მიერ გაკეთებული საქმეების გამო); ბ) ოპოზიციურად
განწობილთა ნაწილმა იცის, რომ              მხარს უჭერს პარტიას, რომელიც არჩევნებში ვერ
გაიმარჯვებს; გ) ნაწილს სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს გააყალბებს.

ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება

ქართველ მოქმედ პოლიტიკოსთა სპექტრის ძირითადი ნაწილი (32 პოლიტიკოსიდან 22)
ამომრჩევლებს არ მოსწონთ (თუმცა, ეს ველიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია).
დაწუნებულ პოლიტიკოსთა სიას სათავეში ნ. ბურჯანაძე და ზ. ნოღაიდელი უდგანან.
ამომრჩეველთა მოწონება წილად ხვდა შეთავაზებულთაგან 7 პოლიტიკოსს, რომელთა
შორის პირველ ადგილზე (საკმაო უპირატესობით) ბ. ივანიშვილია. მას მოჰყვებიან: მ.
სააკაშვილი, გ. უგულავა, დ. ბაქრაძე, ვ. მერაბიშვილი, გ. თარგამაძე, ი. ალასანია.

რესპონდენტები        საკმაოდ       ფრთხილად          ეკიდებიან       ბრალდებებს          სხვადასხვა
პოლიტიკოსთა თუ არაპოლიტიკოსთა რუსეთის აგენტობის შესახებ. მათ არ სჯერათ ამ
ბრალდებით დაპატიმრებულ პირთა (ვ. მაისაია, რეპორტიორები) აგენტობისაც კი.
თუმცა, რუსეთის აგენტობის ბრალდებამ წარმატებით იმუშავა ნ. ბურჯანაძისა და ზ.
ნოღაიდელის მიმართ. როგორც ჩანს, რესპონდენტთა ასეთ განწყობას ხელი შეუწყო
ტელემედიით მრავალგზის გასულმა კადრებმა ამ ორი პირის რუსული ვოიაჟების და
რუსეთის პირველ პირებთან თბილი დამოკიდებულების შესახებ.

ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინი

რესპონდენტთა მიერ ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემათა ჩამონათვალი აჩვენებს, რომ
ყველაზე მწვავე პრობლემა ტრადიციულად უმუშევრობაა. მწვავე პრობლემათა პირველ
რიგებში მნიშვნელოვანი გადადგილებები არ მომხდარა: რესპონდენტები კვლავ
უჩივიან დაკარგული ტერიტორიების, სიღარიბის, პროდუქტებზე ფასების ზრდის,
ჯანდაცის ხელმიუწვდომლობის და სხვ. პრობლემებს.

მმართველ პარტიას მოუგვარებელ პრობლემათა გადაჭრის რესურსი რესპონდენტთა
ერთი ნაწილისთვის (45%) გააჩნია, ხოლო რესპონდენტთა სხვა (პრაქტიკულად იმავე
მოცულობის) ნაწილისთვის (46%) - არა. გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინები
უკავშირდება ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას: ამომრჩეველთა უმრავლესობა (57%)
ელოდება, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს ძალა ქვეყნისათვის მწვავე
პრობლემებს მოაგვარებს.




                                                                                                   7
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობა

ტელებაზარზე, საინფორმაციო გადაცემების ყურების თვალსაზრისით, „რუსთავი2“ და
„იმედი“ დომინირებს. თუმცა მათ კონკურენციას უწევს „მაესტრო“ (განსაკუთრებით,
თბილისში). საინტერესოა, რომ პირველი არხის საინფორმაციო გადაცემებს არ უყურებს
რესპონდენტთა მესამედი. პოლიტიკურ ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით
არ ეცნობა რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა; ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი
ამ თვალსაზრისით, აქვს „კვირის პალიტრას“; რადიო არხებით ინფორმაციის მოსმენის
სიხშირე ყველა სახვა წყაროზე დაბალია. შედარებით რეიტინგულია რადიო „იმედი“.

მედია საშუალებებით ინფორმაციის მიღების სიხშირის მაჩვენებელი კორელაციაშია ამ
საშუალებებით მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნდობასთან. თუმცა, არსებობს
გამონაკლისიც:     „მაესტროს“        საინფორმაციო     გადაცემებს       თბილისში         „იმედის“
საინფორმაციო გადაცემებზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს; თუმცა, „მაესტროს“ უფრო
მეტად ენდობიან, ვიდრე „იმედს“.




                                                                                               8
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



1.მეთოდოლოგია
2011 წლის 11–22 ნოემბერს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA)
“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” (GDRI) დაკვეთით ჩაატარა
ეროვნული შერჩევის სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა საარჩევნო
ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში
მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას.

სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში,
თბილისის ჩათვლით. გამოყენებულ იქნა მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის
მოდელი. რესპონდენტთა შერჩევა მოხდა ოჯახებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

თითოეულ რეგიონში შერჩევის მოცულობა გადანაწილდა ისე, რომ შენარჩუნებულიყო
შედეგების დასაშვები ცდომილება და მონაცემები რეპრეზენტატული ყოფილიყო
თითოეული რეგიონისათვის. მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს
1.8%–ს 95%–იანი საიმედოობისათვის.

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.                           კვლევამ უზრუნველყო
რესპონდენტთა ანონიმურობის მაქსიმალური დაცვა.

ცხრილში მოცემულია შერჩევის ცდომილობები ცალკეული რეგიონებისათვის და
მთელი შერჩევისათვის (იხ. ცხრილი #1):

ცხრილი #1
                                         შერჩევის ცდომილება    შერჩევის ცდომილება
                                               90%–იანი              95%–იანი
 #               რეგიონი                  საიმედოობისათვის      საიმედოობისათვის
  1   თბილისი                                           2.9%                  3.5%
  2   აჭარა                                             5.2%                  6.2%
  3   მცხეთა-მთიანეთი                                   6.2%                  7.4%
  4   შიდა ქართლი                                       5.8%                  6.9%
  5   კახეთი                                            5.2%                  6.2%
  6   ქვემო ქართლი                                      5.2%                  6.2%
  7   სამცხე ჯავახეთი                                   5.8%                  6.9%
  8   გურია                                             6.2%                  7.4%
  9   იმერეთი                                           5.0%                  5.9%
      რაჭა-ლეჩხჰუმი და ქვემო
10    სვანეთი                                          6.2%                      7.4%
11    სამეგრელო და ზემო სვანეთი                        5.2%                      6.2%
      მთელი შერჩევა                                    1.5%                      1.8%




                                                                                                   9
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი       საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



2. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება


2.1. ინსტიტუტების (სტრუქტურების) საქმიანობის შეფასება

გამოკითხვა       იმეორებს        ტრადიციულ            სურათს       საქართველოში            სხვადასხვა
ინსტიტუტების უკიდურესად დადებითი და უკიდურესად უარყოფითი იმიჯის
შესახებ: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ ერთმნიშვნელოვნად
დადებითად შეფასებული ინსტიტუტია, ხოლო საქართველოს სასამართლო - ყველაზე
უარყოფითად შეფასებული ინსტიტუტი. პოზიტიური შეფასების ველში, მაღალი
მაჩვენებლებით, შემდეგი ინსტიტუტების/სტრუქტურების საქმიანობა ექცევა: შინაგან
საქმეთა    სამინისტრო,        არასამთავრობო         სექტორი      და     თავდაცვის        სამინისტრო.
უარყოფითი შეფასების ველში (სასამართლოს გარდა) კიდევ ორი სტრუქტურა მოექცა:
ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. ჯანდაცვის სამინისტროს
საქმიანობის შეფასების ნეგატიური ფონი განპირობებული უნდა იყოს ჯანდაცვის
მრავალწლიანი რეფორმის წარუმატებლობით, რაც თავად ხელისუფლებამაც კი აღიარა.
ამასთან, ამ სტრუქტურის მიმართ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ხსნის,
აგრეთვე, მწვავე პრობლემათა ჩამონათვალი, რომელშიც ჯანდაცვის სერვისების
ხელმიუწვდომლობა            პრიორიტეტულ             პრობლემათა      ხუთეულშია          (ამაზე     უფრო
დეტალურად მე-9 თავში იქნება საუბარი).

შეფასება განხორციელდა 5 ბალიან სკალაზე (-2-იდან +2-მდე), სადაც სკალის პუნქტები შესაბამებიდა
შემდეგ შეფასებებს:
-2: ძალზე უარყოფითად
-1: უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად
0: არც დადებითად, არც უაყოფითად (ნეიტრალურად)
+1: უფრო დადბითად, ვიდრე უარყოფითად
+2: ძალზე უარყოფითად
მაშასადამე, 0-ის ქვემოთ უარყოფითი შეფასების ველია, ხოლო 0-ის ზემოთ - დადებითი შეფასების ველი.




                                                                                                     10
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი          საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დეტალურად გამოკითხვის შედეგები მოცემულია დიაგრამაზე #1

დიაგრამა#1


             სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სტრუქტურების საქმიანობის
                                   შეფასება
              (საშუალო მაჩვენებლები 5 ბალიან სკალაზე: –2: “ძალიან უარყოფითი”, +2: “ძალიან
                                             დადებითი”)


   საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია                                                                1.8
                 შინაგან საქმეთა სამინისტრო                                0.7
                      არასამთავრობო სექტორი                              0.6
                       თავდაცვის სამინისტრო                              0.6
                     პრეზიდენტის ინსტიტუტი                         0.3
                           ქ. თბილისის მერია                       0.3
                      განათლების სამინისტრო                      0.2
                       საქართველოს მთავრობა                      0.2
      საქართველოს საინფორმაციო საშუალებები                       0.2
                     საქართველოს პარლამენტი                  0.1
                     საგადასახადო სამსახური                  0.1
                      ქ. თბილისის საკრებულო                0.0                   დადებითი
                 საქართველოს პროკურატური           0.1
                       ჯანდაცვის სამინისტრო        0.1
                                                                                 უარყოფითი
                   საქართველოს სასამართლო          0.1




2.2. პარლამენტის ქუთაისში გადატანა

როგორც დიაგრამა #1-დან ჩანს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა პოზიტიური
შეფასების ველში ექცევა, თუმცა, ეს შეფასება (საშუალო მაჩვენებელი: 0.1) არ არის
მკვეთრად დადებითი და ძალზე უახლოვდება ნეიტრალურ პუნქტს. შეცვლის თუ არა
პარლამენტის       მიმართ        განწყობებს        პრეზიდენტის            ინიციატივით         მიღებული
გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით? გამოკითხვა
აჩვენებს, რომ რესპონდენტები უფრო მეტად უარყოფითად აფასებენ (39%) აღნიშნულ
გადაწყვეტილებას; ამ პროექტს 27% იწონებს (ამასთან, ერთმნიშვნელოვნად იწონებს
მხოლოდ 11%); საკმაოდ მაღალია ნეიტრალურად განწყობილთა ხვედრითი წილი (29%)
(იხ. დიაგრამა #2):



                                                                                                             11
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#2

                       როგორ შეაფასებდით ხელისუფლების
                გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი გადავიდეს ქალაქ
                                   ქუთაისში?


                    უფრო
                 უარყოფითად,                                                         არც
                    ვიდრე                                                        უარყოფითად,
                  დადებითად                                                     არც დადებითად
                     12%                                                             29%

         ძალზე
      უარყოფითად
          27%
                                                                                     უფრო
                                                                                  დადებითად,
                                                                                     ვიდრე
                            მიჭირს პასუხის            ძალზე                       უარყოფითად
                                გაცემა              დადებითად                         16%
                                  5%                   11%




2.3. პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის გაზრდა

პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას (150-დან 190 დეპუტატამდე) მხარს არ
უჭერს რესპონდენტთა უმრაავლესობა - 53% (ცალსახად ნეგატიური პოზიცია 37%-ს
აქვს). ამ პროექტის მხარდამჭერთა წილი მხოლოდ 13%-ია; სულ მცირე, ყოველი მეოთხე
რესპონდენტი ამ საკითხს ნეიტრალურად უყურებს 1 (იხ. დიაგრამა #3):




1
    როგორც ცნობილია, პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ
პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება 190 კაცამდე. წინამდებარე სოციოლოგიური
გამოკითხვა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა. ამდენად, პარლამენტის გადაწყვეტილება
რესპონდენტთა განწყობების ადეკვატური აღმოჩნდა.

                                                                                                    12
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი        საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#3

                 მხარს უჭერთ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ
               პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 190
                                კაცამდე ?




                                                  უფრო არ ვუჭერ
                                                                                   ნეიტრალურად
                                                     მხარს
                                                      16%                         ვარ განწყობილი
                                                                                        27%
     საერთოდ არ
     ვუჭერ მხარს
         37%




                         მიჭირს პასუხის                           უფრო ვუჭერ
                             გაცემა                                 მხარს
                                             სავსებით ვუჭერ
                               7%                                    8%
                                                  მხარს
                                                   5%




                                                                                                     13
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი          საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



3. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება
ბიძინა       ივანიშვილის        პოლიტიკაში            მოსვლის       გადაწყვეტილებას          საქართველოს
მოსახლეობის          (ამომრჩევლების)         56.3%      ემხრობა      (33.4%–ის       პოზიცია      ცალსახად
პოზიტიურია:           „სრულიად ვემხრობი“). ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება 26.7%
(13.1%–ის პოზიცია ცალსახად ნეგატიურია: „სრულიად არ ვემხრობი“) (იხ. დიაგრამა
#4):

დიაგრამა#4

        რამდენად ემხრობით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს
                                  პოლიტიკაში?




             33.4



                                 22.9

                                                                                              17.0
                                                      13.6                13.1




       სრულიად ვემხრობი    უფრო ვემხრობი,     უფრო არ ვემხრობი,        სავსებით არ       მიჭირს პასუხის
                             ვიდრე არა           ვიდრე კი               ვემხრობი             გაცემა




საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში დადებითად
აფასებს       46.2% (კატეგორიული პოზიცია                 – „ძალზე დადებითად“ – აქვს 24.1%–ს).
როგორც ჩანს, ივანიშვილის პირველი ნაბიჯების დადებითად შემფასებელთა ნაწილში
ვერ მოხვდა რესპონდენტთა დაახლოებით 10%, რომელიც, ზოგადად, ივანიშვილის
პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება (ანუ, ამ ნაწილისთვის ივანიშვილის პირველი
სვლები პოლიტიკაში არ ყოფილა პოლიტიკაში მისი გამოჩენის ეფექტის თანაზომიერი).
თუმცა, მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ჯგუფი იმედგაცრულებულია. ამას

                                                                                                           14
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


ადასტურებს ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები გადანაწილდნენ ორი პოზიციის
ფარგლებში: „არც დადებითად, არც უარყოფითად“ და „მიჭირს პასუხის გაცემა“ (იხ.
დიაგრამა #5):

დიაგრამა#5


                 როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პირველ
                             ნაბიჯებს პოლიტიკაში?


        24.1
                        22.1
                                         21.4




                                                                                        13.9

                                                      10.2
                                                                        8.3




       ძალზე      უფრო დადებითად, არც დადებითად, უფრო უარყოფითად,      ძალზე       მიჭირს პასუხის
     დადებითად    ვიდრე უარყოფითდ არც უარყოფითად ვიდრე დადებითად    უარყოფითად         გაცემა




ამომრჩეველთა ამ განწყობას ამაგრებს გამოკითხვის სხვა შედეგი, რომლის თანახმადაც
რესპონდენტთა 53.4%–ს აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვა
ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის (იხ. დიაგრამა #6):




                                                                                                    15
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#6


             რა მოლოდინებს უკავშირებთ პოლიტიკაში ბიძინა
                 ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი
                          განვითარებისათვის?

   პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვა
 ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას                                                   52.8
         უკეთესობისაკენ შეცვლის



       ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით
         ქვეყანაში არსებული ვითარება არ                 16.1
                    შეიცვლება



    პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით
 ქვეყანაში არსებული ვითარება კიდევ უფრო           8.0
                გაუარესდება




                      მიჭირს პასუხის გაცემა                    23.0




                                                                                                  16
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



4. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები
ამომრჩევლები,       ძირითადად         პოზიტიურად,     თუმცა,      გარკვეული         სიფრთხილით
უყურებენ იმ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც ბ. ივანიშვილმა, თავისი
ინიციატივით, დაიწყო „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“.
დაახლოებით 40% ასეთ თანამშრომლობას გამართლებულად მიიჩნევს (თუმცა,
პოზიციას – „“სრულიად გამართლებულია“ – 11.4% იზიარებს). ივანიშვილის ასეთი
არჩევანი გაუმართლებლად მიაჩნია 30%–ს, ხოლო კიდევ 30.5% უჭირს იმისა შეაფასება,
რამდენად სწორად შეარჩია ივანიშვილმა პოლიტიკური პარტნიორები (იხ. დიაგრამა #7)

დიაგრამა #7

          ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა პოლიტიკური პარტნიორები, ვისთანაც
           აქტიურად ითანამშრომლებს: თავისუფალი დემოკატები და რესპუბლიკური
                       პარტია. რამდენად გამართლებულია მისი არჩევანი?



                                                    უფრო არ არის
                    უფრო                           გამართლებული,
              გამართლებულია,                          ვიდრე კი
                                                                             სრულიად
                  ვიდრე არა                             19.5%
                                                                          გაუმართლებელია
                    28.1%
                                                                               10.5%




           სრულიად
        გამართლებულია
             11.4%                                    მიჭირს პასუხის
                                                          გაცემა
                                                          30.5%




რესპონდენტთა ამ განწყობას ეხმიანება გამოკითხვის სხვა შედეგიც: გამოკითხულთა
შედარებით დიდი ნაწილი (41%–44%) მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ და
„რესპუბლიკელების“ გასვლა ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ კოალიციას
„არც გააძლიერებს და არც დაასუსტებს“. აქვე გასათვალისწინებელია რესპონდენტთა
დაახლოებით მეხუთედის ჭოჭმანი ამ საკითხში (პასუხი: „მიჭირს ასუხის გაცემა“),
აგრეთვე, დაახლოებით მეოთხედის ოპტიმისტური პოზიცია, რომ ამ ორი პარტიის
გასვლა კოალიციიდან, ამ კოალიციას დაასუსტებს (იხ. დიაგრამა #8)

                                                                                                  17
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                 საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა #8
              თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გასვლა კოალიციიდან
              გააძლიერებს თუ დაასუსტებს ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ
                                       გაერთიანებას?




                 თავისუფალი
                 დემოკრატები
                                  13.6                 41.4                       23.8            21.2




               რესპუბლიკური
                   პარტია
                                 11.5                 43.6                        22.3            22.6




              გააძლიერებს      არც გააძლიერებს, არც დაასუსტებს       დაასუსტებს      მიჭირს პასუხის გაცემა




ამომრჩეველთა         ასეთი       „ფრთხილი          ოპტიმიზმი“            ამ   სამი       პოლიტიკური          ძალის
თანამშრომლობის შესახებ გამოწვეული უნდა იყოს ახლო წარსულში შექმნილი
ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების („ეროვნული საბჭო“, „პოლიტიკური
რვიანი“,      „პოლიტიკური           ექვსიანი“       და       სხვ.)    კრახით,       თუმცა,       დასაწყისში     ამ
პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას საკმაოდ პოზიტიური ფონი და მოლოდინები
ახლდა. „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თავად იყვნენ ასეთი
პოლიტიკური გაერთიანებების წევრები და მათმა ჩართულობამ ვერ უზრუნველყო ამ
გაერთიანებების წარმატებით ფუნქციონირება.




                                                                                                                18
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი         საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



5. პარტიული რეიტინგები
5.1. ზოგადი სურათი

პოლიტიკურ ძალთა განაწილების არსებული სურათი მოწმობს, რომ დღესდღეობით
პოლიტიკურ ავანსცენაზე, თითქმის თანაბარი წონით, ორი პარტიული გუნდი
დომინირებს: ნაციონალური მოძრაობა (36%) და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური
ძალა (32%).

სხვა პოლიტიკურ ძალთაგან, ანგარიშგასაწევი (5%–იანი ბარიერის გადალახვის
თვალსაზრისით) რეიტინგი მხოლოდ ქრისტიანულ–დემოკრატიულ მოძრაობას აქვს
(4.4%). 1%–იან ზღვარს ცდებიან ლეიბორისტული პარტია (1.5%) და თავისუფალი
დემოკრატები (1.4%) (იხ. დიაგრამა #9):

დიაგრამა#9

               ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ
                პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში?
       ერთიანი ნაციონალური მოძრაობა                                                                    36.0
             ბიძინა ივანიშვილის პარტია                                                        32.0
                ქრისტიან-დემოკრატები               4.3
                ლეიბორისტული პარტია          1.6
              თავისუფალი დემოკრატები        1.5
                 რესპუბლიკური პარტია       0.8
                  ახალი მემარჯვენეები      0.6
                    ეროვნული ფორუმი        0.6
   დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო     0.3
                      ქართული პარტია      0.2
                   თოფაძე-მრეწველები      0.2
                        ხალხის პარტია     0.2
   საქართველოს დემოკრატიული პარტია        0.1
                        ქართული დასი      0.1
                 ეროვნულ-დემ. პარტია      0.1
                 კონსერვატული პარტია      0.1
                      საქართველოს გზა     0.1
       არცერთს – ყველას გადავხაზავდი          2.2
 არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში          2.8
                         უარი პასუხზე           3.4
                 მიჭირს პასუხის გაცემა                         12.8



რომელი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე ახერხებს ბიძინა ივანიშვილის პარტია
საკუთარი რეიტინგის დიზაინს?

                                                                                                          19
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


1. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი შეიქმნა ოპოზიციური ელექტორატის
იმ ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ბოლო წლებში თანდათან გაუტყდა გული ოპოზიციურ
პარტიებზე და თავისი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირა
რომელიმე     კონოკრეტულ          ოპოზიციურ        პარტიას;    სხვანაირად       რომ     ითქვას,     ეს
ელექტორატი          აღარ       ან        ძნელად      ახდენდა         საკუთარი          პროტესტის
ინსტიტუციონალიზაციას             რომელიმე         ფორმალურ      პოლიტიკურ            დაჯგუფებაში
(შესაბამისად, პროტესტს უფრო არაფორმალურ გარემოში – ოჯახში, მეგობრების წრეში
და სხვ. – გამოხატავდა). ამომრჩეველთა ეს ნაწილი შეკითხვაზე: „ხვალ რომ
საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს?“,
ასეთ პოზიციას იკავებდა: „მიჭირს პასუხის გაცემა“ ან „არცერთს“. 2009–10–11 წლებში
ჩატარებული კვლევები სტაბილურად აჩვენებდა, რომ ასეთი გაურკვეველი ან
ფრუსტრირებული ამომრჩევლების ხვედრითი წილი პრატიკულად არასოდეს ყოფილა
25-27%–ზე ნაკლები, მოცემულ კვლევაში კი ეს ნაწილი 15%–ია. უნდა ვივარაუდოთ,
რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა ცენტრმა პირველ რიგში სწორედ ეს ოპოზიციური
ამომრჩეველი         მიიზიდა         და       მოახდინა        მათი        ხმების      ფორმალური
ინსტიტუციონალიზაცია.

2. ივანიშვილის ფიგურამ იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო,
რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე თავის სიმპატიას სხვადასხვა ოპოზიურ პარტიებს
უნაწილებდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა
„წაართვა“ ისეთ მეტ–ნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორიცაა: ქრისტიანულ–
დემოკრატიული        მოძრაობა,       ლეიბორისტული        პარტია      და    ეროვნული        ფორუმი.
ქრისტიან–დემოკრატებს ბოლო წლებში სტაბილურად უგროვდებოდათ მხარდაჭერის
10–11%, ხოლო ლეიბორისტებს და ეროვნულ ფორუმს ცალ–ცალკე– 5–6%. ეს სულ მცირე
20%–იანი    მარაგი      წარმოდგენილ          კვლევაში   დასულია          8%–ზე.    აშკარაა,       რომ
ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 10-12%–იანი მარაგი ივანიშვილის აქტივში
ჩაეწერა.

3. ივანიშვილმა შეუტია ნაციონალური მოძრობის ელექტორატსაც. 2011 წლის
გაზაფხულსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ ნაციონალების
რეიტინგი მერყეობდა 40%–ის ფარგლებში. ახლა ამ რეიტინგმა დაახლოებით 4–6%–ით
დაიწია სწორედ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგის ხარჯზე.




                                                                                                   20
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


5.2. მეორე არჩევანი

მეორე რიგის პარტიული რეიტინგები 2 ასე გამოიყურება (იხ. დიაგრამა #10):

დიაგრამა#10


             ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ
               პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში?
                 ბიძინა ივანიშვილის პარტია                                 12.4
         ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა                                    12.2
            ერთიანი ნაციონალური მოძრაობა                           8.8
                 თავისუფალი დემოკრატები                    5.7
                    ლეიბორისტული პარტია              3.5
                         ეროვნული ფორუმი           2.5
                     რესპუბლიკური პარტია          2.0
                        ახალი მემარჯვენეები      1.3
       დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო       0.9
                           ქართული პარტია      0.8
                         თოფაძე-მრეწველები     0.6
                              ხალხის პარტია    0.5
       საქართველოს დემოკრატიული პარტია        0.4
                     კონსერვატული პარტია      0.2
           ეროვნულ-დემოკრატიული პარტია        0.1
                             ქართული დასი     0.1
                           საქართველოს გზა    0.1
            არცერთს – ყველას გადავხაზავდი                        7.3
     არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში           3.5
                               უარი პასუხზე                5.8
                      მიჭირს პასუხის გაცემა                                                               31.0




მონაცემები აჩვენებს, რომ საკუთარი ამომრჩევლების გაზრდის პოტენცია ყველაზე
მეტად კვლავ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს, თუმცა, განსხვავებული კონფიგურაციით: ბ.
ივანიშვილის პარტია               (12.4%),     ქრისტიან-დემოკრატიული                        მოძრაობა (12.2%)          და
ნაციონალური მოძრაობა (8.8%). ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი
ელექტორალური              „წონის“      აღნიშნული             რაოდენობით               გაზრდისთვის          შეუძლიათ
იბრძოლონ (ამომრჩეველთა დღევანდელი განწყობებიდან გამომდინარე). „პოტენციური
ხმების“ არცთუ უმნიშვნელო მარაგი უგროვდება თავისუფალ დემოკრატებს (5.7%) და



2
    შეკითხვა დასმული იყო შემდეგნაირად: “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ
პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში?“

                                                                                                                     21
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


ლეიბორისტულ პარტიას (3.5%): ამ ხმების გათვალისწინებით, მათ უჩნდებათ 5%-იანი
ბარიერის გადალახვის შანსი.

ბ.   ივანიშვილის      პარტიული         რეიტინგის     დიზაინის        შესახებ        ზემოაღნიშნული
მოსაზრებების საფუძვლიანობას ადასტურებს                   გამოკითხვის        მონაცემები      იმასთან
დაკავშირებით, თუ რა მიმართება არსებობს ივანიშვილის პარტიის პირველ რიგში
ამომრჩევლებსა და მეორე რიგში ამომრჩევლებს შორის (იხ. ცახრილი #2):

ცხრილი #2
                                             ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ
                                             პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში?
   მეორე არჩევანი რომ გქონდეთ, კიდევ            ბიძინა         ერთიანი            ქრისტიან-
    რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს            ივანიშვილის    ნაციონალური        დემოკრატიული
               არჩევნებში?                      პარტია         მოძრაობა           მოძრაობა
ახალი მემარჯვენეები                                  0.3%              0.7%                 0.2%
ბიძინა ივანიშვილის პარტია                                              2.4%                 0.9%
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი
                                                     0.8%                 0.1%
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა                         3.3%                                          1.0%
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია                          0.1%                 0.0%                     0.0%
ეროვნული ფორუმი                                      1.6%                 0.5%                     0.0%
თავისუფალი დემოკრატები                               3.3%                 1.4%                     0.3%
თოფაძე-მრეწველები                                    0.5%                 0.1%
თორთლაძე - საქართველოს
                                                                          0.2%                     0.1%
დემოკრატიული პარტია
კონსერვატული პარტია                                  0.0%
ლეიბორისტული პარტია                                  1.8%                 0.9%                     0.3%
რესპუბლიკური პარტია                                  1.0%                 0.4%                     0.1%
საქართველოს გზა                                      0.0%                 0.0%
ქართული პარტია                                       0.5%                 0.2%                     0.1%
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა                       4.3%                 6.8%
ქართული დასი                                         0.0%                 0.1%
ჩვენ თვითონ                                                               0.1%
ხალხის პარტია                                        0.2%                 0.1%                     0.1%
"თეთრები"                                            0.0%
სხვას არცერთს                                        6.7%                 3.5%                     0.2%
არცერთს – ყველას გადავხაზავდი                        2.5%                 2.9%                     0.1%
არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში                 0.5%                 0.3%
უარი პასუხზე                                         0.6%                 1.8%                     0.1%
მიჭირს პასუხის გაცემა                                7.8%                10.0%                     0.9%
როგორც ცხრილში მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, ივანიშვილის პარტიის პირველ
რიგში ამომრჩეველი, მეორე რიგში (თუ ამის შესაძლებლობა მიეცა) უფრო მეტად
შეაჩერებდა      არჩევანს       ქრისტიან–დემოკრატების,             ნაციონალური           მოძრაობის,
ლეიბორისტებისა        და    ეროვნული         ფორუმის     სასარგებლოდ.          ეს    ნიშნავს,      რომ
ივანიშვილის პარტია რომ არა, ამჟამად მისი მხარდამჭერი რესპონდენტები სწორედ ამ

                                                                                                     22
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                         საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


ალტერნატიულ პარტიებში გადანაწილდებოდნენ. ივანიშვილის პირველი რიგის
ამომრჩეველთა მიერ მეორე რიგში დასახელებულ სასურველ პოლიტიკურ პარტიათა
ჯამური მაჩვენებელი 18%–ია. ამომრჩეველთა სწორედ ეს რაოდენობა გარანტირებულად
„წაართვა“      ივანიშვილმა              კონკურენტულ                   პოლიტიკურ                 პარტიებს                  (ნაციონალური
მოძრაობის ჩათვლით).

5.3.პარტიული რეიტინგები რეგიონულ ჭრილში

თუ   მთავარი        პოლიტიკური                   კონკურენტების                –      ნაციონალური                      მოძრაობისა               და
ივანიშვილის პოლიტიკური ძალის – რეიტინგებს რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ,
სურათი ასეთია:

1. ნაციონალური მოძრაობა უდავო უპირატესობას ფლობს სამ რეგიონში: სამცხე–
ჯავახეთში (51%), ქვემო ქართლსა (46.3%) და სამეგრელო/ზემო სვანეთში (43%);
2. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა გამოკვეთილი ლიდერია იმერეთში (48.4%),
მცხეთა–მთიანეთსა (44.6%) და თბილისში (41.3%);
3. ორივე პოლიტიკურ ძალას დაახლოებით თანაბარი პოლიტიკური „წონა“ აქვს/მძაფრ
კონკურენციას უწევენ ყველა დანარჩენ რეგიონში (იხ. დიაგრამა #11):

დიაგრამა#11

                    ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ
                    პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში?
                                                       (რეგიონული ჭრილი)

              თბილისი            23.9                                 39.6                     2.4           2.9 3.3 2.9         15.9

              იმერეთი                  30.7                                    43.8                             7.2            2.83.22.0 4.4

        ქვემო ქართლი                            46.3                                  24.0               5.0          2.1 5.4         11.2

               კახეთი                   34.1                                  36.4                       5.5              4.1 4.1      9.2

        სამეგრელო და…                           45.1                           16.0             10.5           3.4       5.1        13.9

                 აჭარა                   35.9                                27.8                5.1         3.0               21.8

         შიდა ქართლი                           42.9                                    33.9                        4.5          2.8     8.5

      სამცხე-ჯავახეთი                                  55.2                              13.9          3.1                      18.6

                გურია           22.2                          24.6           2.3      15.8             11.1                    21.6

      მცხეთა მთიანეთი           21.2                                 41.8                     3.0              4.8 5.5              14.5

        რაჭა-ლეჩხუმი…                         42.1                                      39.8                             2.9          11.7

              ნაციონალური მოძრაობა                                           ბიძინა ივანიშვილის პარტია
              ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა                                 ლეიბორისტული პარტია
              თავისუფალი დემოკრატები                                         რესპუბლიკური პარტია
              ახალი მემარჯვენეები                                            ეროვნული ფორუმი
              სხვა პარტია (0.5%-ზე ნაკლები რეიტინგით)                        არცერთს – ყველას გადავხაზავდი
              არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში                           უარი პასუხზე
              მიჭირს პასუხის გაცემა



                                                                                                                                               23
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში
ლიდერობას ძირითადად არაქართული მოსახლეობის ხმების ხარჯზე ახერხებს (ქვემო
ქართლის        არაქართულ          მოსახლეობაში       მას   92.6%,     ხოლო       სამცხე-ჯავახეთის
არაქართველთა 60.8% უჭერს მხარს). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ                             მმართველ
პარტიას      მნიშვნელოვანი          წონა     აქვს    დასახელებეულ         რეგიონების        ქართულ
მოსახლეობაშიც, განსაკუთრებით, სამცხე–ჯავახეთში (სამცხე–ჯავახეთის ქართულ
მოსახლეობაში ნაციონალების რეიტინგია – 48.2%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის
პოლიტიკური         ძალის      –   20.2%;     ქვემო   ქართლის      ქართულ        მოსახლეობაში        ეს
პროპორციებია 34.7% და 30.7%. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში ბიძინა ივანიშვილის
პარტიის ქართული მოსახლეობის მხარდაჭერაში „ლომის წილი“ რუსთავს ეკუთვნის).

5.4. პარტიული რეიტინგები სქესის, ასაკის და განათლების ცენზის ჭრილში

კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში, დღეისათვის, პარტიულ პრეფერენციებს
პრაქტიკულად არ განსაზღვარავს ამა თუ იმ ასაკობრივი ჯგუფისადმი, სქესისადმი
კუთვნილება,         ან     განათლების          მიღწეული       დონე.       ამ     მახასიათებლებით
სტრატიფიცირებული საზოგადოება არ არის მგრძნობიარე (პოზიტიური ან ნეგატიური
ნიშნით) რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ, ამ პარტიის იდეოლოგიიდან ან სხვა
რომელიმე პარტიული ნიშნიდან გამომდინარე. 3

5.5. პარტიული რეიტინგები დასაქმების სტატუსის მიხედვით

კვლევა აჩვენებს, რომ პარტიული რეიტინგები მჭიდრო კორელაციაშია დასაქმების
სტატუსთან: მმართველი პარტია მნიშვნელოვან უპირატესობას სახელმწიფო სექტორში
დასაქმებულთა შორის ინარჩუნებს (ამ სექტორში მისი „წონაა“ 52.1%); დასაქმების
სტატუსით დიფრენცირებულ ყველა სხვა ჯგუფში (კერძო სექტორში დასაქმებული,
თვითდასაქმებული,             სტუდენტი/პენსიონერი,          უმუშევარი)          უპირატესობას         ბ.
ივანიშვილის პოლიტიკური ძალა ფლობს. ეს უპირატესობა განსაკუთრებით იკვეთება
თვითდასაქმებულთა (41.3%) და კერძო სექტორში დასაქმებულთა (37%) შორის (იხ.
დიაგრამა #12):



3
    ერთადერთ გამონაკლისს, განათლების ცენზის ჭრილში, ქმნის რესპუბლიკური პარტიის მიმართ
დამოკიდებულება. უმაღლესი განათლების მქონეთა შორის ამ პარტიის „წონა“ მატულობს (საერთო
მონაცემებთაბ შედარებით), ისევე როგორც ამ პარტიის მხარდამჭერთა შორის უმაღლესი განათლების
მქონენი დიდ უმრავლესობას წარმოადგენს .თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ რესპუბლიკური პარტიის
მხარდამჭერთა წილი შერჩევაში სტატისტიკურად ძალზე მცირეა, აქ გასათვალისწინებელია არა
კონკრეტული რაოდნობრივი მაჩვენებლები (ცდომილების მაღალი მნიშვნელობის გამო), არამედ
ტენდენცია, რომელსაც ეს მონაცემები აჩვენებს.

                                                                                                    24
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი            საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#12

                 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ
                 პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში?
                                           (მონაცემები დასაქმების ჭრილში)

      სახელმწიფო სექტორში
                                       21.3                      52.1                    1.9 3.1 12.8
          დასაქმებული

              კერძო სექტორში                                                               4.4 12.6
                                              37.0                  28.1             3.9 3.4
               დასაქმებული


         თვითდასაქმებული                       41.3                     27.4                 3.3
                                                                                      4.7 4.4 11.0


      სტუდენტი/პენსიონერი                     37.7                     32.6             4.0 3.4 12.0


                   უმუშევარი                                                               2.6
                                              36.4                   29.6            4.9 3.5   14.6

                     ახალი მემარჯვენეები                 ბიძინა ივანიშვილის პარტია
                     ერთიანი ნაციონალური მოძრაობა        ეროვნული ფორუმი
                     თავისუფალი დემოკრატები              ლეიბორისტული პარტია
                     რესპუბლიკური პარტია                 ქრისტიან-დემოკრატები
                     არცერთს – ყველას გადავხაზავდი       არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში
                     უარი პასუხზე                        მიჭირს პასუხის გაცემა




პოლიტიკური პრეფერენციების ლოგიკა დასაქმების სტატუსის ჭრილში ლოგიკურია:
თუ გავითვალიწინებთ, რომ უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყნის უმწვავეს პრობლემათა
შორისაა, სახელმწიფო სექტორში დასაქმება ადამიანებს, მეტ-ნაკლებად, აძლევს
სტაბილური შემოსავლის ქონის და სიღარიბისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას
(ზოგჯერ, გარანტიასაც), რაც ასეთ ადამიანებს, ძირითადად, ხელისუფლების (როგორც
სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემქმნელის) მიმართ დადებითად
განაწყობს.      ყველაზე          ნაკლებად             ასეთი       სტაბილურობის                  განცდა   აქვთ
თვითდასაქმებულებს, ამდენად, მათი ოპოზიციური განწყობები იოლად აიხსნება.




                                                                                                           25
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



6. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
პრეზიდენტისა და პარლამენტის თამჯდომარის პოსტებზე
6.1. სასურველი პრემიერ-მინისტრი

გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე
ამომრჩევლებს ძირითად კონკურენტებად მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
ესახებათ. მათი საპრემიერო რეიტინგები თითქმის თანაბარია (ივანიშვილი - 26.1%;
სააკაშვილი - 24.2%). სხვა კანდიდატები დიდი დისტანციით ჩამორჩებიან, თუმცა,
გასათვალისწინებელია სამი სხვა პოლიტიკოსის მონაცემები: ი. ალასანია (7.8%), გ.
თარგამაძე (6.8%) და გ.უგულავა (6.4%).

პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ცალკეული კანდიდატის მხარდამჭერთა გადმობირების
ხარჯზე, რეიტინგის გაზრდის შედარებით კარგი პოტენცია ისევ დასახელებულ 5
კანდიდატს აქვს (იგულისხმება მეორე რიგის არჩევანის მონაცემები). თუმცა, ასეთი
პოტენციის სტატისტიკური „წონა“, ამ ეტაპზე, 6-9% -ს არ აღემატება: (იხ. დიაგრამა #13):

დიაგრამა#13

                         ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერ–
                             მინისტრის პოსტზე 2013 წლიდან?
      ივანიშვილი ბიძინა                                                                       26.1
                                                           9
      სააკაშვილი მიხეილ                                                                24.2
                                              6.2
         ალასანია ირაკლი                             7.8
                                                           9.1
       თარგამაძე გიორგი                        6.8
                                                  7.8
            უგულავა გიგი                      6.4
                                                   8
            ნათელაშვილი…          1.6
                                    2.1
              ოქრუაშვილი…         1.6
                                   1.9
            ნიკა გილაური         1.4
                               0.9
     უსუფაშვილი დავით           1.1
                                     2.6
          ბურჯანაძე ნინო        1
                                    2.1
            ბაქრაძე დავით      0.9
                                1.1
              შარტავა კახა     0.8
                                  1.7
      გამყრელიძე დავით        0.6
                                1
           სანიკიძე გუბაზ     0.6
                                 1.2
         ძიძიგური ზვიად       0.4
                               0.7
        გაჩეჩილაძე ლევან     0.1
                             0.3
                      სხვა     0.9
                               0.8
                 არცერთი      0.5
                                1
             უარი პასუხზე               3.4
                                                    7.4                                                   35.1
           მიჭირს პასუხის…                                       13.8


                                     პირველ არჩევანი               მეორე არჩევანი




                                                                                                                 26
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ როგორც მ. სააკაშვილმა, ისე ბ. ივანიშვილმა უფრო ნაკლები
მხარდაჭერა მოიპოვეს პრემიერ-მინისტრობის პოსტისათვის, ვიდრე იმ პარტიებმა
(საპარლამენტო      არჩევნებისათვის),        რომელთა   ლიდერები        ისინი     არიან.    სხვაობა
განსაკუთრებით საგრძნობია სააკაშვილის საპრემიერო და ნაციონალური მოძრაობის
საპარლამენტო რეიტინგებს შორის (სხვაობა შეადგენს 12%-ს). მონაცემების ჯვარედინი
ანალიზი აჩვენებს, რომ ნაცმოძრაობის პარტიული ხმებიდან მხარდაჭერა პრემიერ-
მინისტრის პოსტზე, სააკაშვილის გარდა, კიდევ ორ პერსონას დაუკავშირდა (თუმცა,
გაცილებით ნაკლები მასშტაბებით): გ. უგულავას და გ. თარგამაძეს. რაც შეეხება
ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებს, მათი ის ნაწილი, ვინც ივანიშვილს სასურველ
პრემიერ-მინისტრად (პირველ რიგში) არ ასახელებს, ძირითადად ი. ალასანიას
კანდიდატურის სასარგებლოდ მობილიზდება (ხმების გარკვეული ნაწილი, აგრეთვე,
თარგამაძის აქტივში მიდის).

ამასვე ადასტურებს პრემიერ-მინისტრის პირველ და მეორე არჩევანს შორის ხმების
განაწილების სურათი. აღმოჩნდა, რომ ის რესპონდენტები, რომლებიც პირველ რიგში
ივანიშვილის გაპრემიერებას უჭერენ მხარს, მეორე რიგში უფრო მეტად ალასანიას
კანდიდატურისკენ იხრებიან, ხოლო სააკაშვილის გაპრემიერების მომხრეები, მეორე
არჩევანი რომ ჰქონდეთ, უფრო მეტად გ. უგულავას დაუჭერენ მხარს. საინტერესოა, რომ
როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის გაპრემიერების აქტიურ (პირველ რიგში)
მხარდამჭერთა შორის არსებობს გ. თარგამაძის გაპრემიერების მომხრეთა გარკვეული
ნაწილი (გ. თარგამაძის მეორე რიგში ამომრჩევლები). ეს მიუთითებს იმაზე, რომ გ.
თარგამაძის კანდიდატურას (აღნიშნული პოსტის ფარგლებში) უტევს (ანუ, ხმებს
ართმევს) როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის კანდიდატურები. თუმცა, ისიც
აღსანიშნავია, რომ გ. თარგამაძესაც აქვს შანსი იმუშაოს ელექტორატის ამ რამდენადმე
საზიარო ნაწილის გადმობირებაზე. ეს უფრო მეტად სააკაშვილის მხარდამაჭერებს ეხება
(იხ. ცხრილი #3):




                                                                                                27
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


ცხრილი #3
                          პირველ რიგში ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერ–მინისტრის
  მეორე არჩევანი რომ      პოსტზე?
  გქონდეთ, კიდევ ვის
     ისურვებდით
 პრემიერ–მინისტრად?
                           ალასანია       თარგამაძე      ივანიშვილი       სააკაშვილი       უგულავა
                            ირაკლი         გიორგი           ბიძინა          მიხეილ           გიგი
ალასანია ირაკლი                                 0.9%             4.4%             1.7%          0.4%
ბურჯანაძე ნინო                   0.4%           0.1%             1.0%             0.1%          0.1%
გამყრელიძე დავით                 0.2%           0.1%             0.2%             0.4%          0.1%
გაჩეჩილაძე ლევან                 0.0%           0.1%             0.1%
თარგამაძე გიორგი                 1.0%                            2.2%              2.7%            0.8%
ივანიშვილი ბიძინა                1.4%             0.6%                             1.9%            0.7%
ნათელაშვილი შალვა                0.1%             0.3%             0.7%            0.4%            0.0%
ოქრუაშვილი ირაკლი                0.2%             0.3%             0.7%            0.2%            0.1%
სააკაშვილი მიხეილ                0.6%             0.8%             1.7%                            0.8%
სანიკიძე გუბაზ                   0.2%             0.1%             0.4%            0.1%            0.1%
უგულავა გიგი                     0.4%             0.9%             0.6%            4.5%
უსუფაშვილი დავით                 0.7%             0.2%             1.2%            0.3%            0.1%
შარტავა კახა                     0.2%             0.2%             0.7%            0.2%            0.1%
ძიძიგური ზვიად                   0.1%             0.1%             0.1%            0.1%            0.1%
ნიკა გილაური                                      0.1%                             0.5%            0.0%
დავით ბაქრაძე                    0.0%                              0.1%            0.6%            0.1%
თოფაძე                           0.0%                              0.0%
მერაბიშვილი ვანო                                                                   0.1%            0.0%
სხვას არცერთს                    0.5%             0.3%             2.5%            1.4%            0.6%
უარი პასუხზე                     0.1%             0.1%             1.9%            1.5%            0.3%
მიჭირს პასუხის გაცემა            1.5%             1.7%             7.6%            7.9%            1.6%



6.2. სასურველი პრეზიდენტი

მომავალი პრეზიდენტის პოსტზე იმ ვითარებაში, როდესაც მ. სააკაშვილს აღარ აქვს
მესამე ვადით კენჭისყრის უფლება, გამოკვეთილ უპირატესობას ბ. ივანიშვილის ფლობს
(31.8%).    სხვა     კანდიდატები          მას     მნიშვნელოვნად           ჩამორჩებიან,        თუმცა,
გასათვალისწინებელია სამი პოლიტიკოსის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა ამ
პოსტზე: გ. უგულავა (12.7%), ი. ალასანია (9.3%), გ. თარგამაძე (7.1%). აღსანიშნავია იმ
რესპონდენტების მაღალი წილი (24%), ვისაც უჭირს დაასახელოს სასურველი
კანდიდატი      მომავალი       პრეზიდენტის         პოსტზე.     ამ    ნაწილში      ძირითადად           ის
რესპონდენტები მოხვდნენ, რომლებიც მ. სააკაშვილის გაპრემიერებას უჭერენ მხარს და
                                                                                                     28
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                        საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


უჭირთ პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის ჩამნაცვლებელი მოძებნონ. სახელისუფლო
გუნდიდან გ. უგულავა სააკაშვილის სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი, ამ ეტაპზე, არ
არის. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავად მ. სააკაშვილს
საჯაროდ არ დაუსახელებია მმართველი გუნდიდამ მისი შემცვლელი საპრეზიდენტო
კანდიდატი. უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა აქცენტი რომელიმე მათგანზე გაკეთდება,
სააკაშვილის მხარდამჭერთა ძირითადი ნაწილი (რომელმაც ახლა აირჩია პოზიცია
„მიჭირს     პასუხის        გაცემა“)             სწორედ            ამ   კანდიდატის        მხარდამჭერთა          გუნდში
გადაინაცვლებს. შესაბამისად, ბ. ივანიშვილს, პრეზიდენტის პოსტზე, გაცილებით
კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გაუჩნდება.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო რეიტინგის გაზრდის უკეთესი პოტენცია,
ერთმანეთის მხარდამჭერთა გადმობირების ხარჯზე, ისევ ყველაზე რეიტინგულ ოთხ
კანდიდატს აქვს (მეორე რიგის არჩევანი). თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პოტენცია კვლავ 6-9%-ს
არ აჭარბებს (იხ. დიაგრამა #14):

დიაგრამა#14

          ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ პოსტიდან
                      მ.სააკაშვილის წასვლის შემდეგ?
     ივანიშვილი ბიძინა                                                                   31.8
                                               6.8
          უგულავა გიგი                                     12.7
                                           6
       ალასანია ირაკლი                               9.3
                                                     9.1
      თარგამაძე გიორგი                      7.1
                                           6.5
          ბაქრაძე დავით          2.3
                                1.8
    ნათელაშვილი შალვა          1.5
                                 2.1
     გამყრელიძე დავით         1
                             0.5
   ოქრუაშვილი ირაკლი          0.9
                               1.5
     უსუფაშილი დავით          0.9
                                  2.6
        ბურჯანაძე ნინო       0.8
                               1.4
          სანიკიძე გუბაზ     0.6
                             0.7
            შარტავა კახა     0.5
                             0.8
      გაჩეჩილაძე ლევან      0.2
                            0.3
       ძიძიგური ზვიად       0.1
                             0.6
                    სხვა       1.4
                              1.2
               არცერთს        0.9
                               1.5
           უარი პასუხზე              3.9
                                                     9.6
  მიჭირს პასუხის გაცემა                                                      23.9
                                                                                                                47

                                  პირველ არჩევანი                       მეორე არჩევანი




                                                                                                                     29
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


საპრეზიდენტო კანდიდატების პირველ და მეორე არჩევანს შორის ხმების „გადინება“
აჩვენებს, რომ ბ. ივანიშვილის აქტიური (პირველი რიგის) ამომრჩეველი ყველაზე
ლოიალურად განწყობილია ი. ალასანიას კანდიდატურის მიმართ (ანუ, ბ. ივანიშვილი
ყველაზე მეტად ი. ალასანიას „ართმევს“ მხარდამჭერებს), თუმცა, გარკვეული
თავსებადობა ივანიშვილის პრეზიდენტად გახდომის მომხრეებს გ. თარგამაძის
კანდიდატურასთანაც აქვთ (იხ. ცხრილი #4):

ცხრილი #4
 მეორე არჩევანი რომ      პირველ რიგში ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ
 გქონდეთ, კიდევ ვის               პოსტიდან მ.სააკაშვილის წასვლის შემდეგ?
     ისურვებდით       ალასანია თარგამაძე ივანიშვილი ნათელაშვილი უგულავა ბაქრაძე
   პრეზიდენტად ამ      ირაკლი   გიორგი      ბიძინა       შალვა        გიგი    დავით
       პოსტიდან
     მ.სააკაშვილის
   წასვლის შემდეგ?
ალასანია ირაკლი                     1.11         5.06         0.15       0.64   0.21
ბურჯანაძე ნინო             0.20     0.06         0.81                    0.08
გამყრელიძე დავით           0.04     0.11         0.13                    0.07
გაჩეჩილაძე ლევან           0.07                  0.08                    0.04
თარგამაძე გიორგი           0.90                  2.35         0.17       1.53   0.20
ივანიშვილი ბიძინა          1.47     0.51                      0.20       0.42   0.06
ნათელაშვილი შალვა          0.20     0.14         1.17                    0.17
ოქრუაშვილი ირაკლი          0.20     0.19         0.82         0.03       0.10
სანიკიძე გუბაზ             0.13                  0.22         0.04       0.04
უგულავა გიგი               0.67     0.96         1.19         0.18              0.35
უსუფაშვილი დავით           0.88     0.46         0.84         0.03       0.22   0.15
შარტავა კახა               0.11     0.13         0.32                    0.03   0.03
ძიძიგური ზვიად             0.04     0.02         0.14         0.06       0.13
ბაქრაძე დავით              0.29     0.14         0.12         0.04       0.64
სხვა                       0.02                  0.29         0.03       0.25   0.08
სხვას არცერთს              0.03     0.06         0.47         0.03       0.04
უარი პასუხზე               0.23     0.28         3.81         0.03       1.17   0.15
მიჭირს პასუხის გაცემა      2.77     2.30         9.95         0.38       5.90   0.75


6.3. პარლამენტის სასურველი თავმჯდომარე

მომავალი პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე გამოკვეთილი მხარდაჭერა არცერთ
პოლიტიკოსს       არ     აქვს.    აქ    ცალკეული    კანდიდატები         ერთმანეთის         მიმართ
კონკურენტული დისტანციით შორდებიან ერთმანეთს: პირველ სამეულს შორის (დ.
ბაქრაძე, გ. თარგამაძე, ი. ალასანია) სხვაობა 2%-საც კი არ აღწევს, ხოლო ყველაზე
რეიტინგული კანდიდატის (დ. ბაქრაძე) „წონა“ მხოლოდ 10.2%-ია.

                                                                                                30
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი         საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ არც მ. სააკაშვილი და არც ბ. ივანიშვილი, რომლებიც ლიდერობენ
სხვა პოსტებისთვის, რესპონდენტთა მიერ არ მოაზრებიან                           ადეკვატურ ფიგურებად
პარლამენტის თავმჯდომარის რანგში (მ. სააკაშვილის რეიტინგი ამ პოსტზე 6.4%-ია,
ხოლო ბ. ივანიშვილის - 4.4%). აღსანიშნავია, რომ ყოველ მეოთხე რესპონდენტს
გაუჭირდა დაესახელებინა, ვის ისურვებდა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის
პოსტზე და ეს რაოდენობა გაცილებით აჭარბებს რესპონდენტთა მიერ ყველაზე
მხარდაჭერილი       კანდიდატის (დ. ბაქრაძე) რეიტინგს. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ
ამომრჩევლები       პარლამენტის         თავმჯდომარის                სტატუსს    გაცილებით        ნაკლები
მნიშვნელობის და პოლიტიკური გავლენის მქონედ თვლიან, ვიდრე პრემიერ-
მინისტრის, ან პრეზიდენტის (იხ. დიაგრამა #15):

დიაგრამა#15

                 ვის ისურვებდით მომავალი პარლამენტის
                            თავმჯდომარედ?
          დავით ბაქრაძე                                     10.2
      თარგამაძე გიორგი                                8.8
       ალასანია ირაკლი                              8.1
          უგულავა გიგი                          7
    სააკაშვილი მიხეილ                         6.4
   უსუფაშვილი დავით                          5.9
     ივანიშვილი ბიძინა                 4.4
        ბურჯანაძე ნინო              3.3
  ჯავახიშვილი ნოდარი               2.9
   ნათელაშვილი შალვა              2.6
         სანიკიძე გუბაზ         1.9
            შარტავა კახა       1.6
       ძიძიგური ზვიად          1.5
     გამყრელიძე დავით         1.2
  ოქრუაშვილი ირაკლი          0.9
                    სხვა         2.2
               არცერთი      0.4
          უარი პასუხზე                  5
 მიჭირს პასუხის გაცემა                                                                                25.7




                                                                                                         31
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



7. მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ
7.1. არჩევნებში მონაწილეობა

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (78%) აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს
მონაწილეობას 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. მონაწილეობისკენ
იხრება („ალბათ, მივიღებ“) დამატებით კიდევ 11.4%. უარს არჩევნებში მონაწილეობაზე
(კატეგორიულს ან ნაკლებად კატეგორიულს) ჯამში სულ 6.7% აცხადებს. ცხადია, ისე არ
უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის ასეთი მაღალი მზაობა
ავტომატურად მიუთითებს მომავალ არჩევნებში რეალურ მონაწილეთა რაოდენობაზე
(თუნდაც საპარლამენტო არჩევნები ახლავე ტარდებოდეს). რესპონდენტებმა მიუთითეს
თავიანთ განწყობაზე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხოლო განწყობასა
და ქცევას შორის უშუალო ბმა არ არსებობს და ამისათვის საჭიროა არსებობდეს
დამატებითი       მოტივაციები.          მიუხედავად   ამისა,   ფაქტია,      რომ     ამომრჩევლებში
დომინანტურია განწყობა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით (იხ. დიაგრამა
#16):

დიაგრამა#16


                    მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2012 წელს
                      დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში?

          აუცილებლად
                                                                                  77.7
            მივიღებ


        ალბათ, მივიღებ                 11.4


               ალბათ, არ
                               2.0
                მივიღებ

         გადაწყვეტილი
                                 4.7
        მაქვს, არ მივიღო


          უარი პასუხზე        0.4


         არ ვიცი/ჯერ არ
                                 3.8
         გადამიწყვეტია



                                                                                                  32
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


7.2. არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი და რესპონდენტთა პროგნოზები

რესპონდენტთა უმრავლესობა (59.1%) ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბერში
დაგეგმილი      საპარლამენტო         არჩევნები     სამართლიანად        ჩატარდება.        არჩევნების
სამართლიანად ჩატარებას არ ელოდება 15.4%, ხოლო ყოველ მეოთხე რესპონდენტს
უჭირს ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა (იხ. დიაგრამა #17):

დიაგრამა#17


              როგორ ფიქრობთ, სამართლიანად ჩატარდება თუ არა
               2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო
                                არჩევნები?



   მიჭირს პასუხის
       გაცემა
       25.6%                                                                      დიახ
                                                                                  59.1%




                                    არა
                                   15.4%




მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი, ერთი მხრივ, ეთანადება
არჩევნებში მონაწილეობის მაღალ მზაობას, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალ არჩევნებში
რესპონდენტთა დიდი უმრავლესობის (80%-ზე მეტის) მიერ საკუთარი პოლიტიკური
პრეფერენციების განსაზღვრას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.

შეკითხვაზე: „ვის უფრო დაუჭერს მხარს მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში -
ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?“, რესპონდენტებმა ასე უპასუხეს (იხ. დიაგრამა #18):




                                                                                                  33
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#18


                  ვის უფრო დაუჭერს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა
                       მომავალ საპარლამენტო არჩევნებში – უფრო
                         ხელისუფლებას, თუ უფრო ოპოზიციას?




                                                                                უფრო
                უფრო                                                          ოპოზიციას
             ხელისუფლებას                                                        38%
                  43%




                                             მიჭირს პასუხის
                                                                               არცერთს
                                                 გაცემა
                                                                                  2%
                                                  17%




როგორც მონაცემები აჩვენებს, რესპონდენტთა უფრო დიდი ნაწილი (43%) მიიჩნევს,
რომ მომავალ არჩევნებში მოსახლეობა უფრო ხელისუფლებას დაუჭერს მხარს
(ოპოზიციის         სასარგებლოდ          პროგნოზს      38%      აკეთებს).      საგულისხმოა,           რომ
ხელისუფლებას ამომრჩეველთა მხარდაჭერას იმაზე მეტი უწინასწარმეტყველებს,
ვიდრე თავად ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა წილია (ასეთი, როგორც ადრე
ითქვა, 36%-ია); შესაბამისად, ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველთა მხარდაჭერას იმაზე
ნაკლები ელის, ვიდრე თავადა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველია (ასეთია,
როგორც ითქვა, ჯამში 43%-მდე). ანუ, გარკვეული ნაწილი იმათგან (დაახლოებით 7%),
ვინც ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში მხარს არ დაუჭერდა, ფიქრობს, რომ ის
მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენელი (რეპრეზენტატორი) არ არის. 4                                   აქ
ცხადად მოჩანს, ნაციონალურ მედიაზე გავლით, ხელისუფლების საზოგადოებასთან
კომუნიკაციის კვალი, სადაც აქცენტირებულია, თუ რა სიკეთეები მოუტანა არსებულმა



4
    აქ, სვარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილთა გარკვეულ ნაწილში ასეთი ლოგიკა მოქმედებს: „მე არ
ვუჭერ მხარს ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი არ არის ჩემნაირი, მე უმრავლესობას არ
წარმოავდგენ“.
                                                                                                      34
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი            საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


ხელისუპლებამ ქვეყნას და მოსახლეობას და პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი
შეცდომებსა და გადაუჭრელ პრობლემებზე.

აქვე საინტერესოა გამოკითხვის კიდევ ერთი შედეგი: შეკითხვაზე - „რომელი
პოლიტიკური           ძალა     გაიმარჯვებს         მომავალ          საპარლამენტო            არჩევნებში?“,     იმ
რესპონდენტთა            რაოდენობა,         ვინც            გამარჯვებას       ნაციონალურ           მოძრაობას
უწინასწარმეტყველებს, კიდევ უფრო მატულობს და თითქმის 48%-ს შეადგენს. ამის
მიზეზი, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორი იყოს: ა) ოპოზიციურად განწყობილი
რესპონდენტების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს
და ამ გზით გაიმარჯვებს; ბ) გარკვეული ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათი
მხარდაჭერა ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის მიმართ არ არის საკმარისი იმისათვის,
რომ ამ პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვოს 5; გ) როგორც ზემოთ უკვე ითქვა, არსებობენ
ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც საკუთარ თავს და პოზიციას უმრავლესობის
წარმომადგენლად არ მიიჩნევენ (იხ. დიაგრამა #19):

დიაგრამა#19

                 რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს მომავალ
                          საპარლამენტო არჩევნებში?
             ერთიანი ნაციონალური მოძრაობა                                                             47.8
                  ბიძინა ივანიშვილის პარტია                                         32.1
                      ქრისტიან-დემოკრატები            2.3
                   თავისუფალი დემოკრატები            1.1
                         ახალი მემარჯვენეები     0.4
                     ლეიბორისტული პარტია         0.4
         დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო      0.2
                          ეროვნული ფორუმი        0.2
                       რესპუბლიკური პარტია       0.1
            ეროვნულ-დემოკრატიული პარტია         0.1
                            ქართული პარტია      0.1
                               ხალხის პარტია    0.1
                          თოფაძე-მრეწველები     0.0
                                 ჩვენ თვითონ    0.0
                                უარი პასუხზე         1.7
                        მიჭირს პასუხის გაცემა                     13.5



5
    თუმცა, უნდა ითქვას, რო ეს განწყობა არ ეხება ბ. ივანიშვილის პარტიის ამომრჩევლებს: ამ პარტიას
მომავალ       საპარლამენტო       არჩევნებში     გამარჯვებას          რესპონდენტთა          იმდენივე      ნაწილი
უწინასწარმეტყველებს, რამდენიც ხმას აძლევს (ანუ, 32%).
                                                                                                             35
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი              საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი




საინტერსოა,        გამოკითხვის           კიდევ       ერთი       მონაცემი:        მათი      უმრავლესობა,               ვინც
გამარჯვებას ნაციონალურ მოძრაობას უწინასწარმეტყველებს, ფიქრობს, რომ ეს პარტია
შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში. ბ. ივანიშვილის
პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში დარწმუნებული რესპონდენტების აზრი გაიყო:
ერთი        ნაწილი         ამ      პარტიას           კონსტიტუციურ               უმრავლესობაში               მოსვლას
უწინასწარმეტყველებს, ხოლო მეორე ნაწილი - უბრალო უმრავლესობაში. ქრისტიან-
დემოკრატების გამარჯვებაში დარწმუნებული ამომრჩევლების უმრავლესობა ფიქრობს,
რომ ეს პარტია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ეს
მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ
ნაწილში არსებობს განცდა მმართველი პარტიის უძლეველობის შესახებ (იხ. დიაგრამა
#20):


დიაგრამა #20
        პარტია, რომელიც, თქვენი აზრით, არჩევნებში გაიმარჯვებს, როგორ
                 იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში?


           ქრისტიან-
         დემოკრატიული                  23.5                            54.7                         16.8          5
            მოძრაობა

             ერთიანი
          ნაციონალური                                55.8                               31.1         1.5 11.4
            მოძრაობა

               ბიძინა
            ივანიშვილის                       42.1                               41.8                5.7 10.3
               პარტია

            ეს პარტია შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში

            ეს პარტია შეძლებს ნახევარზე მეტი ადგილის მოპოვებას პარლამენტში

            ეს პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას, ამიტომ იძულებული იქნება, შექმნას კოალიცია პარლამენტში
            გასულ სხვა პოლიტიკურ ძალასთან (ძალებთან), გადაწყვეტილებების მისაღებად
            მიჭირს პასუხის გაცემა




                                                                                                                        36
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



8. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება


8.1. პოლიტიკოსების რეიტინგები

რესპონდენტებმა შეაფასეს (მოწონება/არ მოწონების მიხედვით) დღევანდელ ქართულ
პოლიტიკაში ჩართული 32 პოლიტიკოსი.

შეფასება განხორციელდა 5 ბალიან სკალაზე (-2-იდან +2-მდე), სადაც სკალის პუნქტები შესაბამებიდა
შემდეგ შეფასებებს:
-2: ძალიან არ მომწონს
-1: უფრო არ მომწონს, ვიდრე მომწონს
0: ნეიტრალურად ვარ განწყობილი
+1: უფრო მომწონს, ვიდრე არ მომწონს
+2: ძალიან მომწონს
მაშასადამე, 0-ის ქვემოთ არმოწონების ველია, ხოლო 0-ის ზემოთ - მოწონების ველი.



რესპონდნეტებისათვის შესაფასებლად შეთავაზებულ პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ
7 აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მოწონების ველში მოხვდა. ეს 7 პოლიტიკოსი, აღნიშნულ
ველში, შემდეგი რანჟირებით განლაგდა: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, გიგი
უგულავა, დავით ბაქრაძე, ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე, ირაკლი ალასანია.
კიდევ სამი პოლიტიკოსი (კ. სუბელიანი, დ. უსუფაშვილი, ნ. გილაური) პრაქტიკულად
მოწონების ნეიტრალურ ზღვარზეა, ხოლო ყველა დანარჩენი - არმოწონების ნეგატიურ
ველშია მოქცეული. ამომრჩეველთა არმოწონება ყველაზე მეტად დაუკავშირდა ზ.
ნოღაიდელს და ნ. ბურჯანაძეს (იხ. დიაგრამა #21):




                                                                                                 37
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                       საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#21

                            რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ქვემოთ
                                ჩამოთვლილი პოლიტიკოსები?
                                   (საშუალო მაჩვენებლები 5 ბალიან სკალაზე)
     ივანიშვილი ბიძინა                                                                                         0.7
    სააკაშვილი მიხეილ                                                                                0.3
           უგულავა გიგი                                                                            0.3
          ბაქრაძე დავით                                                                            0.3
      მერაბიშვილი ვანო                                                                           0.3
      თარგამაძე გიორგი                                                                          0.2
       ალასანია ირაკლი                                                                          0.2
        სუბელიანი კობა                                                                    0.0
  უსუფაშვილი დავით                                                                  0.0
           გილაური ნიკა                                                            0.0
             შარტავა კახა                                                         0.1
         სანიკიძე გუბაზ                                                     0.2
           სუბარი სოზარ                                                    0.2
   ხიდაშელი თინათინ                                                       0.2
       შაშკინი დიმიტრი                                                   0.2
  ბერძენიშვილი ლევან                                                    0.2
            თოფაძე გოგი                                                 0.2
       ძიძიგური ზვიად                                             0.3
  ნათელაშვილი შალვა                                              0.3
    დავითაშვილი კობა                                             0.3
    გამყრელიძე დავით                                       0.4
              კუკავა კახა                                 0.5
     ბაღათურია ჯონდი                                      0.5
     ზურაბ ადეიშვილი
          სეთურიძე კახა
                                                        0.5
                                                      0.6
                                                                                                დადებითი ველი
         დავითაია პაატა                            0.6
  ოქრუაშვილი ირაკლი
            ბოკერია გიგა
                                                 0.6
                                               0.7
                                                                                                უარყოფითი ველი
         თორთლაძე გია                        0.7
  კიწმარიშვილი ეროსი                   0.9
      გაჩეჩილაძე ლევან           1.0
        ბურჯანაძე ნინო        1.0
    ნოღაიდელი ზურაბ          1.1



თუ მომარჩეველთა მიერ მოწონებული 7 პოლიტიკოსის მონაცემებს პროცენტულად (და
არა საშუალო მონაცემების სახით) წარმოვადგენთ, აღმოჩნდება, რომ მათ შორის
მხოლოდ          ბ.    ივანიშვილია             ისეთი,         რომლის               მიმართაც      პოზიციას     „მომწონს“
რესპონდენტთა უმრავლესობა (53.4%) გამოხატავს. ეს მონაცემი                                                   იმეორებს იმ
რესპონდენტთა წილს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით,
მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის (რაზეც
ადრე მივითითეთ) (იხ. დიაგრამა #22):




                                                                                                                      38
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი              საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#22

                             რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ცალკული
                                         პოლიტიკოსები?

     ალასანია ირაკლი                35.6                             39.3                     18.2        6.8


      ბაქრაძე დავით                   42.1                            30.8                    20.6           6.1

           თარგამაძე
                                      42.0                            30.8                    20.7    0.5 6.0
            გიორგი

         ივანიშვილი
                                             53.4                             23.5            14.2    0.4 8.5
           ბიძინა

        მერაბიშვილი
                                      42.1                            28.2                  22.5       0.27.0
            ვანო

          სააკაშვილი
                                           46.9                        22.9                  25.5      0.0 4.7
            მიხეილ

       უგულავა გიგი                    43.8                            29.0                   20.6        6.3



              მომწონს   ნეიტრალურად ვარ განწყობილი      არ მომწონს    არ ვიცნობ      მიჭირს პასუხის გაცემა




8.2. ბრალდებები რუსეთის აგენტობის შესახებ

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა მიერ პოლიტიკოსთა არმოწონების მიზეზი
ხშირ შემთხვევაში არ არის ამ პოლიტიკოსების მიმართ იმ ბრალდების გაზიარება, რომ
ისინი რუსეთის აგენტები არიან. მეტიც: რესპონდენტებს არ სჯერათ იმ ადამიანების
(არაპოლიტიკოსების) აგენტობისაც კი, რომლებიც სწორედ ამ ბრალდებით დააპატიმრეს
და რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებმა სკანდალური განცხდებები გაავრცელეს
(ვახტანგ მაიასაია, ფოტორეპორტიორები).

თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში რუსეთის აგენტობის ბრალდებამ იმუშავა ორი
პოლიტიკოსის - ნ. ბურჯანაძისა და ზ. ნოღაიდელის - მიმართ. უნდა ვივარაუდოთ, რომ
ამ   შემთხვევაში        დამარწმუნებელი              ეფექტი     იქონია        ტელეარხებით             მრავალგზის
დატრიალებულმა კადრებმა აღნიშნული პოლიტიკოსების ვოიაჟების შესახებ მოსკოვში,
კრემლის პირველ პირებთან.

რესპონდნეტთა შეფასებები ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ არაპოლიტიკოსთა რუსეთის
აგენტობის ბრალდების სამართლიანობის შესახებ მოცემულია დიაგრამაზე #23:


                                                                                                                   39
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი       საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#23


                   ქვემოთ ჩამოთვლილთა მიმართ, სამართლიანია თუ არა
                         ბრალდება რუსეთის აგენტობის შესახებ?
                (საშუალო მაჩვენებლები 4 ბალიან სკალაზე: 0–ის ქვემოთ: “სამართლიანი”, 0–
                                  ის ზემოთ: “ძალზე უსამართლო”)

              შალვა ნათელაშვილი                                                     0.95

                 ირაკლი ალასანია                                              0.84

              ფოტორეპორტიორები                                               0.81

                   ვახტანგ მაისაია                                    0.65

                ბიძინა ივანიშვილი                                    0.62

              ირაკლი ოქრუაშვილი                               0.25

                   კახა ბენდუქიძე                           0.18            უსამართლოა
              ეროსი კიწმარიშვილი                     0.06                   სამართლიანია
               ზურაბ ნოღაიდელი           0.22

                  ნინო ბურჯანაძე         0.23


შენიშვნა: შეფასება განხორციელდა 4 ქულიან სკალაზე: 0-ის ქვემოთ შეფასებები
აღნიშნავს „სამართლიანია“, ხოლო 0-ის ზემოთ - „უსამართლოა“.




                                                                                                    40
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი              საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



9. ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის
მოლოდინი
ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემათა რანჟირებული რიგი ასე გამოიყურება (იხ.
დიაგრამა #24):

დიაგრამა#24
                          რომელია ის პრობლემები, რომელთა
                    გადაჭრა, დღეისათვის, პრიორიტეტული უნდა იყოს
                   პოლიტიკური პარტიისათვის ან პოლიტიკოსისთვის?
                                           უმუშევრობა                                                                     87.5
                               დაკარგული ტერიტორიები                                                            61.2
                                              სიღარიბე                                                   46.8
                             ფასების ზრდა პროდუქტებზე                                                    45.5
                           ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა                                              36.9
                       მაღალი კომუნალური გადასახადები                                         34.5
                                       დაბალი პენსიები                                     29.4
                      მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა                                23.8
                       რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა                         16.5
                          ტრანსპორტის მაღალი საფასური                       15.0
                                          ბანკის ვალები               9.8
              ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა            8.0
 დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა             7.1
                           პატიმართა მძიმე მდგომარეობა          5.2
                               ეკოლოგიური პრობლემები        4.4
                                    ელიტური კორუფცია        3.8
                 საზოგადოებაში ჩანერგილი შიშის დაძლევა      3.8
    ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უპერსპექტივობა     3.7
                                       მედიაზე ზეწოლა       3.7
            ქვეყანაში არსებული ერთპარტიული ძალაუფლება       3.6
                                       ავარიული გზები       3.3
                      ქვეყნის უსაფრთხოების დაუცველობა      2.1
                                                   სხვა   1.5
                                  მიჭირს პასუხის გაცემა   0.5

შენიშვნა: დასახელებული პრობლემების პროცენტული ჯამო 100%-ს აჭარბებს, რადგან რესპონდენტებს
შეეძლოთ დაესახელებინათ ერთზე მეტი პრობლემა.

პრობლემათა მიმდევრობაში (პრიორიტეტულობის ნიშნით) პრინციპული სიახლე
არაფერია: ბოლო წლებია, უმუშევრობა სტაბილურად ინარჩუნებს ყველაზე მწვავე
პრობლემის         სტატუსს,       დაკარგული           ტერიტორიების                            პრობლემა           გამოკითხვებში
ტრადიციულად ხვდება გადაუჭრელ პრობლემათა სამეულში; სტაბილურად ხდება,
აგრეთვე, აპელირება სიღარიბეზე, ფასების ზრდაზე, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზე
და ა.შ.

რესპონდენტთა მოსაზრებები გაიყო იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა
მმართველი პარტია იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც დღემდე მოუგვარებელია:
                                                                                                                            41
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


ერთი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ ეს მოსალოდნელია, ხოლო მეორე, პრაქტიკულად
იმავე მოცულობის ნაწილი (46%), ამ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებისაგან
აღარ ელოდება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, კატეგორიულ პოზიციებში („საერთოდ არ
არის მოსალოდნელი“/„სავსებით მოსალოდნელია“) სკეპტიკოსები (23%) ჭარბობენ
ოპტიმისტებს (16%).

რესპონდენტთა ოპტიმიზმი მნიშვნელოვნად მატულობს იმასთან დაკავშირებით,
რამდენად მოსალოდნელია ქვეყანაში არსებული მოუგვარებელი პრობლემები გადაჭრას
ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ, თუ ის ხელისუფლებაში მოვიდა. რესპონდენტთა
57%-ს ასეთი ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, ხოლო 20% სკეპტიკურად უყურებს
ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მიერ პრობლემათა მოგვარების პერსპექტიავს.

დეტალურად გამოკითხვის მონაცემები იხ. დიაგრამებზე ##25,26:

დიაგრამა#25


               რამდენად მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია
              შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას,
                        თუ ის ხელისუფლებაში დარჩა?



                                                                    უფრო არ არის
                   უფრო                                            მოსალოდნელი,
              მოსალოდნელია,                                           ვიდრე კი
                 ვიდრე არა                                              21%
                    30%




         სავსებით
      მოსალოდნელია                                                  საერთოდ არ არის
            16%                                                      მოსალოდნელი
                              მიჭირს პასუხის
                                                                          23%
                                  გაცემა
                                   10%




                                                                                                42
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#26

              რამდენად მოსალოდნელია, რომ ბ. ივანიშვილის პოლიტიკური
              ძალა შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას, თუ
                              ის ხელისუფლებაში მოვიდა?



                                     უფრო
                                 მოსალოდნელია,
                                   ვიდრე არა                          უფრო არ არის
                                      34%                            მოსალოდნელი,
                                                                        ვიდრე კი
                                                                          13%

                                                                             საერთოდ არ არის
                                                                              მოსალოდნელი
                                                                                   6%

          სავსებით
       მოსალოდნელია
             25%                                        მიჭირს პასუხის
                                                            გაცემა
                                                             22%




                                                                                                43
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი



10. მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ
გამოხატული ნდობა
გამოკითხვა        ითვალისწინებდა         მედია     საშუალებებით       სარგებლობის          სიხშირის
განსაზღვრას ინფორმაციის („ნიუსების“) მიღების კონტექსტში. როგორც მოსალოდნელი
იყო, ყველაზე მოხმარებადი მედია საშუალება აღმოჩნდა ტელევიზია, რომელსაც
შეუდარებლად ჩამორჩება რადიო და პრესა.

ტელეარხებს შორის ყველაზე უფრო ყურებადი, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით,
აღმოჩნდა      „რუსთავი      2“,   „იმედი“,     „მაესტრო“    და    „კავკასია“.      ყველაზე     ცუდი
მაჩვენებლები       აქვს   „აჭარის    ტელევიზიას“,     „რეალტ       ტვ“-ის     და    „მეორე     არხს“.
საინტერესოა, რომ „პირველ არხზე“ საინფორმაციო გადაცემების ყურების სიხშირე
ნეიტრალურ ზღვართან ახლოა, ხოლო თბილისის მასშტაბით ყურებადობის დაბალი
მაჩვენებელი აქვს; მეტიც: „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემებს რესპონდენტთა
მესამედი საერთოდ არ უყურებს (თბილისში კიდევ უფრო მეტი).

რადიო არხებს შორის, ინფორმაციის მიღების კონტექსტში, რადიო „იმედი“ გამოირჩევა,
ხოლო ჟურნალ - გაზეთებში - „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“.

მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე (ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით) გაიზომა 3 ქულიან
სკალაზე, სადაც ქულების სემანტიკა ასეთია:


1. იშვიათად
2. მეტ-ნაკლებად ხშირად
3. ძალზე ხშირად


სკალაზე ნეიტრალური წერტილია 2; 2-ზე ქვემოთ დაბალი სარგებლობის ველია, ხოლო 2 - ზე ზემოთ -
მაღალი სარგებლობის ველი



დეტალურად გამოკითხვის მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე #27-29:




                                                                                                   44
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#27: რამდენად ხშირად სარგებლობთ საინფორმაციო გადაცემებით
                                       ამა თუ იმ ტელეარხზე?




 დიაგრამა#28: რამდენად ხშირად სარგებლობთ ჟურნალ-გაზეთებით პოლიტიკური პროცესების შესახებ
                                      ინფორმაციის მისაღებად?




                                                                                                  45
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


                დიაგრამა#29: რამდენად ხშირად უსმენთ საინფორმაციო გადაცემებს
                                      ამა თუ იმ რადიო არხზე?




შენიშვნა: დიაგრამებზე ##27-29 ამა თუ იმ მედია საშუალებით სარგებლობის სიხშირე
მოცემულია საშუალო მაჩვენებლებში, ხოლო არ უყურებს/არ კითხულობს/არ უსმენს -
პროცენტუ მაჩვენებლებში

გამოკითხვა აჩვენებს, რომ მედია საშუალებების მოხმარება კორელაციაშია მათ მიმართ
ნდობასთან: ტელეარხებს შორის, ყველაზე მეტად „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და
„მაესტროს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობიან, თუმცა, თუ თბილისის
მონაცემებს ავიღებთ, სადაც „მაესტროს“ მაუწყებლობა ვრცელდება, აქ „მაესტრო“ მეორე
ადგილზეა ნდობის თვალსაზრისით და უსწრებს „იმედს“. თბილისში შედარებით კარგი
მაჩვენებლები აქვს, აგრეთვე, „კავკასიას“. რადიო არხებს შორის კვლავ „იმედი“
გამოირჩევა, ხოლო ჟურნალ-გაზეთებს შორის - „კვირის პალიტრა“.

დეტალურად გამოკითხვის მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე #30-32:




                                                                                                  46
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                                                                             საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#30
                                              რომელი ტელეარხის საინფორმაციო გადაცემებს
                                                       ენდობით ყველაზე მეტად
            30
                 27.6                                                                                                                                                                                  27.5

            25
                           20.8
            20         18.3                                                                                                                                                                       19

                                                14.9                                                                                                                                                              14.3
            15                      12.7
                                                                                                                                                                                                                     12.2
            10                                8.2                                 8.9


            5                                               4.4    3.6
                                                               3.0
                                                                                                         1.4
                                                                                           0.8 0.6 0.5 0.4
                                                                                                             0.20.2 0.1 0.1 0.10.2
            0
                                                                                კავკასია
                                                მაესტრო




                                                                                                                              კავკასიური
                                                                                                             აჭარის TV-25
                                  იმედი




                                                                                                                                                                                                   არცერთს არ
                                                                I არხი




                                                                                           ტელევიზია




                                                                                                                                                                                                                   მიჭირს პასუხის
                                                                                                                                                                II არხი
                    რუსთავი 2




                                                                                                                                                                                საპატრიარქოს TV
                                                                                                                                           რეალ ტვ
                                                                                                                               პირველი




                                                                                                                                                                                                    ვენდობი
                                                                                             აჭარის




                                                                                                                                                                                                                       გაცემა
                                                                            საქართველო                                       თბილისი



დიაგრამა#31
                                     რომელი ჟურნა-გაზეთებით მოწოდებულ ინფორმაციას
                                                ენდობით ყველაზე მეტად?
       60
                                                                                                                                                                                                                           53.2
                                                                                                                                                                                                                              51.8
       50


       40


       30


                                                                                                                                                                                                                 19.2
       20
             14.5                                                                                                                                                                                             13.2
                 9.1
       10
                        5.1 5.5
                                  3.7                                    2.5
                                    1.5 2.7 2.2 1.41.3 1.31.5 1.2 1.4 0.9    0.9
                                                                                 1.7 0.7
                                                                                    0.8  0.60.7 0.2 0.3 0.2 0.6 0.2                                                                               0.1
        0
                                                                                                                                                                                                                           პასუხის…
                                                                                               რეზონანსი




                                                                                                                                                                   ”ლიბერალი”
                                                                                                           პრაიმ–




                                                                                                                                                                                ქრონიკა
                                                                                   შოკოლადი“




                                                                                                                            ახალი
             პალიტრა




                                                          24 საათი
                       დასავალი

                                   ”სარკე”




                                                                                                                                                     ”ტაბულა”
                                             ”თბილისე-




                                                                                                                                     ვერსია




                                                                                                                                                                                                                            მიჭირს
                                                                                                                            თაობა




                                                                                                                                                                                                  არგუმენტი


                                                                                                                                                                                                              არ ვენდობი
                                                                         ალია




                                                                                                                                     ახალი
                                                                                                           თაიმი
              კვირის

                        ასავალ-




                                                                                                                                                                                                               არცერთს
                                                                                     „ცხელი
                                               ლები”




                                                                           საქართველო                                        თბილისი



                                                                                                                                                                                                                                      47
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                                                                      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი


დიაგრამა#32

                                        რომელი რადიოარხის საინფორმაციო გადაცემებს
                                                 ენდობით ყველაზე მეტად
                                                                                                                                                                                                            74.5
                                                                                                                                                                                                               68.8




                                                                                                                                                                                       15.5
                                                                                                                                                                                     11.8
         4.2 3.1 1.6                                       1.8
                                  1.5 1.3 1.30.8 0.80.4 0.6 0.5
                                        0.9                                                                             0.4
                                                                                                                      0.3 0.3
                                                                                                                                                 0.1
                                                                                                                                                        0.2
                                                                                                                                                                     0.3         0.6




                                                                                                                       მწვანე ტალღა




                                                                                                                                                                                                             მიჭირს პასუხის გაცემა
                                                                                                                                                                                       არცერთს არ ვენდობი
                                                                                          რადიო “უცნობი”




                                                                                                                                                         რადიო “ნაცნობი”


                                                                                                                                                                           პალიტრა
                                         რადიო “თავისუფლება”
                              ფორტუნა




                                                                                                            ჰერეთი
              რადიო – იმედი




                                                                           რადიო I არხი




                                                                                                                                      საქართველოს ხმა
                                                               ფორტუნა +




                                                                                                           საქართველო                                   თბილისი




                                                                                                                                                                                                                                     48

More Related Content

Viewers also liked (20)

PPT
Business environment for 22.05.2012-en
DOCX
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
DOCX
Research on public service full text (eng)
DOC
პრეზენტაცია
PDF
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
PPT
Business environment for 22.05.2012-en
PPT
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
PDF
Honouring of obligations and commitments by Georgia, 26.01.12
PDF
თვითმმართველობის კონცეფცია
PPT
Prezentation davit narmania mspa_12.05.2012
PDF
THE DRAFT LAW ON AMENDMENTS TO THE CRIMINAL PROCEDURE CODE
PDF
Analytical Report: Study of the political preferences of the voters and attit...
Business environment for 22.05.2012-en
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
Research on public service full text (eng)
პრეზენტაცია
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
Business environment for 22.05.2012-en
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
Honouring of obligations and commitments by Georgia, 26.01.12
თვითმმართველობის კონცეფცია
Prezentation davit narmania mspa_12.05.2012
THE DRAFT LAW ON AMENDMENTS TO THE CRIMINAL PROCEDURE CODE
Analytical Report: Study of the political preferences of the voters and attit...
Ad

More from Georgian National Communications Commission, GNCC (11)

DOCX
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
DOCX
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
DOCX
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
DOC
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
DOCX
Research on public service full text (eng)
PPT
Business environment for 22.05.2012
PPT
პრეზენტაცია
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Research on public service full text (eng)
Business environment for 22.05.2012
პრეზენტაცია
Ad

კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი, 2011

  • 1. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლა ანალიტიკური ანგარიში ნოემბერი, 2011
  • 2. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი სარჩევი შემაჯამებელი დასკვნა ................................................................................................................................... 3 1.მეთოდოლოგია ............................................................................................................................................. 9 2. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება ...................................................................10 3. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება ......................................................................14 4. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები .........................................................................................17 5. პარტიული რეიტინგები ...........................................................................................................................19 6. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თამჯდომარის პოსტებზე.............................................................................................................................26 7. მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ .........................................................32 8. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება .................................................................37 9. ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინი ...................................41 10. მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობა ...............44 2
  • 3. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი შემაჯამებელი დასკვნა სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს შორის ყველაზე პოზიტიური შეფასება, ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ერგო, ხოლო ყველაზე ნეგატიური (ასევე, ტრადიციულად) - საქართველოს სასამართლოს. პოზიტიური შეფასების მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფითად შეფასებულ სტრუქტურათა სამეულში მოექცა (სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად); ეს უნდა აიხსნას ჯანდაცვის გაჭიანურებული რეფორმის წარუმატებლობით (რაც თავად ხელისუფლებამ აღიარა) და ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობით, რასაც საზოგადოება, დღესდღეობით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემად მიიჩნევს. რესპონდენტები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ პარლამენტის წევრთა რაოდენობის 190 დეპუტატამდე გაზრდას და, აგრეთვე, უარყოფითი შეფასებისკენ იხრებიან პარლამენტის ქუთაიში გადატანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება ამომრჩეველთა უმრავლესობა (56.3%). რაც შეეხება პოლიტიკაში ბ. ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს, მათი დადებითად შემფასებელთა წილი შედარებით ნაკლებია (46.2%). ამ ორ შედეგს შორის 10%-იანი სხვაობა მიუთითებს, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით გამოწვეული ეიფორია რამდენადმე განელდა; თუმცა, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა ამ 10%-იანმა ნაწილმა გადაინაცვლა არა ბ. ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ ფრუსტრირებულთა (უარყოფითად შემფასებელთა), არამედ ნეიტრალურად განწყობილთა (შეფასება: „არც დადებითად, არც უარყოფითად“) გუნდში. ეს ნიშნავს, რომ ბ. ივანიშვილის საქმიანობა რეალურ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ძირითადად ინარჩუნებს პოლიტიკაში მისი გამოჩენით გამოწვეულ პოზიტიურ ეფექტს. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები ამომრჩეველი ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თანამშრომლობას „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“. არ არსებობს გამოკვეთილი მოლოდინი, რომ ეს თანამშრომლობა გაამართლებს და წარმატებულ იქნება (თუმცა, არც პესიმისტური განწყობები ჭარბობს). ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ დასახელებულმა პარტიებმა უნდა დაიწყონ ერთობლივი ფორმატით 3
  • 4. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი პოლიტიკური საქმიანობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა ამ თანამშრომლობის შედეგები ამომრჩევლებისათვის ხელშესახები გახდეს. პარტიული რეიტინგები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი პოლიტიკური ცენტრი გამოიკვეთა: ნაციონალური მოძრაობა (36%) და ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა (32%). სხვა პოლიტიკური პარტიებიდან მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი „წონა“ მხოლოდ ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს (4.3%). ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგს სამი წყარო ქმნის: 1. ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე ვერ ახდენდა საკუთარი პოზიციის ინსტიტუციონალიზაციას რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიმართ მხარდაჭერით, ანუ თავის საპროტესტო „ხმას“ არ უკავშირებდა რომელიმე არასახელისუფლო პარტიას, მათ მიმართ უნდობლობის გამო. ეს ნაწილი შეკითხვაზე: „რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერთ მხარს საპარლამენტო არჩევნებში?“ - პასუხობდა: „მიჭირს პასუხის გაცემა“ ან „არცერთს“. ბ. ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა ფრუსტრირებული ოპოზიციური ელექტორატის დაბრუნება ინსტიტუციურ სივრცეში. ასეთი ელექტორატის ხვედრითი წილი დაახლოებით 13%-ია. 2. ბ. ივანიშვილი წარმატებით ახერხებს სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა გადმობირებას. პოლიტიკაში ბ. ივანიშვილის მოსვლით დაზარალდა პრაქტიკულად ყველა, მეტ-ნაკლებად რეიტინგული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია; 3. ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა მიმზიდველი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ჯერჯერობით მცირე ნაწილისათვის. მართალია, ნაციონალური მოძრაობა არსებითად ინარჩუნებს მის მხარდამჭერთა რაოდენობას (რომელიც ბოლო თვეებში 40%-ის ფარგლებში მერყეობს), თუმცა, ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გაჩნდა პირველი ბზარი მმართველის პარტიის ელექტორატში. ივანიშვილი ხელისუფლების ალტერნატივა გახდა (ხდება) არა მხოლოდ ოპოზიციური ელექტორატის ერთ ფოკუსში მობილიზების თვალსაზრისით, არამედ სახელისუფლო ელექტორატის გადმობირების თალსაზრისითაც.როგორც გამოკითხვის მონაცემებიდან ირკვევა, ამ ეტაპზე, ამომრჩეველთა 18% გარანტირებულად „წაართვა“ ივანიშვილმა კონკურენტულ პოლიტიკურ პარტიებს, ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით. ამრიგად, ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა სინერგიულია (კრებსითია): ის მიმზიდველი ხდება სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების (ორიენტაციის) ამომრჩევლებისათვის. 4
  • 5. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი აღმოჩნდა, რომ დომინანტური პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერაზე გავლენას ვერ ახდენს ისეთი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა სქესი, ასაკი და განათლების მიღწეული დონე. მეორე მხრივ, გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ პოლიტიკურ რეიტინგებთან მჭიდრო კორელაციაშია დასაქმების სექტორი და ეროვნება. ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერები მნიშვნელოვანდ უმრავლდება (შესაბამისად, უმცირდება ბ. ივანიშვილი პოლიტიკურ ძალას) სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და არაქართველთა შორის (კერძოდ, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში). რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, მას ელექტორალური ველი უფართოვდება თვითდასაქმებულებსა და კერძო სექტორში დასაქმებულთა შორის. კონკურენტული პოლიტიკური ძალების (ნაციონალური მოძრაობა, ბ. ივანიშვილის პარტია) რეიტინგები განსვავებულად გამოიყურება რეგიონულ ჭრილშიც: ა) მმართველი პარტიის უპირატესობა აშკარაა: სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში; ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა გამოკვეთილი ლიდერია იმერეთში, თბილისსა და მცხეთა–მთიანეთში; ბ) კონკურენცია ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მძაფრია დანარჩენ რეგიონებში: აჭარაში, კახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და რაჭა–ლეჩხუმში. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თამჯდომარის პოსტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძირითად კონკურენტებად ამომრჩევლებს ბ. ივანიშვილი და მ. სააკაშვილი ესახებათ. ბ. ივანიშვილის კანდიდატურასთან ყველაზე თავსებადი ი. ალასანიაა, ხოლო, ხოლო, მ. სააკაშვილისთვის - გ. უგულავა. შესაბამისად, ბ. ივანიშვილი მხარდამჭერებს ყველაზე მეტად ი. ალასანიას ართმევს, რაც, აგრეთვე, იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ფიგურა ამ პოსტზე ივანიშვილის დამატებითი „დონორია“; იგივე მიმართება აქვს სააკაშვილთან გ. უგულავას. საინტერესოა, რომ გ. თარგამაძე „ზარალდება“ როგორც მ. სააკაშვილის, ისე ბ. ივანიშვილის მიერ (ანუ, გ. თარგამაძე ორივე კანიდიდატის მიმართ ასრულებს „დონორის“ (თუმცა, შედარებით მცირემასშტაბიანი) როლს). საპრეზიდენტო კანდიდატებში გამოკვეთილი ლიდერი ბ. ივანიშვილია. მ. სააკაშვილს ამ პოსტზე, ჯერჯერობით, არ გამოუჩნდა მეტ-ნაკლებად თანაბარწონიანი ჩამნაცვლებელი მმართველი პარტიის გუნდიდან. გ. უგულავა, რომელიც რეიტინგით მეორეა, მხოლოდ 12.7%-ს აგროვებს. (ამის მიზეზი ისიცაა, რომ თავად მ. სააკაშვილს საჯაროდ არ დაუსახელებია თავისი შემცვლელი). საინტერესოა, რომ თითქმის ყოველ 5
  • 6. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი მეოთხე რესპონდენტს გაუჭიდა პრეზიდენტობის სასურველი კანონდატის დასახელება. ეს ძირითადად მ. სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფია, რომელმაც, ჯერჯერობით, ვერ იპოვა სააკაშვილის ღირსეული შემცვლელი ამ პოსტზე. მოსალოდნელია, რომ როგორც კი სააკაშვილი დაასახელებს თავის შესაძლო შემცვლელს მმართველი გუნდიდან პრეზიდენტის პოსტზე, ამ ეტაპზე თავშეკავებულ პროსახელისუფლოდ განწყობილთა ხმები ამ კანდიდატისკენ გადაინაცვლებს და ბ. ივანიშვილს გაუჩნდება გაცილებით წონიანი კონკურენტი პრეზიდენტის პოსტზე. ი. ალასანია და, ნაწილობრივ, გ. თარგამაძე პრეზიდენტობის კანდიდატების ამპლუაშიც კარგავენ მხარდამჭერებს ბ. ივანიშვილის სასარგებლოდ და ასრულებენ ანგარიშგასაწევი „დონორის“ ფუნქციას ბ. ივანიშვილისთვის. მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობა ის პოსტია, რომელიც ყველაზე დივერსიფიცირებულია - ამ პოსტზე რესპონდენტებმა ვერ გამოკვეთეს ლიდერი (ყველაზე რეიტინგული კანდიდატი - დ. ბაქრაძე - 10.2%-ს აგროვებს). მეტიც: ყოველ მეოთხე რესპონდნეტს საერთოდ გაუჭირდა პარლამენტის სასურველი თავმჯდომარის დასახელება. როგორც ჩანს, საზოგადოებაში აღნიშნული პოსტი ნაკლებად პერსონიფიცირებულია. საინტერესოა, რომ არც მ. სააკაშვილი და არც ბ. ივანიშვილი არ მოიაზრებიან პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის შესაფერის კანდიდატებად, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს თანამდებობა ნაკლებად გავლენიანად ითვლება ქართულ პოლიტიკაში. მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპონდენტთა მონაწილეობის მზაობა ძალზე მაღალია (78% აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო კიდე 11%-ის პოზიციაა, რომ ალბათ მიიღებს). არჩევნებში მონაწილეობის მზაობა კორელაციაშია ამომრჩეველთა უმრავლესობის (60%-მდე) პოზიციასთან, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, რაც, თავის მხრივ, კავშირშია იმასთან, რომ რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (80%-ზე მეტს) თავისი არჩევანი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ამ ეტაპზე, განსაზღვრული აქვს. ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა გარკვეულ ნაწილს (საშუალოდ 10%) მიაჩნია, რომ მომავალ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობა ახლანდელ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ან კიდევ მეტი: გამარჯვება ნაციონალურ მოძრაობას დარჩება. ასეთ განწყობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ა) ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა ნაწილს ჰგონია, რომ ხელისუფლების არმოწონებაში ისინი ამომრჩეველთა უმრავლესობის რეპრეზენტატორები არ არიან და დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობენ (აქ უთუოდ იგრძნობა ნაციონალური ტელეარხებით 6
  • 7. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი პროსახელისუფლო პროპაგანდის კვალი მმართველი პარტიის საყოველთაო მხარდაჭერის შესახებ, მისი მიერ გაკეთებული საქმეების გამო); ბ) ოპოზიციურად განწობილთა ნაწილმა იცის, რომ მხარს უჭერს პარტიას, რომელიც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს; გ) ნაწილს სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს გააყალბებს. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება ქართველ მოქმედ პოლიტიკოსთა სპექტრის ძირითადი ნაწილი (32 პოლიტიკოსიდან 22) ამომრჩევლებს არ მოსწონთ (თუმცა, ეს ველიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია). დაწუნებულ პოლიტიკოსთა სიას სათავეში ნ. ბურჯანაძე და ზ. ნოღაიდელი უდგანან. ამომრჩეველთა მოწონება წილად ხვდა შეთავაზებულთაგან 7 პოლიტიკოსს, რომელთა შორის პირველ ადგილზე (საკმაო უპირატესობით) ბ. ივანიშვილია. მას მოჰყვებიან: მ. სააკაშვილი, გ. უგულავა, დ. ბაქრაძე, ვ. მერაბიშვილი, გ. თარგამაძე, ი. ალასანია. რესპონდენტები საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან ბრალდებებს სხვადასხვა პოლიტიკოსთა თუ არაპოლიტიკოსთა რუსეთის აგენტობის შესახებ. მათ არ სჯერათ ამ ბრალდებით დაპატიმრებულ პირთა (ვ. მაისაია, რეპორტიორები) აგენტობისაც კი. თუმცა, რუსეთის აგენტობის ბრალდებამ წარმატებით იმუშავა ნ. ბურჯანაძისა და ზ. ნოღაიდელის მიმართ. როგორც ჩანს, რესპონდენტთა ასეთ განწყობას ხელი შეუწყო ტელემედიით მრავალგზის გასულმა კადრებმა ამ ორი პირის რუსული ვოიაჟების და რუსეთის პირველ პირებთან თბილი დამოკიდებულების შესახებ. ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინი რესპონდენტთა მიერ ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემათა ჩამონათვალი აჩვენებს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა ტრადიციულად უმუშევრობაა. მწვავე პრობლემათა პირველ რიგებში მნიშვნელოვანი გადადგილებები არ მომხდარა: რესპონდენტები კვლავ უჩივიან დაკარგული ტერიტორიების, სიღარიბის, პროდუქტებზე ფასების ზრდის, ჯანდაცის ხელმიუწვდომლობის და სხვ. პრობლემებს. მმართველ პარტიას მოუგვარებელ პრობლემათა გადაჭრის რესურსი რესპონდენტთა ერთი ნაწილისთვის (45%) გააჩნია, ხოლო რესპონდენტთა სხვა (პრაქტიკულად იმავე მოცულობის) ნაწილისთვის (46%) - არა. გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინები უკავშირდება ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას: ამომრჩეველთა უმრავლესობა (57%) ელოდება, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს ძალა ქვეყნისათვის მწვავე პრობლემებს მოაგვარებს. 7
  • 8. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობა ტელებაზარზე, საინფორმაციო გადაცემების ყურების თვალსაზრისით, „რუსთავი2“ და „იმედი“ დომინირებს. თუმცა მათ კონკურენციას უწევს „მაესტრო“ (განსაკუთრებით, თბილისში). საინტერესოა, რომ პირველი არხის საინფორმაციო გადაცემებს არ უყურებს რესპონდენტთა მესამედი. პოლიტიკურ ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით არ ეცნობა რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა; ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ამ თვალსაზრისით, აქვს „კვირის პალიტრას“; რადიო არხებით ინფორმაციის მოსმენის სიხშირე ყველა სახვა წყაროზე დაბალია. შედარებით რეიტინგულია რადიო „იმედი“. მედია საშუალებებით ინფორმაციის მიღების სიხშირის მაჩვენებელი კორელაციაშია ამ საშუალებებით მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნდობასთან. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც: „მაესტროს“ საინფორმაციო გადაცემებს თბილისში „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს; თუმცა, „მაესტროს“ უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე „იმედს“. 8
  • 9. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 1.მეთოდოლოგია 2011 წლის 11–22 ნოემბერს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” (GDRI) დაკვეთით ჩაატარა ეროვნული შერჩევის სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას. სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით. გამოყენებულ იქნა მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის მოდელი. რესპონდენტთა შერჩევა მოხდა ოჯახებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. თითოეულ რეგიონში შერჩევის მოცულობა გადანაწილდა ისე, რომ შენარჩუნებულიყო შედეგების დასაშვები ცდომილება და მონაცემები რეპრეზენტატული ყოფილიყო თითოეული რეგიონისათვის. მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს 1.8%–ს 95%–იანი საიმედოობისათვის. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევამ უზრუნველყო რესპონდენტთა ანონიმურობის მაქსიმალური დაცვა. ცხრილში მოცემულია შერჩევის ცდომილობები ცალკეული რეგიონებისათვის და მთელი შერჩევისათვის (იხ. ცხრილი #1): ცხრილი #1 შერჩევის ცდომილება შერჩევის ცდომილება 90%–იანი 95%–იანი # რეგიონი საიმედოობისათვის საიმედოობისათვის 1 თბილისი 2.9% 3.5% 2 აჭარა 5.2% 6.2% 3 მცხეთა-მთიანეთი 6.2% 7.4% 4 შიდა ქართლი 5.8% 6.9% 5 კახეთი 5.2% 6.2% 6 ქვემო ქართლი 5.2% 6.2% 7 სამცხე ჯავახეთი 5.8% 6.9% 8 გურია 6.2% 7.4% 9 იმერეთი 5.0% 5.9% რაჭა-ლეჩხჰუმი და ქვემო 10 სვანეთი 6.2% 7.4% 11 სამეგრელო და ზემო სვანეთი 5.2% 6.2% მთელი შერჩევა 1.5% 1.8% 9
  • 10. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 2. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება 2.1. ინსტიტუტების (სტრუქტურების) საქმიანობის შეფასება გამოკითხვა იმეორებს ტრადიციულ სურათს საქართველოში სხვადასხვა ინსტიტუტების უკიდურესად დადებითი და უკიდურესად უარყოფითი იმიჯის შესახებ: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასებული ინსტიტუტია, ხოლო საქართველოს სასამართლო - ყველაზე უარყოფითად შეფასებული ინსტიტუტი. პოზიტიური შეფასების ველში, მაღალი მაჩვენებლებით, შემდეგი ინსტიტუტების/სტრუქტურების საქმიანობა ექცევა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასამთავრობო სექტორი და თავდაცვის სამინისტრო. უარყოფითი შეფასების ველში (სასამართლოს გარდა) კიდევ ორი სტრუქტურა მოექცა: ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შეფასების ნეგატიური ფონი განპირობებული უნდა იყოს ჯანდაცვის მრავალწლიანი რეფორმის წარუმატებლობით, რაც თავად ხელისუფლებამაც კი აღიარა. ამასთან, ამ სტრუქტურის მიმართ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ხსნის, აგრეთვე, მწვავე პრობლემათა ჩამონათვალი, რომელშიც ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა პრიორიტეტულ პრობლემათა ხუთეულშია (ამაზე უფრო დეტალურად მე-9 თავში იქნება საუბარი). შეფასება განხორციელდა 5 ბალიან სკალაზე (-2-იდან +2-მდე), სადაც სკალის პუნქტები შესაბამებიდა შემდეგ შეფასებებს: -2: ძალზე უარყოფითად -1: უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად 0: არც დადებითად, არც უაყოფითად (ნეიტრალურად) +1: უფრო დადბითად, ვიდრე უარყოფითად +2: ძალზე უარყოფითად მაშასადამე, 0-ის ქვემოთ უარყოფითი შეფასების ველია, ხოლო 0-ის ზემოთ - დადებითი შეფასების ველი. 10
  • 11. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დეტალურად გამოკითხვის შედეგები მოცემულია დიაგრამაზე #1 დიაგრამა#1 სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სტრუქტურების საქმიანობის შეფასება (საშუალო მაჩვენებლები 5 ბალიან სკალაზე: –2: “ძალიან უარყოფითი”, +2: “ძალიან დადებითი”) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 1.8 შინაგან საქმეთა სამინისტრო 0.7 არასამთავრობო სექტორი 0.6 თავდაცვის სამინისტრო 0.6 პრეზიდენტის ინსტიტუტი 0.3 ქ. თბილისის მერია 0.3 განათლების სამინისტრო 0.2 საქართველოს მთავრობა 0.2 საქართველოს საინფორმაციო საშუალებები 0.2 საქართველოს პარლამენტი 0.1 საგადასახადო სამსახური 0.1 ქ. თბილისის საკრებულო 0.0 დადებითი საქართველოს პროკურატური 0.1 ჯანდაცვის სამინისტრო 0.1 უარყოფითი საქართველოს სასამართლო 0.1 2.2. პარლამენტის ქუთაისში გადატანა როგორც დიაგრამა #1-დან ჩანს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა პოზიტიური შეფასების ველში ექცევა, თუმცა, ეს შეფასება (საშუალო მაჩვენებელი: 0.1) არ არის მკვეთრად დადებითი და ძალზე უახლოვდება ნეიტრალურ პუნქტს. შეცვლის თუ არა პარლამენტის მიმართ განწყობებს პრეზიდენტის ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით? გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტები უფრო მეტად უარყოფითად აფასებენ (39%) აღნიშნულ გადაწყვეტილებას; ამ პროექტს 27% იწონებს (ამასთან, ერთმნიშვნელოვნად იწონებს მხოლოდ 11%); საკმაოდ მაღალია ნეიტრალურად განწყობილთა ხვედრითი წილი (29%) (იხ. დიაგრამა #2): 11
  • 12. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#2 როგორ შეაფასებდით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი გადავიდეს ქალაქ ქუთაისში? უფრო უარყოფითად, არც ვიდრე უარყოფითად, დადებითად არც დადებითად 12% 29% ძალზე უარყოფითად 27% უფრო დადებითად, ვიდრე მიჭირს პასუხის ძალზე უარყოფითად გაცემა დადებითად 16% 5% 11% 2.3. პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის გაზრდა პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას (150-დან 190 დეპუტატამდე) მხარს არ უჭერს რესპონდენტთა უმრაავლესობა - 53% (ცალსახად ნეგატიური პოზიცია 37%-ს აქვს). ამ პროექტის მხარდამჭერთა წილი მხოლოდ 13%-ია; სულ მცირე, ყოველი მეოთხე რესპონდენტი ამ საკითხს ნეიტრალურად უყურებს 1 (იხ. დიაგრამა #3): 1 როგორც ცნობილია, პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება 190 კაცამდე. წინამდებარე სოციოლოგიური გამოკითხვა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა. ამდენად, პარლამენტის გადაწყვეტილება რესპონდენტთა განწყობების ადეკვატური აღმოჩნდა. 12
  • 13. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#3 მხარს უჭერთ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 190 კაცამდე ? უფრო არ ვუჭერ ნეიტრალურად მხარს 16% ვარ განწყობილი 27% საერთოდ არ ვუჭერ მხარს 37% მიჭირს პასუხის უფრო ვუჭერ გაცემა მხარს სავსებით ვუჭერ 7% 8% მხარს 5% 13
  • 14. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 3. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობის (ამომრჩევლების) 56.3% ემხრობა (33.4%–ის პოზიცია ცალსახად პოზიტიურია: „სრულიად ვემხრობი“). ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება 26.7% (13.1%–ის პოზიცია ცალსახად ნეგატიურია: „სრულიად არ ვემხრობი“) (იხ. დიაგრამა #4): დიაგრამა#4 რამდენად ემხრობით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს პოლიტიკაში? 33.4 22.9 17.0 13.6 13.1 სრულიად ვემხრობი უფრო ვემხრობი, უფრო არ ვემხრობი, სავსებით არ მიჭირს პასუხის ვიდრე არა ვიდრე კი ვემხრობი გაცემა საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში დადებითად აფასებს 46.2% (კატეგორიული პოზიცია – „ძალზე დადებითად“ – აქვს 24.1%–ს). როგორც ჩანს, ივანიშვილის პირველი ნაბიჯების დადებითად შემფასებელთა ნაწილში ვერ მოხვდა რესპონდენტთა დაახლოებით 10%, რომელიც, ზოგადად, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება (ანუ, ამ ნაწილისთვის ივანიშვილის პირველი სვლები პოლიტიკაში არ ყოფილა პოლიტიკაში მისი გამოჩენის ეფექტის თანაზომიერი). თუმცა, მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ჯგუფი იმედგაცრულებულია. ამას 14
  • 15. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ადასტურებს ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები გადანაწილდნენ ორი პოზიციის ფარგლებში: „არც დადებითად, არც უარყოფითად“ და „მიჭირს პასუხის გაცემა“ (იხ. დიაგრამა #5): დიაგრამა#5 როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში? 24.1 22.1 21.4 13.9 10.2 8.3 ძალზე უფრო დადებითად, არც დადებითად, უფრო უარყოფითად, ძალზე მიჭირს პასუხის დადებითად ვიდრე უარყოფითდ არც უარყოფითად ვიდრე დადებითად უარყოფითად გაცემა ამომრჩეველთა ამ განწყობას ამაგრებს გამოკითხვის სხვა შედეგი, რომლის თანახმადაც რესპონდენტთა 53.4%–ს აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის (იხ. დიაგრამა #6): 15
  • 16. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#6 რა მოლოდინებს უკავშირებთ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის? პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას 52.8 უკეთესობისაკენ შეცვლის ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით ქვეყანაში არსებული ვითარება არ 16.1 შეიცვლება პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით ქვეყანაში არსებული ვითარება კიდევ უფრო 8.0 გაუარესდება მიჭირს პასუხის გაცემა 23.0 16
  • 17. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 4. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები ამომრჩევლები, ძირითადად პოზიტიურად, თუმცა, გარკვეული სიფრთხილით უყურებენ იმ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც ბ. ივანიშვილმა, თავისი ინიციატივით, დაიწყო „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“. დაახლოებით 40% ასეთ თანამშრომლობას გამართლებულად მიიჩნევს (თუმცა, პოზიციას – „“სრულიად გამართლებულია“ – 11.4% იზიარებს). ივანიშვილის ასეთი არჩევანი გაუმართლებლად მიაჩნია 30%–ს, ხოლო კიდევ 30.5% უჭირს იმისა შეაფასება, რამდენად სწორად შეარჩია ივანიშვილმა პოლიტიკური პარტნიორები (იხ. დიაგრამა #7) დიაგრამა #7 ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა პოლიტიკური პარტნიორები, ვისთანაც აქტიურად ითანამშრომლებს: თავისუფალი დემოკატები და რესპუბლიკური პარტია. რამდენად გამართლებულია მისი არჩევანი? უფრო არ არის უფრო გამართლებული, გამართლებულია, ვიდრე კი სრულიად ვიდრე არა 19.5% გაუმართლებელია 28.1% 10.5% სრულიად გამართლებულია 11.4% მიჭირს პასუხის გაცემა 30.5% რესპონდენტთა ამ განწყობას ეხმიანება გამოკითხვის სხვა შედეგიც: გამოკითხულთა შედარებით დიდი ნაწილი (41%–44%) მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ და „რესპუბლიკელების“ გასვლა ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ კოალიციას „არც გააძლიერებს და არც დაასუსტებს“. აქვე გასათვალისწინებელია რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედის ჭოჭმანი ამ საკითხში (პასუხი: „მიჭირს ასუხის გაცემა“), აგრეთვე, დაახლოებით მეოთხედის ოპტიმისტური პოზიცია, რომ ამ ორი პარტიის გასვლა კოალიციიდან, ამ კოალიციას დაასუსტებს (იხ. დიაგრამა #8) 17
  • 18. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა #8 თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გასვლა კოალიციიდან გააძლიერებს თუ დაასუსტებს ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას? თავისუფალი დემოკრატები 13.6 41.4 23.8 21.2 რესპუბლიკური პარტია 11.5 43.6 22.3 22.6 გააძლიერებს არც გააძლიერებს, არც დაასუსტებს დაასუსტებს მიჭირს პასუხის გაცემა ამომრჩეველთა ასეთი „ფრთხილი ოპტიმიზმი“ ამ სამი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის შესახებ გამოწვეული უნდა იყოს ახლო წარსულში შექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების („ეროვნული საბჭო“, „პოლიტიკური რვიანი“, „პოლიტიკური ექვსიანი“ და სხვ.) კრახით, თუმცა, დასაწყისში ამ პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას საკმაოდ პოზიტიური ფონი და მოლოდინები ახლდა. „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თავად იყვნენ ასეთი პოლიტიკური გაერთიანებების წევრები და მათმა ჩართულობამ ვერ უზრუნველყო ამ გაერთიანებების წარმატებით ფუნქციონირება. 18
  • 19. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 5. პარტიული რეიტინგები 5.1. ზოგადი სურათი პოლიტიკურ ძალთა განაწილების არსებული სურათი მოწმობს, რომ დღესდღეობით პოლიტიკურ ავანსცენაზე, თითქმის თანაბარი წონით, ორი პარტიული გუნდი დომინირებს: ნაციონალური მოძრაობა (36%) და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა (32%). სხვა პოლიტიკურ ძალთაგან, ანგარიშგასაწევი (5%–იანი ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით) რეიტინგი მხოლოდ ქრისტიანულ–დემოკრატიულ მოძრაობას აქვს (4.4%). 1%–იან ზღვარს ცდებიან ლეიბორისტული პარტია (1.5%) და თავისუფალი დემოკრატები (1.4%) (იხ. დიაგრამა #9): დიაგრამა#9 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 36.0 ბიძინა ივანიშვილის პარტია 32.0 ქრისტიან-დემოკრატები 4.3 ლეიბორისტული პარტია 1.6 თავისუფალი დემოკრატები 1.5 რესპუბლიკური პარტია 0.8 ახალი მემარჯვენეები 0.6 ეროვნული ფორუმი 0.6 დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო 0.3 ქართული პარტია 0.2 თოფაძე-მრეწველები 0.2 ხალხის პარტია 0.2 საქართველოს დემოკრატიული პარტია 0.1 ქართული დასი 0.1 ეროვნულ-დემ. პარტია 0.1 კონსერვატული პარტია 0.1 საქართველოს გზა 0.1 არცერთს – ყველას გადავხაზავდი 2.2 არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 2.8 უარი პასუხზე 3.4 მიჭირს პასუხის გაცემა 12.8 რომელი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე ახერხებს ბიძინა ივანიშვილის პარტია საკუთარი რეიტინგის დიზაინს? 19
  • 20. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 1. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი შეიქმნა ოპოზიციური ელექტორატის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ბოლო წლებში თანდათან გაუტყდა გული ოპოზიციურ პარტიებზე და თავისი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირა რომელიმე კონოკრეტულ ოპოზიციურ პარტიას; სხვანაირად რომ ითქვას, ეს ელექტორატი აღარ ან ძნელად ახდენდა საკუთარი პროტესტის ინსტიტუციონალიზაციას რომელიმე ფორმალურ პოლიტიკურ დაჯგუფებაში (შესაბამისად, პროტესტს უფრო არაფორმალურ გარემოში – ოჯახში, მეგობრების წრეში და სხვ. – გამოხატავდა). ამომრჩეველთა ეს ნაწილი შეკითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს?“, ასეთ პოზიციას იკავებდა: „მიჭირს პასუხის გაცემა“ ან „არცერთს“. 2009–10–11 წლებში ჩატარებული კვლევები სტაბილურად აჩვენებდა, რომ ასეთი გაურკვეველი ან ფრუსტრირებული ამომრჩევლების ხვედრითი წილი პრატიკულად არასოდეს ყოფილა 25-27%–ზე ნაკლები, მოცემულ კვლევაში კი ეს ნაწილი 15%–ია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა ცენტრმა პირველ რიგში სწორედ ეს ოპოზიციური ამომრჩეველი მიიზიდა და მოახდინა მათი ხმების ფორმალური ინსტიტუციონალიზაცია. 2. ივანიშვილის ფიგურამ იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე თავის სიმპატიას სხვადასხვა ოპოზიურ პარტიებს უნაწილებდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა „წაართვა“ ისეთ მეტ–ნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორიცაა: ქრისტიანულ– დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი. ქრისტიან–დემოკრატებს ბოლო წლებში სტაბილურად უგროვდებოდათ მხარდაჭერის 10–11%, ხოლო ლეიბორისტებს და ეროვნულ ფორუმს ცალ–ცალკე– 5–6%. ეს სულ მცირე 20%–იანი მარაგი წარმოდგენილ კვლევაში დასულია 8%–ზე. აშკარაა, რომ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 10-12%–იანი მარაგი ივანიშვილის აქტივში ჩაეწერა. 3. ივანიშვილმა შეუტია ნაციონალური მოძრობის ელექტორატსაც. 2011 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ ნაციონალების რეიტინგი მერყეობდა 40%–ის ფარგლებში. ახლა ამ რეიტინგმა დაახლოებით 4–6%–ით დაიწია სწორედ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგის ხარჯზე. 20
  • 21. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 5.2. მეორე არჩევანი მეორე რიგის პარტიული რეიტინგები 2 ასე გამოიყურება (იხ. დიაგრამა #10): დიაგრამა#10 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში? ბიძინა ივანიშვილის პარტია 12.4 ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 12.2 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8.8 თავისუფალი დემოკრატები 5.7 ლეიბორისტული პარტია 3.5 ეროვნული ფორუმი 2.5 რესპუბლიკური პარტია 2.0 ახალი მემარჯვენეები 1.3 დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო 0.9 ქართული პარტია 0.8 თოფაძე-მრეწველები 0.6 ხალხის პარტია 0.5 საქართველოს დემოკრატიული პარტია 0.4 კონსერვატული პარტია 0.2 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 0.1 ქართული დასი 0.1 საქართველოს გზა 0.1 არცერთს – ყველას გადავხაზავდი 7.3 არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 3.5 უარი პასუხზე 5.8 მიჭირს პასუხის გაცემა 31.0 მონაცემები აჩვენებს, რომ საკუთარი ამომრჩევლების გაზრდის პოტენცია ყველაზე მეტად კვლავ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს, თუმცა, განსხვავებული კონფიგურაციით: ბ. ივანიშვილის პარტია (12.4%), ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (12.2%) და ნაციონალური მოძრაობა (8.8%). ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი ელექტორალური „წონის“ აღნიშნული რაოდენობით გაზრდისთვის შეუძლიათ იბრძოლონ (ამომრჩეველთა დღევანდელი განწყობებიდან გამომდინარე). „პოტენციური ხმების“ არცთუ უმნიშვნელო მარაგი უგროვდება თავისუფალ დემოკრატებს (5.7%) და 2 შეკითხვა დასმული იყო შემდეგნაირად: “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში?“ 21
  • 22. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ლეიბორისტულ პარტიას (3.5%): ამ ხმების გათვალისწინებით, მათ უჩნდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. ბ. ივანიშვილის პარტიული რეიტინგის დიზაინის შესახებ ზემოაღნიშნული მოსაზრებების საფუძვლიანობას ადასტურებს გამოკითხვის მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართება არსებობს ივანიშვილის პარტიის პირველ რიგში ამომრჩევლებსა და მეორე რიგში ამომრჩევლებს შორის (იხ. ცახრილი #2): ცხრილი #2 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? მეორე არჩევანი რომ გქონდეთ, კიდევ ბიძინა ერთიანი ქრისტიან- რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს ივანიშვილის ნაციონალური დემოკრატიული არჩევნებში? პარტია მოძრაობა მოძრაობა ახალი მემარჯვენეები 0.3% 0.7% 0.2% ბიძინა ივანიშვილის პარტია 2.4% 0.9% დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი 0.8% 0.1% საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 3.3% 1.0% ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 0.1% 0.0% 0.0% ეროვნული ფორუმი 1.6% 0.5% 0.0% თავისუფალი დემოკრატები 3.3% 1.4% 0.3% თოფაძე-მრეწველები 0.5% 0.1% თორთლაძე - საქართველოს 0.2% 0.1% დემოკრატიული პარტია კონსერვატული პარტია 0.0% ლეიბორისტული პარტია 1.8% 0.9% 0.3% რესპუბლიკური პარტია 1.0% 0.4% 0.1% საქართველოს გზა 0.0% 0.0% ქართული პარტია 0.5% 0.2% 0.1% ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 4.3% 6.8% ქართული დასი 0.0% 0.1% ჩვენ თვითონ 0.1% ხალხის პარტია 0.2% 0.1% 0.1% "თეთრები" 0.0% სხვას არცერთს 6.7% 3.5% 0.2% არცერთს – ყველას გადავხაზავდი 2.5% 2.9% 0.1% არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 0.5% 0.3% უარი პასუხზე 0.6% 1.8% 0.1% მიჭირს პასუხის გაცემა 7.8% 10.0% 0.9% როგორც ცხრილში მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, ივანიშვილის პარტიის პირველ რიგში ამომრჩეველი, მეორე რიგში (თუ ამის შესაძლებლობა მიეცა) უფრო მეტად შეაჩერებდა არჩევანს ქრისტიან–დემოკრატების, ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტებისა და ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტია რომ არა, ამჟამად მისი მხარდამჭერი რესპონდენტები სწორედ ამ 22
  • 23. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ალტერნატიულ პარტიებში გადანაწილდებოდნენ. ივანიშვილის პირველი რიგის ამომრჩეველთა მიერ მეორე რიგში დასახელებულ სასურველ პოლიტიკურ პარტიათა ჯამური მაჩვენებელი 18%–ია. ამომრჩეველთა სწორედ ეს რაოდენობა გარანტირებულად „წაართვა“ ივანიშვილმა კონკურენტულ პოლიტიკურ პარტიებს (ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით). 5.3.პარტიული რეიტინგები რეგიონულ ჭრილში თუ მთავარი პოლიტიკური კონკურენტების – ნაციონალური მოძრაობისა და ივანიშვილის პოლიტიკური ძალის – რეიტინგებს რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ, სურათი ასეთია: 1. ნაციონალური მოძრაობა უდავო უპირატესობას ფლობს სამ რეგიონში: სამცხე– ჯავახეთში (51%), ქვემო ქართლსა (46.3%) და სამეგრელო/ზემო სვანეთში (43%); 2. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა გამოკვეთილი ლიდერია იმერეთში (48.4%), მცხეთა–მთიანეთსა (44.6%) და თბილისში (41.3%); 3. ორივე პოლიტიკურ ძალას დაახლოებით თანაბარი პოლიტიკური „წონა“ აქვს/მძაფრ კონკურენციას უწევენ ყველა დანარჩენ რეგიონში (იხ. დიაგრამა #11): დიაგრამა#11 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? (რეგიონული ჭრილი) თბილისი 23.9 39.6 2.4 2.9 3.3 2.9 15.9 იმერეთი 30.7 43.8 7.2 2.83.22.0 4.4 ქვემო ქართლი 46.3 24.0 5.0 2.1 5.4 11.2 კახეთი 34.1 36.4 5.5 4.1 4.1 9.2 სამეგრელო და… 45.1 16.0 10.5 3.4 5.1 13.9 აჭარა 35.9 27.8 5.1 3.0 21.8 შიდა ქართლი 42.9 33.9 4.5 2.8 8.5 სამცხე-ჯავახეთი 55.2 13.9 3.1 18.6 გურია 22.2 24.6 2.3 15.8 11.1 21.6 მცხეთა მთიანეთი 21.2 41.8 3.0 4.8 5.5 14.5 რაჭა-ლეჩხუმი… 42.1 39.8 2.9 11.7 ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ლეიბორისტული პარტია თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკური პარტია ახალი მემარჯვენეები ეროვნული ფორუმი სხვა პარტია (0.5%-ზე ნაკლები რეიტინგით) არცერთს – ყველას გადავხაზავდი არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში უარი პასუხზე მიჭირს პასუხის გაცემა 23
  • 24. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში ლიდერობას ძირითადად არაქართული მოსახლეობის ხმების ხარჯზე ახერხებს (ქვემო ქართლის არაქართულ მოსახლეობაში მას 92.6%, ხოლო სამცხე-ჯავახეთის არაქართველთა 60.8% უჭერს მხარს). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი წონა აქვს დასახელებეულ რეგიონების ქართულ მოსახლეობაშიც, განსაკუთრებით, სამცხე–ჯავახეთში (სამცხე–ჯავახეთის ქართულ მოსახლეობაში ნაციონალების რეიტინგია – 48.2%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის – 20.2%; ქვემო ქართლის ქართულ მოსახლეობაში ეს პროპორციებია 34.7% და 30.7%. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში ბიძინა ივანიშვილის პარტიის ქართული მოსახლეობის მხარდაჭერაში „ლომის წილი“ რუსთავს ეკუთვნის). 5.4. პარტიული რეიტინგები სქესის, ასაკის და განათლების ცენზის ჭრილში კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში, დღეისათვის, პარტიულ პრეფერენციებს პრაქტიკულად არ განსაზღვარავს ამა თუ იმ ასაკობრივი ჯგუფისადმი, სქესისადმი კუთვნილება, ან განათლების მიღწეული დონე. ამ მახასიათებლებით სტრატიფიცირებული საზოგადოება არ არის მგრძნობიარე (პოზიტიური ან ნეგატიური ნიშნით) რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ, ამ პარტიის იდეოლოგიიდან ან სხვა რომელიმე პარტიული ნიშნიდან გამომდინარე. 3 5.5. პარტიული რეიტინგები დასაქმების სტატუსის მიხედვით კვლევა აჩვენებს, რომ პარტიული რეიტინგები მჭიდრო კორელაციაშია დასაქმების სტატუსთან: მმართველი პარტია მნიშვნელოვან უპირატესობას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შორის ინარჩუნებს (ამ სექტორში მისი „წონაა“ 52.1%); დასაქმების სტატუსით დიფრენცირებულ ყველა სხვა ჯგუფში (კერძო სექტორში დასაქმებული, თვითდასაქმებული, სტუდენტი/პენსიონერი, უმუშევარი) უპირატესობას ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა ფლობს. ეს უპირატესობა განსაკუთრებით იკვეთება თვითდასაქმებულთა (41.3%) და კერძო სექტორში დასაქმებულთა (37%) შორის (იხ. დიაგრამა #12): 3 ერთადერთ გამონაკლისს, განათლების ცენზის ჭრილში, ქმნის რესპუბლიკური პარტიის მიმართ დამოკიდებულება. უმაღლესი განათლების მქონეთა შორის ამ პარტიის „წონა“ მატულობს (საერთო მონაცემებთაბ შედარებით), ისევე როგორც ამ პარტიის მხარდამჭერთა შორის უმაღლესი განათლების მქონენი დიდ უმრავლესობას წარმოადგენს .თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა წილი შერჩევაში სტატისტიკურად ძალზე მცირეა, აქ გასათვალისწინებელია არა კონკრეტული რაოდნობრივი მაჩვენებლები (ცდომილების მაღალი მნიშვნელობის გამო), არამედ ტენდენცია, რომელსაც ეს მონაცემები აჩვენებს. 24
  • 25. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#12 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? (მონაცემები დასაქმების ჭრილში) სახელმწიფო სექტორში 21.3 52.1 1.9 3.1 12.8 დასაქმებული კერძო სექტორში 4.4 12.6 37.0 28.1 3.9 3.4 დასაქმებული თვითდასაქმებული 41.3 27.4 3.3 4.7 4.4 11.0 სტუდენტი/პენსიონერი 37.7 32.6 4.0 3.4 12.0 უმუშევარი 2.6 36.4 29.6 4.9 3.5 14.6 ახალი მემარჯვენეები ბიძინა ივანიშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეროვნული ფორუმი თავისუფალი დემოკრატები ლეიბორისტული პარტია რესპუბლიკური პარტია ქრისტიან-დემოკრატები არცერთს – ყველას გადავხაზავდი არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში უარი პასუხზე მიჭირს პასუხის გაცემა პოლიტიკური პრეფერენციების ლოგიკა დასაქმების სტატუსის ჭრილში ლოგიკურია: თუ გავითვალიწინებთ, რომ უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყნის უმწვავეს პრობლემათა შორისაა, სახელმწიფო სექტორში დასაქმება ადამიანებს, მეტ-ნაკლებად, აძლევს სტაბილური შემოსავლის ქონის და სიღარიბისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას (ზოგჯერ, გარანტიასაც), რაც ასეთ ადამიანებს, ძირითადად, ხელისუფლების (როგორც სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემქმნელის) მიმართ დადებითად განაწყობს. ყველაზე ნაკლებად ასეთი სტაბილურობის განცდა აქვთ თვითდასაქმებულებს, ამდენად, მათი ოპოზიციური განწყობები იოლად აიხსნება. 25
  • 26. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 6. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თამჯდომარის პოსტებზე 6.1. სასურველი პრემიერ-მინისტრი გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამომრჩევლებს ძირითად კონკურენტებად მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესახებათ. მათი საპრემიერო რეიტინგები თითქმის თანაბარია (ივანიშვილი - 26.1%; სააკაშვილი - 24.2%). სხვა კანდიდატები დიდი დისტანციით ჩამორჩებიან, თუმცა, გასათვალისწინებელია სამი სხვა პოლიტიკოსის მონაცემები: ი. ალასანია (7.8%), გ. თარგამაძე (6.8%) და გ.უგულავა (6.4%). პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ცალკეული კანდიდატის მხარდამჭერთა გადმობირების ხარჯზე, რეიტინგის გაზრდის შედარებით კარგი პოტენცია ისევ დასახელებულ 5 კანდიდატს აქვს (იგულისხმება მეორე რიგის არჩევანის მონაცემები). თუმცა, ასეთი პოტენციის სტატისტიკური „წონა“, ამ ეტაპზე, 6-9% -ს არ აღემატება: (იხ. დიაგრამა #13): დიაგრამა#13 ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერ– მინისტრის პოსტზე 2013 წლიდან? ივანიშვილი ბიძინა 26.1 9 სააკაშვილი მიხეილ 24.2 6.2 ალასანია ირაკლი 7.8 9.1 თარგამაძე გიორგი 6.8 7.8 უგულავა გიგი 6.4 8 ნათელაშვილი… 1.6 2.1 ოქრუაშვილი… 1.6 1.9 ნიკა გილაური 1.4 0.9 უსუფაშვილი დავით 1.1 2.6 ბურჯანაძე ნინო 1 2.1 ბაქრაძე დავით 0.9 1.1 შარტავა კახა 0.8 1.7 გამყრელიძე დავით 0.6 1 სანიკიძე გუბაზ 0.6 1.2 ძიძიგური ზვიად 0.4 0.7 გაჩეჩილაძე ლევან 0.1 0.3 სხვა 0.9 0.8 არცერთი 0.5 1 უარი პასუხზე 3.4 7.4 35.1 მიჭირს პასუხის… 13.8 პირველ არჩევანი მეორე არჩევანი 26
  • 27. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი საინტერესოა, რომ როგორც მ. სააკაშვილმა, ისე ბ. ივანიშვილმა უფრო ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვეს პრემიერ-მინისტრობის პოსტისათვის, ვიდრე იმ პარტიებმა (საპარლამენტო არჩევნებისათვის), რომელთა ლიდერები ისინი არიან. სხვაობა განსაკუთრებით საგრძნობია სააკაშვილის საპრემიერო და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო რეიტინგებს შორის (სხვაობა შეადგენს 12%-ს). მონაცემების ჯვარედინი ანალიზი აჩვენებს, რომ ნაცმოძრაობის პარტიული ხმებიდან მხარდაჭერა პრემიერ- მინისტრის პოსტზე, სააკაშვილის გარდა, კიდევ ორ პერსონას დაუკავშირდა (თუმცა, გაცილებით ნაკლები მასშტაბებით): გ. უგულავას და გ. თარგამაძეს. რაც შეეხება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებს, მათი ის ნაწილი, ვინც ივანიშვილს სასურველ პრემიერ-მინისტრად (პირველ რიგში) არ ასახელებს, ძირითადად ი. ალასანიას კანდიდატურის სასარგებლოდ მობილიზდება (ხმების გარკვეული ნაწილი, აგრეთვე, თარგამაძის აქტივში მიდის). ამასვე ადასტურებს პრემიერ-მინისტრის პირველ და მეორე არჩევანს შორის ხმების განაწილების სურათი. აღმოჩნდა, რომ ის რესპონდენტები, რომლებიც პირველ რიგში ივანიშვილის გაპრემიერებას უჭერენ მხარს, მეორე რიგში უფრო მეტად ალასანიას კანდიდატურისკენ იხრებიან, ხოლო სააკაშვილის გაპრემიერების მომხრეები, მეორე არჩევანი რომ ჰქონდეთ, უფრო მეტად გ. უგულავას დაუჭერენ მხარს. საინტერესოა, რომ როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის გაპრემიერების აქტიურ (პირველ რიგში) მხარდამჭერთა შორის არსებობს გ. თარგამაძის გაპრემიერების მომხრეთა გარკვეული ნაწილი (გ. თარგამაძის მეორე რიგში ამომრჩევლები). ეს მიუთითებს იმაზე, რომ გ. თარგამაძის კანდიდატურას (აღნიშნული პოსტის ფარგლებში) უტევს (ანუ, ხმებს ართმევს) როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის კანდიდატურები. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გ. თარგამაძესაც აქვს შანსი იმუშაოს ელექტორატის ამ რამდენადმე საზიარო ნაწილის გადმობირებაზე. ეს უფრო მეტად სააკაშვილის მხარდამაჭერებს ეხება (იხ. ცხრილი #3): 27
  • 28. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ცხრილი #3 პირველ რიგში ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეორე არჩევანი რომ პოსტზე? გქონდეთ, კიდევ ვის ისურვებდით პრემიერ–მინისტრად? ალასანია თარგამაძე ივანიშვილი სააკაშვილი უგულავა ირაკლი გიორგი ბიძინა მიხეილ გიგი ალასანია ირაკლი 0.9% 4.4% 1.7% 0.4% ბურჯანაძე ნინო 0.4% 0.1% 1.0% 0.1% 0.1% გამყრელიძე დავით 0.2% 0.1% 0.2% 0.4% 0.1% გაჩეჩილაძე ლევან 0.0% 0.1% 0.1% თარგამაძე გიორგი 1.0% 2.2% 2.7% 0.8% ივანიშვილი ბიძინა 1.4% 0.6% 1.9% 0.7% ნათელაშვილი შალვა 0.1% 0.3% 0.7% 0.4% 0.0% ოქრუაშვილი ირაკლი 0.2% 0.3% 0.7% 0.2% 0.1% სააკაშვილი მიხეილ 0.6% 0.8% 1.7% 0.8% სანიკიძე გუბაზ 0.2% 0.1% 0.4% 0.1% 0.1% უგულავა გიგი 0.4% 0.9% 0.6% 4.5% უსუფაშვილი დავით 0.7% 0.2% 1.2% 0.3% 0.1% შარტავა კახა 0.2% 0.2% 0.7% 0.2% 0.1% ძიძიგური ზვიად 0.1% 0.1% 0.1% 0.1% 0.1% ნიკა გილაური 0.1% 0.5% 0.0% დავით ბაქრაძე 0.0% 0.1% 0.6% 0.1% თოფაძე 0.0% 0.0% მერაბიშვილი ვანო 0.1% 0.0% სხვას არცერთს 0.5% 0.3% 2.5% 1.4% 0.6% უარი პასუხზე 0.1% 0.1% 1.9% 1.5% 0.3% მიჭირს პასუხის გაცემა 1.5% 1.7% 7.6% 7.9% 1.6% 6.2. სასურველი პრეზიდენტი მომავალი პრეზიდენტის პოსტზე იმ ვითარებაში, როდესაც მ. სააკაშვილს აღარ აქვს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება, გამოკვეთილ უპირატესობას ბ. ივანიშვილის ფლობს (31.8%). სხვა კანდიდატები მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, თუმცა, გასათვალისწინებელია სამი პოლიტიკოსის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა ამ პოსტზე: გ. უგულავა (12.7%), ი. ალასანია (9.3%), გ. თარგამაძე (7.1%). აღსანიშნავია იმ რესპონდენტების მაღალი წილი (24%), ვისაც უჭირს დაასახელოს სასურველი კანდიდატი მომავალი პრეზიდენტის პოსტზე. ამ ნაწილში ძირითადად ის რესპონდენტები მოხვდნენ, რომლებიც მ. სააკაშვილის გაპრემიერებას უჭერენ მხარს და 28
  • 29. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი უჭირთ პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის ჩამნაცვლებელი მოძებნონ. სახელისუფლო გუნდიდან გ. უგულავა სააკაშვილის სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი, ამ ეტაპზე, არ არის. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავად მ. სააკაშვილს საჯაროდ არ დაუსახელებია მმართველი გუნდიდამ მისი შემცვლელი საპრეზიდენტო კანდიდატი. უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა აქცენტი რომელიმე მათგანზე გაკეთდება, სააკაშვილის მხარდამჭერთა ძირითადი ნაწილი (რომელმაც ახლა აირჩია პოზიცია „მიჭირს პასუხის გაცემა“) სწორედ ამ კანდიდატის მხარდამჭერთა გუნდში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ბ. ივანიშვილს, პრეზიდენტის პოსტზე, გაცილებით კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გაუჩნდება. გამოკითხვა აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო რეიტინგის გაზრდის უკეთესი პოტენცია, ერთმანეთის მხარდამჭერთა გადმობირების ხარჯზე, ისევ ყველაზე რეიტინგულ ოთხ კანდიდატს აქვს (მეორე რიგის არჩევანი). თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პოტენცია კვლავ 6-9%-ს არ აჭარბებს (იხ. დიაგრამა #14): დიაგრამა#14 ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ პოსტიდან მ.სააკაშვილის წასვლის შემდეგ? ივანიშვილი ბიძინა 31.8 6.8 უგულავა გიგი 12.7 6 ალასანია ირაკლი 9.3 9.1 თარგამაძე გიორგი 7.1 6.5 ბაქრაძე დავით 2.3 1.8 ნათელაშვილი შალვა 1.5 2.1 გამყრელიძე დავით 1 0.5 ოქრუაშვილი ირაკლი 0.9 1.5 უსუფაშილი დავით 0.9 2.6 ბურჯანაძე ნინო 0.8 1.4 სანიკიძე გუბაზ 0.6 0.7 შარტავა კახა 0.5 0.8 გაჩეჩილაძე ლევან 0.2 0.3 ძიძიგური ზვიად 0.1 0.6 სხვა 1.4 1.2 არცერთს 0.9 1.5 უარი პასუხზე 3.9 9.6 მიჭირს პასუხის გაცემა 23.9 47 პირველ არჩევანი მეორე არჩევანი 29
  • 30. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი საპრეზიდენტო კანდიდატების პირველ და მეორე არჩევანს შორის ხმების „გადინება“ აჩვენებს, რომ ბ. ივანიშვილის აქტიური (პირველი რიგის) ამომრჩეველი ყველაზე ლოიალურად განწყობილია ი. ალასანიას კანდიდატურის მიმართ (ანუ, ბ. ივანიშვილი ყველაზე მეტად ი. ალასანიას „ართმევს“ მხარდამჭერებს), თუმცა, გარკვეული თავსებადობა ივანიშვილის პრეზიდენტად გახდომის მომხრეებს გ. თარგამაძის კანდიდატურასთანაც აქვთ (იხ. ცხრილი #4): ცხრილი #4 მეორე არჩევანი რომ პირველ რიგში ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ გქონდეთ, კიდევ ვის პოსტიდან მ.სააკაშვილის წასვლის შემდეგ? ისურვებდით ალასანია თარგამაძე ივანიშვილი ნათელაშვილი უგულავა ბაქრაძე პრეზიდენტად ამ ირაკლი გიორგი ბიძინა შალვა გიგი დავით პოსტიდან მ.სააკაშვილის წასვლის შემდეგ? ალასანია ირაკლი 1.11 5.06 0.15 0.64 0.21 ბურჯანაძე ნინო 0.20 0.06 0.81 0.08 გამყრელიძე დავით 0.04 0.11 0.13 0.07 გაჩეჩილაძე ლევან 0.07 0.08 0.04 თარგამაძე გიორგი 0.90 2.35 0.17 1.53 0.20 ივანიშვილი ბიძინა 1.47 0.51 0.20 0.42 0.06 ნათელაშვილი შალვა 0.20 0.14 1.17 0.17 ოქრუაშვილი ირაკლი 0.20 0.19 0.82 0.03 0.10 სანიკიძე გუბაზ 0.13 0.22 0.04 0.04 უგულავა გიგი 0.67 0.96 1.19 0.18 0.35 უსუფაშვილი დავით 0.88 0.46 0.84 0.03 0.22 0.15 შარტავა კახა 0.11 0.13 0.32 0.03 0.03 ძიძიგური ზვიად 0.04 0.02 0.14 0.06 0.13 ბაქრაძე დავით 0.29 0.14 0.12 0.04 0.64 სხვა 0.02 0.29 0.03 0.25 0.08 სხვას არცერთს 0.03 0.06 0.47 0.03 0.04 უარი პასუხზე 0.23 0.28 3.81 0.03 1.17 0.15 მიჭირს პასუხის გაცემა 2.77 2.30 9.95 0.38 5.90 0.75 6.3. პარლამენტის სასურველი თავმჯდომარე მომავალი პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე გამოკვეთილი მხარდაჭერა არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს. აქ ცალკეული კანდიდატები ერთმანეთის მიმართ კონკურენტული დისტანციით შორდებიან ერთმანეთს: პირველ სამეულს შორის (დ. ბაქრაძე, გ. თარგამაძე, ი. ალასანია) სხვაობა 2%-საც კი არ აღწევს, ხოლო ყველაზე რეიტინგული კანდიდატის (დ. ბაქრაძე) „წონა“ მხოლოდ 10.2%-ია. 30
  • 31. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი საინტერესოა, რომ არც მ. სააკაშვილი და არც ბ. ივანიშვილი, რომლებიც ლიდერობენ სხვა პოსტებისთვის, რესპონდენტთა მიერ არ მოაზრებიან ადეკვატურ ფიგურებად პარლამენტის თავმჯდომარის რანგში (მ. სააკაშვილის რეიტინგი ამ პოსტზე 6.4%-ია, ხოლო ბ. ივანიშვილის - 4.4%). აღსანიშნავია, რომ ყოველ მეოთხე რესპონდენტს გაუჭირდა დაესახელებინა, ვის ისურვებდა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და ეს რაოდენობა გაცილებით აჭარბებს რესპონდენტთა მიერ ყველაზე მხარდაჭერილი კანდიდატის (დ. ბაქრაძე) რეიტინგს. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ ამომრჩევლები პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის და პოლიტიკური გავლენის მქონედ თვლიან, ვიდრე პრემიერ- მინისტრის, ან პრეზიდენტის (იხ. დიაგრამა #15): დიაგრამა#15 ვის ისურვებდით მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ? დავით ბაქრაძე 10.2 თარგამაძე გიორგი 8.8 ალასანია ირაკლი 8.1 უგულავა გიგი 7 სააკაშვილი მიხეილ 6.4 უსუფაშვილი დავით 5.9 ივანიშვილი ბიძინა 4.4 ბურჯანაძე ნინო 3.3 ჯავახიშვილი ნოდარი 2.9 ნათელაშვილი შალვა 2.6 სანიკიძე გუბაზ 1.9 შარტავა კახა 1.6 ძიძიგური ზვიად 1.5 გამყრელიძე დავით 1.2 ოქრუაშვილი ირაკლი 0.9 სხვა 2.2 არცერთი 0.4 უარი პასუხზე 5 მიჭირს პასუხის გაცემა 25.7 31
  • 32. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 7. მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ 7.1. არჩევნებში მონაწილეობა რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (78%) აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. მონაწილეობისკენ იხრება („ალბათ, მივიღებ“) დამატებით კიდევ 11.4%. უარს არჩევნებში მონაწილეობაზე (კატეგორიულს ან ნაკლებად კატეგორიულს) ჯამში სულ 6.7% აცხადებს. ცხადია, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის ასეთი მაღალი მზაობა ავტომატურად მიუთითებს მომავალ არჩევნებში რეალურ მონაწილეთა რაოდენობაზე (თუნდაც საპარლამენტო არჩევნები ახლავე ტარდებოდეს). რესპონდენტებმა მიუთითეს თავიანთ განწყობაზე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხოლო განწყობასა და ქცევას შორის უშუალო ბმა არ არსებობს და ამისათვის საჭიროა არსებობდეს დამატებითი მოტივაციები. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ამომრჩევლებში დომინანტურია განწყობა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით (იხ. დიაგრამა #16): დიაგრამა#16 მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში? აუცილებლად 77.7 მივიღებ ალბათ, მივიღებ 11.4 ალბათ, არ 2.0 მივიღებ გადაწყვეტილი 4.7 მაქვს, არ მივიღო უარი პასუხზე 0.4 არ ვიცი/ჯერ არ 3.8 გადამიწყვეტია 32
  • 33. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 7.2. არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი და რესპონდენტთა პროგნოზები რესპონდენტთა უმრავლესობა (59.1%) ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. არჩევნების სამართლიანად ჩატარებას არ ელოდება 15.4%, ხოლო ყოველ მეოთხე რესპონდენტს უჭირს ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა (იხ. დიაგრამა #17): დიაგრამა#17 როგორ ფიქრობთ, სამართლიანად ჩატარდება თუ არა 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები? მიჭირს პასუხის გაცემა 25.6% დიახ 59.1% არა 15.4% მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი, ერთი მხრივ, ეთანადება არჩევნებში მონაწილეობის მაღალ მზაობას, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალ არჩევნებში რესპონდენტთა დიდი უმრავლესობის (80%-ზე მეტის) მიერ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების განსაზღვრას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. შეკითხვაზე: „ვის უფრო დაუჭერს მხარს მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?“, რესპონდენტებმა ასე უპასუხეს (იხ. დიაგრამა #18): 33
  • 34. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#18 ვის უფრო დაუჭერს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში – უფრო ხელისუფლებას, თუ უფრო ოპოზიციას? უფრო უფრო ოპოზიციას ხელისუფლებას 38% 43% მიჭირს პასუხის არცერთს გაცემა 2% 17% როგორც მონაცემები აჩვენებს, რესპონდენტთა უფრო დიდი ნაწილი (43%) მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში მოსახლეობა უფრო ხელისუფლებას დაუჭერს მხარს (ოპოზიციის სასარგებლოდ პროგნოზს 38% აკეთებს). საგულისხმოა, რომ ხელისუფლებას ამომრჩეველთა მხარდაჭერას იმაზე მეტი უწინასწარმეტყველებს, ვიდრე თავად ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა წილია (ასეთი, როგორც ადრე ითქვა, 36%-ია); შესაბამისად, ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველთა მხარდაჭერას იმაზე ნაკლები ელის, ვიდრე თავადა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველია (ასეთია, როგორც ითქვა, ჯამში 43%-მდე). ანუ, გარკვეული ნაწილი იმათგან (დაახლოებით 7%), ვინც ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში მხარს არ დაუჭერდა, ფიქრობს, რომ ის მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენელი (რეპრეზენტატორი) არ არის. 4 აქ ცხადად მოჩანს, ნაციონალურ მედიაზე გავლით, ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის კვალი, სადაც აქცენტირებულია, თუ რა სიკეთეები მოუტანა არსებულმა 4 აქ, სვარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილთა გარკვეულ ნაწილში ასეთი ლოგიკა მოქმედებს: „მე არ ვუჭერ მხარს ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი არ არის ჩემნაირი, მე უმრავლესობას არ წარმოავდგენ“. 34
  • 35. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ხელისუპლებამ ქვეყნას და მოსახლეობას და პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი შეცდომებსა და გადაუჭრელ პრობლემებზე. აქვე საინტერესოა გამოკითხვის კიდევ ერთი შედეგი: შეკითხვაზე - „რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?“, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც გამარჯვებას ნაციონალურ მოძრაობას უწინასწარმეტყველებს, კიდევ უფრო მატულობს და თითქმის 48%-ს შეადგენს. ამის მიზეზი, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორი იყოს: ა) ოპოზიციურად განწყობილი რესპონდენტების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და ამ გზით გაიმარჯვებს; ბ) გარკვეული ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათი მხარდაჭერა ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის მიმართ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვოს 5; გ) როგორც ზემოთ უკვე ითქვა, არსებობენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც საკუთარ თავს და პოზიციას უმრავლესობის წარმომადგენლად არ მიიჩნევენ (იხ. დიაგრამა #19): დიაგრამა#19 რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 47.8 ბიძინა ივანიშვილის პარტია 32.1 ქრისტიან-დემოკრატები 2.3 თავისუფალი დემოკრატები 1.1 ახალი მემარჯვენეები 0.4 ლეიბორისტული პარტია 0.4 დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო 0.2 ეროვნული ფორუმი 0.2 რესპუბლიკური პარტია 0.1 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 0.1 ქართული პარტია 0.1 ხალხის პარტია 0.1 თოფაძე-მრეწველები 0.0 ჩვენ თვითონ 0.0 უარი პასუხზე 1.7 მიჭირს პასუხის გაცემა 13.5 5 თუმცა, უნდა ითქვას, რო ეს განწყობა არ ეხება ბ. ივანიშვილის პარტიის ამომრჩევლებს: ამ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას რესპონდენტთა იმდენივე ნაწილი უწინასწარმეტყველებს, რამდენიც ხმას აძლევს (ანუ, 32%). 35
  • 36. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი საინტერსოა, გამოკითხვის კიდევ ერთი მონაცემი: მათი უმრავლესობა, ვინც გამარჯვებას ნაციონალურ მოძრაობას უწინასწარმეტყველებს, ფიქრობს, რომ ეს პარტია შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში. ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში დარწმუნებული რესპონდენტების აზრი გაიყო: ერთი ნაწილი ამ პარტიას კონსტიტუციურ უმრავლესობაში მოსვლას უწინასწარმეტყველებს, ხოლო მეორე ნაწილი - უბრალო უმრავლესობაში. ქრისტიან- დემოკრატების გამარჯვებაში დარწმუნებული ამომრჩევლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს პარტია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში არსებობს განცდა მმართველი პარტიის უძლეველობის შესახებ (იხ. დიაგრამა #20): დიაგრამა #20 პარტია, რომელიც, თქვენი აზრით, არჩევნებში გაიმარჯვებს, როგორ იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში? ქრისტიან- დემოკრატიული 23.5 54.7 16.8 5 მოძრაობა ერთიანი ნაციონალური 55.8 31.1 1.5 11.4 მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის 42.1 41.8 5.7 10.3 პარტია ეს პარტია შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში ეს პარტია შეძლებს ნახევარზე მეტი ადგილის მოპოვებას პარლამენტში ეს პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას, ამიტომ იძულებული იქნება, შექმნას კოალიცია პარლამენტში გასულ სხვა პოლიტიკურ ძალასთან (ძალებთან), გადაწყვეტილებების მისაღებად მიჭირს პასუხის გაცემა 36
  • 37. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 8. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება 8.1. პოლიტიკოსების რეიტინგები რესპონდენტებმა შეაფასეს (მოწონება/არ მოწონების მიხედვით) დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ჩართული 32 პოლიტიკოსი. შეფასება განხორციელდა 5 ბალიან სკალაზე (-2-იდან +2-მდე), სადაც სკალის პუნქტები შესაბამებიდა შემდეგ შეფასებებს: -2: ძალიან არ მომწონს -1: უფრო არ მომწონს, ვიდრე მომწონს 0: ნეიტრალურად ვარ განწყობილი +1: უფრო მომწონს, ვიდრე არ მომწონს +2: ძალიან მომწონს მაშასადამე, 0-ის ქვემოთ არმოწონების ველია, ხოლო 0-ის ზემოთ - მოწონების ველი. რესპონდნეტებისათვის შესაფასებლად შეთავაზებულ პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ 7 აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მოწონების ველში მოხვდა. ეს 7 პოლიტიკოსი, აღნიშნულ ველში, შემდეგი რანჟირებით განლაგდა: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე, ირაკლი ალასანია. კიდევ სამი პოლიტიკოსი (კ. სუბელიანი, დ. უსუფაშვილი, ნ. გილაური) პრაქტიკულად მოწონების ნეიტრალურ ზღვარზეა, ხოლო ყველა დანარჩენი - არმოწონების ნეგატიურ ველშია მოქცეული. ამომრჩეველთა არმოწონება ყველაზე მეტად დაუკავშირდა ზ. ნოღაიდელს და ნ. ბურჯანაძეს (იხ. დიაგრამა #21): 37
  • 38. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#21 რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ქვემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები? (საშუალო მაჩვენებლები 5 ბალიან სკალაზე) ივანიშვილი ბიძინა 0.7 სააკაშვილი მიხეილ 0.3 უგულავა გიგი 0.3 ბაქრაძე დავით 0.3 მერაბიშვილი ვანო 0.3 თარგამაძე გიორგი 0.2 ალასანია ირაკლი 0.2 სუბელიანი კობა 0.0 უსუფაშვილი დავით 0.0 გილაური ნიკა 0.0 შარტავა კახა 0.1 სანიკიძე გუბაზ 0.2 სუბარი სოზარ 0.2 ხიდაშელი თინათინ 0.2 შაშკინი დიმიტრი 0.2 ბერძენიშვილი ლევან 0.2 თოფაძე გოგი 0.2 ძიძიგური ზვიად 0.3 ნათელაშვილი შალვა 0.3 დავითაშვილი კობა 0.3 გამყრელიძე დავით 0.4 კუკავა კახა 0.5 ბაღათურია ჯონდი 0.5 ზურაბ ადეიშვილი სეთურიძე კახა 0.5 0.6 დადებითი ველი დავითაია პაატა 0.6 ოქრუაშვილი ირაკლი ბოკერია გიგა 0.6 0.7 უარყოფითი ველი თორთლაძე გია 0.7 კიწმარიშვილი ეროსი 0.9 გაჩეჩილაძე ლევან 1.0 ბურჯანაძე ნინო 1.0 ნოღაიდელი ზურაბ 1.1 თუ მომარჩეველთა მიერ მოწონებული 7 პოლიტიკოსის მონაცემებს პროცენტულად (და არა საშუალო მონაცემების სახით) წარმოვადგენთ, აღმოჩნდება, რომ მათ შორის მხოლოდ ბ. ივანიშვილია ისეთი, რომლის მიმართაც პოზიციას „მომწონს“ რესპონდენტთა უმრავლესობა (53.4%) გამოხატავს. ეს მონაცემი იმეორებს იმ რესპონდენტთა წილს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის (რაზეც ადრე მივითითეთ) (იხ. დიაგრამა #22): 38
  • 39. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#22 რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ცალკული პოლიტიკოსები? ალასანია ირაკლი 35.6 39.3 18.2 6.8 ბაქრაძე დავით 42.1 30.8 20.6 6.1 თარგამაძე 42.0 30.8 20.7 0.5 6.0 გიორგი ივანიშვილი 53.4 23.5 14.2 0.4 8.5 ბიძინა მერაბიშვილი 42.1 28.2 22.5 0.27.0 ვანო სააკაშვილი 46.9 22.9 25.5 0.0 4.7 მიხეილ უგულავა გიგი 43.8 29.0 20.6 6.3 მომწონს ნეიტრალურად ვარ განწყობილი არ მომწონს არ ვიცნობ მიჭირს პასუხის გაცემა 8.2. ბრალდებები რუსეთის აგენტობის შესახებ გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა მიერ პოლიტიკოსთა არმოწონების მიზეზი ხშირ შემთხვევაში არ არის ამ პოლიტიკოსების მიმართ იმ ბრალდების გაზიარება, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან. მეტიც: რესპონდენტებს არ სჯერათ იმ ადამიანების (არაპოლიტიკოსების) აგენტობისაც კი, რომლებიც სწორედ ამ ბრალდებით დააპატიმრეს და რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებმა სკანდალური განცხდებები გაავრცელეს (ვახტანგ მაიასაია, ფოტორეპორტიორები). თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში რუსეთის აგენტობის ბრალდებამ იმუშავა ორი პოლიტიკოსის - ნ. ბურჯანაძისა და ზ. ნოღაიდელის - მიმართ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში დამარწმუნებელი ეფექტი იქონია ტელეარხებით მრავალგზის დატრიალებულმა კადრებმა აღნიშნული პოლიტიკოსების ვოიაჟების შესახებ მოსკოვში, კრემლის პირველ პირებთან. რესპონდნეტთა შეფასებები ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ არაპოლიტიკოსთა რუსეთის აგენტობის ბრალდების სამართლიანობის შესახებ მოცემულია დიაგრამაზე #23: 39
  • 40. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#23 ქვემოთ ჩამოთვლილთა მიმართ, სამართლიანია თუ არა ბრალდება რუსეთის აგენტობის შესახებ? (საშუალო მაჩვენებლები 4 ბალიან სკალაზე: 0–ის ქვემოთ: “სამართლიანი”, 0– ის ზემოთ: “ძალზე უსამართლო”) შალვა ნათელაშვილი 0.95 ირაკლი ალასანია 0.84 ფოტორეპორტიორები 0.81 ვახტანგ მაისაია 0.65 ბიძინა ივანიშვილი 0.62 ირაკლი ოქრუაშვილი 0.25 კახა ბენდუქიძე 0.18 უსამართლოა ეროსი კიწმარიშვილი 0.06 სამართლიანია ზურაბ ნოღაიდელი 0.22 ნინო ბურჯანაძე 0.23 შენიშვნა: შეფასება განხორციელდა 4 ქულიან სკალაზე: 0-ის ქვემოთ შეფასებები აღნიშნავს „სამართლიანია“, ხოლო 0-ის ზემოთ - „უსამართლოა“. 40
  • 41. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 9. ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინი ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემათა რანჟირებული რიგი ასე გამოიყურება (იხ. დიაგრამა #24): დიაგრამა#24 რომელია ის პრობლემები, რომელთა გადაჭრა, დღეისათვის, პრიორიტეტული უნდა იყოს პოლიტიკური პარტიისათვის ან პოლიტიკოსისთვის? უმუშევრობა 87.5 დაკარგული ტერიტორიები 61.2 სიღარიბე 46.8 ფასების ზრდა პროდუქტებზე 45.5 ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა 36.9 მაღალი კომუნალური გადასახადები 34.5 დაბალი პენსიები 29.4 მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა 23.8 რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა 16.5 ტრანსპორტის მაღალი საფასური 15.0 ბანკის ვალები 9.8 ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა 8.0 დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა 7.1 პატიმართა მძიმე მდგომარეობა 5.2 ეკოლოგიური პრობლემები 4.4 ელიტური კორუფცია 3.8 საზოგადოებაში ჩანერგილი შიშის დაძლევა 3.8 ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უპერსპექტივობა 3.7 მედიაზე ზეწოლა 3.7 ქვეყანაში არსებული ერთპარტიული ძალაუფლება 3.6 ავარიული გზები 3.3 ქვეყნის უსაფრთხოების დაუცველობა 2.1 სხვა 1.5 მიჭირს პასუხის გაცემა 0.5 შენიშვნა: დასახელებული პრობლემების პროცენტული ჯამო 100%-ს აჭარბებს, რადგან რესპონდენტებს შეეძლოთ დაესახელებინათ ერთზე მეტი პრობლემა. პრობლემათა მიმდევრობაში (პრიორიტეტულობის ნიშნით) პრინციპული სიახლე არაფერია: ბოლო წლებია, უმუშევრობა სტაბილურად ინარჩუნებს ყველაზე მწვავე პრობლემის სტატუსს, დაკარგული ტერიტორიების პრობლემა გამოკითხვებში ტრადიციულად ხვდება გადაუჭრელ პრობლემათა სამეულში; სტაბილურად ხდება, აგრეთვე, აპელირება სიღარიბეზე, ფასების ზრდაზე, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზე და ა.შ. რესპონდენტთა მოსაზრებები გაიყო იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც დღემდე მოუგვარებელია: 41
  • 42. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ერთი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ ეს მოსალოდნელია, ხოლო მეორე, პრაქტიკულად იმავე მოცულობის ნაწილი (46%), ამ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებისაგან აღარ ელოდება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, კატეგორიულ პოზიციებში („საერთოდ არ არის მოსალოდნელი“/„სავსებით მოსალოდნელია“) სკეპტიკოსები (23%) ჭარბობენ ოპტიმისტებს (16%). რესპონდენტთა ოპტიმიზმი მნიშვნელოვნად მატულობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად მოსალოდნელია ქვეყანაში არსებული მოუგვარებელი პრობლემები გადაჭრას ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ, თუ ის ხელისუფლებაში მოვიდა. რესპონდენტთა 57%-ს ასეთი ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, ხოლო 20% სკეპტიკურად უყურებს ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მიერ პრობლემათა მოგვარების პერსპექტიავს. დეტალურად გამოკითხვის მონაცემები იხ. დიაგრამებზე ##25,26: დიაგრამა#25 რამდენად მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას, თუ ის ხელისუფლებაში დარჩა? უფრო არ არის უფრო მოსალოდნელი, მოსალოდნელია, ვიდრე კი ვიდრე არა 21% 30% სავსებით მოსალოდნელია საერთოდ არ არის 16% მოსალოდნელი მიჭირს პასუხის 23% გაცემა 10% 42
  • 43. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#26 რამდენად მოსალოდნელია, რომ ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას, თუ ის ხელისუფლებაში მოვიდა? უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არა უფრო არ არის 34% მოსალოდნელი, ვიდრე კი 13% საერთოდ არ არის მოსალოდნელი 6% სავსებით მოსალოდნელია 25% მიჭირს პასუხის გაცემა 22% 43
  • 44. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 10. მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობა გამოკითხვა ითვალისწინებდა მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირის განსაზღვრას ინფორმაციის („ნიუსების“) მიღების კონტექსტში. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მოხმარებადი მედია საშუალება აღმოჩნდა ტელევიზია, რომელსაც შეუდარებლად ჩამორჩება რადიო და პრესა. ტელეარხებს შორის ყველაზე უფრო ყურებადი, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, აღმოჩნდა „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“ და „კავკასია“. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს „აჭარის ტელევიზიას“, „რეალტ ტვ“-ის და „მეორე არხს“. საინტერესოა, რომ „პირველ არხზე“ საინფორმაციო გადაცემების ყურების სიხშირე ნეიტრალურ ზღვართან ახლოა, ხოლო თბილისის მასშტაბით ყურებადობის დაბალი მაჩვენებელი აქვს; მეტიც: „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემებს რესპონდენტთა მესამედი საერთოდ არ უყურებს (თბილისში კიდევ უფრო მეტი). რადიო არხებს შორის, ინფორმაციის მიღების კონტექსტში, რადიო „იმედი“ გამოირჩევა, ხოლო ჟურნალ - გაზეთებში - „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“. მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე (ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით) გაიზომა 3 ქულიან სკალაზე, სადაც ქულების სემანტიკა ასეთია: 1. იშვიათად 2. მეტ-ნაკლებად ხშირად 3. ძალზე ხშირად სკალაზე ნეიტრალური წერტილია 2; 2-ზე ქვემოთ დაბალი სარგებლობის ველია, ხოლო 2 - ზე ზემოთ - მაღალი სარგებლობის ველი დეტალურად გამოკითხვის მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე #27-29: 44
  • 45. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#27: რამდენად ხშირად სარგებლობთ საინფორმაციო გადაცემებით ამა თუ იმ ტელეარხზე? დიაგრამა#28: რამდენად ხშირად სარგებლობთ ჟურნალ-გაზეთებით პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად? 45
  • 46. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#29: რამდენად ხშირად უსმენთ საინფორმაციო გადაცემებს ამა თუ იმ რადიო არხზე? შენიშვნა: დიაგრამებზე ##27-29 ამა თუ იმ მედია საშუალებით სარგებლობის სიხშირე მოცემულია საშუალო მაჩვენებლებში, ხოლო არ უყურებს/არ კითხულობს/არ უსმენს - პროცენტუ მაჩვენებლებში გამოკითხვა აჩვენებს, რომ მედია საშუალებების მოხმარება კორელაციაშია მათ მიმართ ნდობასთან: ტელეარხებს შორის, ყველაზე მეტად „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „მაესტროს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობიან, თუმცა, თუ თბილისის მონაცემებს ავიღებთ, სადაც „მაესტროს“ მაუწყებლობა ვრცელდება, აქ „მაესტრო“ მეორე ადგილზეა ნდობის თვალსაზრისით და უსწრებს „იმედს“. თბილისში შედარებით კარგი მაჩვენებლები აქვს, აგრეთვე, „კავკასიას“. რადიო არხებს შორის კვლავ „იმედი“ გამოირჩევა, ხოლო ჟურნალ-გაზეთებს შორის - „კვირის პალიტრა“. დეტალურად გამოკითხვის მონაცემები მოცემულია დიაგრამებზე #30-32: 46
  • 47. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#30 რომელი ტელეარხის საინფორმაციო გადაცემებს ენდობით ყველაზე მეტად 30 27.6 27.5 25 20.8 20 18.3 19 14.9 14.3 15 12.7 12.2 10 8.2 8.9 5 4.4 3.6 3.0 1.4 0.8 0.6 0.5 0.4 0.20.2 0.1 0.1 0.10.2 0 კავკასია მაესტრო კავკასიური აჭარის TV-25 იმედი არცერთს არ I არხი ტელევიზია მიჭირს პასუხის II არხი რუსთავი 2 საპატრიარქოს TV რეალ ტვ პირველი ვენდობი აჭარის გაცემა საქართველო თბილისი დიაგრამა#31 რომელი ჟურნა-გაზეთებით მოწოდებულ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად? 60 53.2 51.8 50 40 30 19.2 20 14.5 13.2 9.1 10 5.1 5.5 3.7 2.5 1.5 2.7 2.2 1.41.3 1.31.5 1.2 1.4 0.9 0.9 1.7 0.7 0.8 0.60.7 0.2 0.3 0.2 0.6 0.2 0.1 0 პასუხის… რეზონანსი ”ლიბერალი” პრაიმ– ქრონიკა შოკოლადი“ ახალი პალიტრა 24 საათი დასავალი ”სარკე” ”ტაბულა” ”თბილისე- ვერსია მიჭირს თაობა არგუმენტი არ ვენდობი ალია ახალი თაიმი კვირის ასავალ- არცერთს „ცხელი ლები” საქართველო თბილისი 47
  • 48. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დიაგრამა#32 რომელი რადიოარხის საინფორმაციო გადაცემებს ენდობით ყველაზე მეტად 74.5 68.8 15.5 11.8 4.2 3.1 1.6 1.8 1.5 1.3 1.30.8 0.80.4 0.6 0.5 0.9 0.4 0.3 0.3 0.1 0.2 0.3 0.6 მწვანე ტალღა მიჭირს პასუხის გაცემა არცერთს არ ვენდობი რადიო “უცნობი” რადიო “ნაცნობი” პალიტრა რადიო “თავისუფლება” ფორტუნა ჰერეთი რადიო – იმედი რადიო I არხი საქართველოს ხმა ფორტუნა + საქართველო თბილისი 48